მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გახდა მადონა შუკაკიძე ჭარბი წონის გამო ბულინგის მსხვერპლი
რატომ გახდა მადონა შუკაკიძე ჭარბი წონის გამო ბულინგის მსხვერპლი

31 წლის მა­დო­ნა შუ­კა­კი­ძე უკვე 10 წე­ლია, რაც ჭარბ წო­ნას ებ­რძვის. მან წო­ნა­ში მა­ტე­ბა პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი მისი სხე­უ­ლის მასა 65 კგ-დან 196 კი­ლოგ­რა­მამ­დე გა­ი­ზარ­და.

10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­დო­ნამ უამ­რა­ვი დი­ე­ტა, ვარ­ჯი­ში, ექი­მი და კვე­ბის რე­ჟი­მის დაც­ვა სცა­და, თუმ­ცა ინ­ტერ­ნეტ­ში ნა­პოვ­ნი თუ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ შედ­გე­ნი­ლი დი­ე­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რამს იკ­ლებ­და, შემ­დეგ კი ისევ ძველ წო­ნას უბ­რუნ­დე­ბო­და.

ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­დო­ნა გა­მუდ­მე­ბით იტა­რებს სხვა­დას­ხვა სა­ხის ანა­ლი­ზებს, მუდ­მი­ვად ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვე­შაა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­თვის რთუ­ლი იყო ღამე და­ძი­ნე­ბა, რად­გან სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სუნ­თქვი­სა და მოს­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. ხერ­ხე­მალ­ზე კი დიდი დატ­ვირ­თვის გამო აწუ­ხებ­და აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი.

ორი წლის წინ მან გა­და­წყვი­ტა კი­დევ ერთხელ ეცა­და დი­ე­ტის დაც­ვა და ამ­ჯე­რად ენერ­ჯი დი­ე­ტის 25 დღი­ა­ნი კურ­სი შე­ი­ძი­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად მა­დო­ნამ ჯერ 8 კგ., შემ­დეგ 15 კგ. 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ზედ­მე­ტი 40 კი­ლოგ­რა­მი მო­ი­შო­რა. შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლია, ენერ­ჯი დი­ე­ტის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას დღე­საც აგ­რძე­ლებს და ამ­ბობს, რომ სა­სურ­ველ მი­ზანს ნელ-ნელა უახ­ლოვ­დე­ბა.

“რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სი და­მიბ­რუნ­და. სა­კუ­თარ ოჯახ­ზე მე ვზრუ­ნავ, ყო­ვე­ლი დღის გა­თე­ნე­ბა მი­ხა­რია, ლაშ­ქრო­ბებ­შიც კი დავ­დი­ვარ და არა­ნა­ი­რი დის­კომ­ფორ­ტი არ მექ­მნე­ბა. ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვრთავ ფე­ის­ბუქ ლა­ივს და ჩემს მა­ყუ­რებ­ლებ­თან ერ­თად ვი­ღებ კოქ­ტე­ი­ლებს. ორი წე­ლია, რაც ამ რე­ჟიმ­ში ვარ და ყო­ველ დღე ვგრძნობ, რო­გორ მი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ჯან­მრე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. მო­მი­წეს­რიგ­და ძილი, ქო­ლეს­ტე­რი­ნის დონე სის­ხლში და კვე­ბის რე­ჟი­მი. წო­ნა­ში ვიკ­ლებ სტრე­სის გა­რე­შე და ამას­ვე ვურ­ჩევ ჩემს მომ­ხმა­რე­ბელს” - მას შემ­დეგ, რაც მა­დო­ნამ Energy Diet Smart-ის შე­დე­გე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და, გა­და­წყვი­ტა, პრო­დუქ­ტის­თვის რე­კო­მენ­და­ცია გა­ე­წია.

მისი ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, 71 წლის ქა­ლია, რო­მე­ლიც ჭარბ წო­ნას­თან ერ­თად მა­ღალ წნე­ვა­საც უჩი­ო­და. 25 დღე­ში მან 10 კგ. და­იკ­ლო და მო­ეხ­სნა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი.

