ავტორი:

გერმანიაში, ერთ-ერთ ფერმაში კორონავირუსი 174 დასაქმებულს დაუდასტურდა

გერმანიაში, ერთ-ერთ ფერმაში კორონავირუსი 174 დასაქმებულს დაუდასტურდა

გერმანიაში, ბავარიის მხარეში მდებარე კიტრის ფერმაში კარანტინი დაწესდა მას შემდეგ, რაც მასში დასაქმებულ 174 ადამიანს კორონავირუსი გამოუვლინდა. ფერმის 480-ვე თანამშრომელს ტერიტორიის დატოვება აეკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს კორონავირუსი არ დადასტურებია.

ადგილობრივი ხელისუფლება მაცხოვრებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ირწმუნება, რომ ვირუსი ფერმის მიღმა არ გავრცელებულა. დაინფიცირებულებს შორის ბევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩასული სეზონური მუშახელია.

გერმანიაში კვების მრეწველობის ობიექტებში ეპიდემიის გავრცელების შემთხვევები ხშირია, განსაკუთრებით კი ხორცის გადამამუშავებელ კომპანიებში.

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ იუწყება - კიმ ჩენ ინმა საგანგებო სხდომა მოიწვია

"ვფიქრობთ, საჭიროა შეზღუდვების კვლავ დაწესება" - რას აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულ ბიუროში?

ისტორიკოსი, რომელმაც სტალინის რეჟიმის მიერ დახვრეტილები იპოვა, პედოფილიის ბრალდებით გაასამართლეს