ავტორი:

"წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა და ეძებდა მეორე სამსახურს... რატომ მოიკლავდა თავს?!“ -  გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედის პირველი კომენტარი

"წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა და ეძებდა მეორე სამსახურს... რატომ მოიკლავდა თავს?!“ -  გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედის პირველი კომენტარი

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონას, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ტელეკომპანია "ფორმულას“ ეთერში აცხადებს, გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას და ამბობს, რომ ერთი კვირის წინ მისმა შვილმა გამოცდა ჩააბარა და მეორე სამსახურს ეძებდა.

"კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა და ეძებდა მეორე სამსახურს და რატომ მოიკლავდა თავს?! არავინ არ მაყენებს საქმის კურსში, როგორც ძებნის დროს. ვიხვეწებოდი, ხელჩასაჭიდი თუ გაქვთ, გამაგებინეთ მეც, იქნებ რაღაცაში გამოგადგეთ.

არაფერს აღარ გამოვრიცხავ უკვე. შეიძლება უშუალოდ სამსახურში არა, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო, შეიძლება ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა. უკვე აღარ ვენდობი გამოძიებას.

თამუნას კომპიუტერზეც ვეხვეწებოდი, წაიღეთ დროზე და გახსენით დროზე-მეთქი და არ მიჰქონდა არავის. არავინ არ მოსულა მიხეილ რამიშვილის გარდა“, - ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს, ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი.

გადაუღებელი წვიმა, გარესამყაროს მოწყვეტილი ადამიანები, დაზიანებული გზები და ხიდები - ლენტეხი სტიქიას ებრძვის (ფოტო და ვიდეომასალა სტიქიის  ზონიდან)

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა

"ეს იყო ადამიანი-დღესასწაული,  ყველას იმედი და საყრდენი!" - ვინ იყო ქართველი ბიზნესმენი, რომელიც უკრაინაში კორონავირუსით გარდაიცვალა