“ ენერ­ჯი დი­ე­ტამ გარ­და იმი­სა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა მა­ჩუ­ქა, ასე­ვე ძა­ლი­ან ძირ­ფა­სი მე­გობ­რე­ბი შემ­ძი­ნა, ამ პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით ჩემს ირ­გვლივ სან­დო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­მელ­თა გვერ­დში დგო­მის იმე­დიც ნამ­დვი­ლად მაქვს. თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში ხში­რია ჩემი ბუ­ლინ­გი, შე­უ­რა­ცხყო­ფა და გი­ნე­ბაც კი, რო­გორც პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში, ასე­ვე სა­ჯა­როდ, მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან ჯგუ­ფებ­ში. მე მხო­ლოდ ის არ მეს­მის, ვის რას ვუ­შა­ვებ, თუკი ჭარ­ბი წონა მაქვს? ეს ხომ მხო­ლოდ ჩემი პრობ­ლე­მაა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნებს გული ვატ­კი­ნოთ და მხო­ლოდ იმი­ტომ ვა­კად­როთ სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბი, რომ ის სი­ლა­მა­ზის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს? რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერ­თმა ბა­ბუ­ის ტოლა კაც­მა ძა­ლი­ან მწა­რე მე­სი­ჯე­ბი მომ­წე­რა. მა­გი­ნებ­და და მლა­ძღავ­და, მხო­ლოდ ჩემი ვი­ზუ­ა­ლის გამო. და­ვინ­ტე­რეს­დი, გა­და­ვე­დი მის პრო­ფილ­ზე და ვნა­ხე, თუ რო­გორ ესიყ­ვა­რუ­ლე­ბო­და შვი­ლიშ­ვი­ლებს. მეც ხომ ვი­ღა­ცის შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლი, დედა და ცოლი ვარ? მეც ხომ მყავს ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მა­მა­ჩემ­ზეც ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს, რო­დე­საც ჩემი მი­სა­მარ­თით და­წე­რილ ცუდ კო­მენ­ტა­რებს კი­თხუ­ლობს. ადა­მი­ა­ნე­ბი მალე მიყ­ვარ­დე­ბა, თუმ­ცა ასე­ვე ძა­ლი­ან მალე მწყინს მათ­გან ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, და­ვუდ­გეთ ერ­თმა­ნეთს გვერ­დით, ძა­ლის­ხმე­ვი­თა და შრო­მით კი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ ნე­ბის­მი­ერ და­სა­ხულ მი­ზანს.”

მა­დო­ნას მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბუ­ლინ­გი და ზე­წო­ლა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ენერ­ჯი დი­ე­ტის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნე­გა­ტი­უ­რი კამ­პა­ნია აგორ­და. ისიც სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბას უკავ­ში­რებს იმ შე­უ­რა­ცყო­ფას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რო­მე­ლიც მისი მი­სა­მარ­თით იყო რო­გორც კო­მენ­ტა­რე­ბის, ასე­ვე პი­რა­დი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის სა­ხით.

“ენით აღუ­წე­რელ სი­ტყვებს მწერ­დნენ. უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით ილან­ძღე­ბოდ­ნენ და ბრალს მდებ­დნენ თით­ქოს ვწამ­ლავ­დი ხალ­ხს ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ. ძი­რი­თა­დად, ყალ­ბი ექა­უნ­თე­ბი­დან მწერ­დნენ და აკო­მენ­ტა­რებ­დნენ, რომ მათი პოვ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ვა­პი­რებ­დი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვი­საც მი­მე­მარ­თა, რომ ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი ვი­ყა­ვი და და­ე­წყოთ გა­მო­ძე­ბა, რათა და­მედ­გი­ნა ვინ იმა­ლე­ბო­და ამ ყალ­ბი ექა­უნ­თე­ბის უკან.

ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ­დი თავს, თუმ­ცა მა­ინც არ ვჩერ­დე­ბო­დი. მინ­დო­და ყვე­ლას­თვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა ის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ენერ­ჯი დი­ე­ტამ მო­მი­ტა­ნა. ყვე­ლას ვუ­ზი­ა­რებ­დი ჩემს შე­დე­გებს ყო­ველ­დღი­უ­რი ლა­ი­ვე­ბით თუ ფო­ტო­ე­ბით რო­გორ ვიკ­ლებ­დი წო­ნა­ში.

ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც ჭარბ წო­ნას ებ­რძვის იცის თუ რა დო­ნის სტრე­სია ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა. რამ­დე­ნად რთუ­ლია დი­ე­ტის დაც­ვა და ყვე­ლაფ­რის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბა, რომ შე­დეგს მი­აღ­წიო. მე ეს შევ­ძე­ლი და მინ­დო­და ყვე­ლას­თვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა. ერთ-ერთ არხზე რა­მო­დე­ნი­მე გა­და­ცე­მაც კი მი­უ­ძღვნა ერთ-ერთა ცნო­ბილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, რა­საც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი. “არ გა­რის­კოთ”, “მომ­წამ­ვლე­ლია” და უამ­რა­ვი სა­ფუძ­ველსმოკ­ლე­ბუ­ლი რამ იყო ნათ­ქვა­მი. ადა­მი­ა­ნე­ბი დღემ­დე შეც­დო­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი და მარ­თლაც რომ მავ­ნე დი­ე­ტებს მი­მარ­თა­ვენ.

მა­დო­ნას თქმით ის და­უ­ღა­ლა­ვად გა­აგ­ძე­ლებს თა­ვი­სი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ისა­უბ­როს და პი­რა­დი Facebook გვერ­დზე იყოს აქ­ტი­უ­რი, რათა არ მის­ცეს ყალბ ექა­უნ­თებს ამო­ფა­რე­ბულ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ადა­მი­ა­ნებს სხვე­ბი შე­იყ­ვა­ნონ შეც­დო­მა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რატომ გახდა მადონა შუკაკიძე ჭარბი წონის გამო ბულინგის მსხვერპლი

რატომ გახდა მადონა შუკაკიძე ჭარბი წონის გამო ბულინგის მსხვერპლი

31 წლის მადონა შუკაკიძე უკვე 10 წელია, რაც ჭარბ წონას ებრძვის. მან წონაში მატება პირველი მშობიარობის შემდეგ, ჰორმონალური პრეპარატების მიღების შემდეგ დაიწყო. დროთა განმავლობაში კი მისი სხეულის მასა 65 კგ-დან 196 კილოგრამამდე გაიზარდა.

10 წლის განმავლობაში მადონამ უამრავი დიეტა, ვარჯიში, ექიმი და კვების რეჟიმის დაცვა სცადა, თუმცა ინტერნეტში ნაპოვნი თუ სპეციალისტების მიერ შედგენილი დიეტების საშუალებით ის მხოლოდ რამდენიმე კილოგრამს იკლებდა, შემდეგ კი ისევ ძველ წონას უბრუნდებოდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მადონა გამუდმებით იტარებს სხვადასხვა სახის ანალიზებს, მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. წლების განმავლობაში მისთვის რთული იყო ღამე დაძინება, რადგან სისხლში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი სუნთქვისა და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. ხერხემალზე კი დიდი დატვირთვის გამო აწუხებდა აუტანელი ტკივილები.

ორი წლის წინ მან გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა დიეტის დაცვა და ამჯერად ენერჯი დიეტის 25 დღიანი კურსი შეიძინა. თავდაპირველად მადონამ ჯერ 8 კგ., შემდეგ 15 კგ. 5 თვის განმავლობაში კი ზედმეტი 40 კილოგრამი მოიშორა. შედეგით კმაყოფილია, ენერჯი დიეტის დაბალანსებული საკვების მიღებას დღესაც აგრძელებს და ამბობს, რომ სასურველ მიზანს ნელ-ნელა უახლოვდება.

“რამდენიმე თვეა, რაც სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა. საკუთარ ოჯახზე მე ვზრუნავ, ყოველი დღის გათენება მიხარია, ლაშქრობებშიც კი დავდივარ და არანაირი დისკომფორტი არ მექმნება. ყოველდღიურ რეჟიმში ვრთავ ფეისბუქ ლაივს და ჩემს მაყურებლებთან ერთად ვიღებ კოქტეილებს. ორი წელია, რაც ამ რეჟიმში ვარ და ყოველ დღე ვგრძნობ, როგორ მიუმჯობესდება ჯანმრელობის მდგომარეობა. მომიწესრიგდა ძილი, ქოლესტერინის დონე სისხლში და კვების რეჟიმი. წონაში ვიკლებ სტრესის გარეშე და ამასვე ვურჩევ ჩემს მომხმარებელს” - მას შემდეგ, რაც მადონამ Energy Diet Smart-ის შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა, გადაწყვიტა, პროდუქტისთვის რეკომენდაცია გაეწია.

მისი ერთ-ერთი მომხმარებელი, 71 წლის ქალია, რომელიც ჭარბ წონასთან ერთად მაღალ წნევასაც უჩიოდა. 25 დღეში მან 10 კგ. დაიკლო და მოეხსნა ჯანმრთელობის პრობლემები.

“ ენერჯი დიეტამ გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობა მაჩუქა, ასევე ძალიან ძირფასი მეგობრები შემძინა, ამ პროგრამის მეშვეობით ჩემს ირგვლივ სანდო ადამიანები არიან, რომელთა გვერდში დგომის იმედიც ნამდვილად მაქვს. თუმცა, სოციალურ სივრცეში ხშირია ჩემი ბულინგი, შეურაცხყოფა და გინებაც კი, როგორც პირად შეტყობინებაში, ასევე საჯაროდ, მრავალათასიან ჯგუფებში. მე მხოლოდ ის არ მესმის, ვის რას ვუშავებ, თუკი ჭარბი წონა მაქვს? ეს ხომ მხოლოდ ჩემი პრობლემაა, აუცილებელია, ადამიანებს გული ვატკინოთ და მხოლოდ იმიტომ ვაკადროთ საშინელი სიტყვები, რომ ის სილამაზის საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს? რამდენიმე დღის წინ ერთმა ბაბუის ტოლა კაცმა ძალიან მწარე მესიჯები მომწერა. მაგინებდა და მლაძღავდა, მხოლოდ ჩემი ვიზუალის გამო. დავინტერესდი, გადავედი მის პროფილზე და ვნახე, თუ როგორ ესიყვარულებოდა შვილიშვილებს. მეც ხომ ვიღაცის შვილი, შვილიშვილი, დედა და ცოლი ვარ? მეც ხომ მყავს ოჯახის წევრები, მამაჩემზეც ძალიან მოქმედებს, როდესაც ჩემი მისამართით დაწერილ ცუდ კომენტარებს კითხულობს. ადამიანები მალე მიყვარდება, თუმცა ასევე ძალიან მალე მწყინს მათგან ყველაფერი. ჩემი სურვილი იქნებოდა, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, ძალისხმევითა და შრომით კი აუცილებლად მივაღწევთ ნებისმიერ დასახულ მიზანს.”

მადონას მიმართ განსაკუთრებული ბულინგი და ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ენერჯი დიეტის შესახებ სოციალურ ქსელში ნეგატიური კამპანია აგორდა. ისიც სწორედ ამ გარემოებას უკავშირებს იმ შეურაცყოფას სოციალურ ქსელში, რომელიც მისი მისამართით იყო როგორც კომენტარების, ასევე პირადი შეტყობინებების სახით.

“ენით აღუწერელ სიტყვებს მწერდნენ. უშვერი სიტყვებით ილანძღებოდნენ და ბრალს მდებდნენ თითქოს ვწამლავდი ხალხს ფულის სანაცვლოდ. ძირითადად, ყალბი ექაუნთებიდან მწერდნენ და აკომენტარებდნენ, რომ მათი პოვნა შეუძლებელი ყოფილიყო. ვაპირებდი სამართალდამცავებისთვისაც მიმემართა, რომ ბულინგის მსხვერპლი ვიყავი და დაეწყოთ გამოძება, რათა დამედგინა ვინ იმალებოდა ამ ყალბი ექაუნთების უკან.

ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, თუმცა მაინც არ ვჩერდებოდი. მინდოდა ყველასთვის გამეზიარებინა ის ბედნიერება, რომელიც ენერჯი დიეტამ მომიტანა. ყველას ვუზიარებდი ჩემს შედეგებს ყოველდღიური ლაივებით თუ ფოტოებით როგორ ვიკლებდი წონაში.

ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჭარბ წონას ებრძვის იცის თუ რა დონის სტრესია ჭარბწონიანობა. რამდენად რთულია დიეტის დაცვა და ყველაფრის ზედმიწევნით შესრულება, რომ შედეგს მიაღწიო. მე ეს შევძელი და მინდოდა ყველასთვის გამეზიარებინა ეს ბედნიერება. ერთ-ერთ არხზე რამოდენიმე გადაცემაც კი მიუძღვნა ერთ-ერთა ცნობილმა ჟურნალისტმა, რასაც გაოგნებული ვუყურებდი. “არ გარისკოთ”, “მომწამვლელია” და უამრავი საფუძველსმოკლებული რამ იყო ნათქვამი. ადამიანები დღემდე შეცდომაშია შეყვანილი და მართლაც რომ მავნე დიეტებს მიმართავენ.

მადონას თქმით ის დაუღალავად გააგძელებს თავისი შედეგების შესახებ საჯაროდ ისაუბროს და პირადი Facebook გვერდზე იყოს აქტიური, რათა არ მისცეს ყალბ ექაუნთებს ამოფარებულ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს სხვები შეიყვანონ შეცდომაში.

როგორ გავთავისუფლდეთ ჭარბთმიანობისგან უმტკივნეულოდ? - რა გვირჩევს ექიმი ლაზეროთერაპევტი ქეთო გაბუნია

სილქ როუდ ჯგუფის განცხადება უცხოელი ბიზნეს პარტნორების ვიზიტთან დაკავშირებით

ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ახალი სიმღერებითა და პირველი საავტორო ალბომით უბრუნდება მსმენელს