მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ იუწყება - კიმ ჩენ ინმა საგანგებო სხდომა მოიწვია
ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ იუწყება - კიმ ჩენ ინმა საგანგებო სხდომა მოიწვია

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ზე იუ­წყე­ბა. ამის შე­სა­ხებ BBC ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო KCNA-ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რია ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში 19 ივ­ლისს დაბ­რუნ­და და მას COVID-19-ის სიმპტო­მე­ბი აქვს.

ქვეყ­ნის ლი­დერ­მა, კიმ ჩენ ინმა ამ შემ­თხვე­ვის გამო მუ­შა­თა პარ­ტი­ის სა­გან­გე­ბო სხდო­მა მო­იწ­ვია.

ამას­თან აქამ­დე კიმ ჩენ ინი აცხა­დებ­და, რომ ქვე­ყა­ნამ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით "ბრწყინ­ვა­ლე წარ­მა­ტე­ბას“ მი­აღ­წია.

"ბრწყინ­ვა­ლე წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ. დამ­ღუპ­ვე­ლი ვირუ­სის ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა აღვკვე­თეთ და სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. ჯერ­ჯე­რო­ბით სი­ფხიზ­ლე უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და ან­ტი­ე­პი­დე­მი­ურ ფრონტზე არ უნდა მოვ­დუნ­დეთ, ვი­ნა­ი­დან ვირუ­სი მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში კვლავ არ­სე­ბობს" - გა­ნა­ცხა­და კიმ ჩენ ინმა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ პო­ლიტ­ბი­უ­როს სხდო­მა­ზე.

ცნო­ბის­თვის, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა, თუმ­ცა ამის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს არ სჯე­რა და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მი რე­ა­ლურ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას მა­ლავს.ეპი­დე­მი­ის სა­წყის ეტაპ­ზე მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი დახ­ვრი­ტეს, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეს ცნო­ბა არა­ვის და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მით ამ დრო­ის­თვის 16.2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 648 452 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 9,9 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩეგევარა
4

ამათ კიმის მეთოდით უმკურნალებენ. სუყველას კედელთან დააყენებენ და დახვრეტენ.

გელა
8

მანამდე უნდა გაენადგურებიათ ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ვიდრე ატომურ იარაღს შექმნიდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ იუწყება - კიმ ჩენ ინმა საგანგებო სხდომა მოიწვია

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ იუწყება - კიმ ჩენ ინმა საგანგებო სხდომა მოიწვია

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის შესაძლო პირველ შემთხვევაზე იუწყება. ამის შესახებ BBC ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით წერს.

ქვეყნის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, საუბარია ადამიანზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში 19 ივლისს დაბრუნდა და მას COVID-19-ის სიმპტომები აქვს.

ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ამ შემთხვევის გამო მუშათა პარტიის საგანგებო სხდომა მოიწვია.

ამასთან აქამდე კიმ ჩენ ინი აცხადებდა, რომ ქვეყანამ კორონავირუსთან დაკავშირებით "ბრწყინვალე წარმატებას“ მიაღწია.

"ბრწყინვალე წარმატებას მივაღწიეთ. დამღუპველი ვირუსის ქვეყანაში შემოსვლა აღვკვეთეთ და სტაბილური სიტუაცია შევინარჩუნეთ. ჯერჯერობით სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ და ანტიეპიდემიურ ფრონტზე არ უნდა მოვდუნდეთ, ვინაიდან ვირუსი მეზობელ სახელმწიფოებში კვლავ არსებობს" - განაცხადა კიმ ჩენ ინმა რამდენიმე კვირის წინ პოლიტბიუროს სხდომაზე.

ცნობისთვის, ოფიციალურად ქვეყანაში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა ამის საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა და მიიჩნევენ, რომ დიქტატორული რეჟიმი რეალურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას მალავს.ეპიდემიის საწყის ეტაპზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი დახვრიტეს, თუმცა ოფიციალურად ეს ცნობა არავის დაუდასტურებია.

გლობალური მასშტაბით, კორონავირუსის ახალი შტამით ამ დროისთვის 16.2 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 648 452 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9,9 მილიონს აჭარბებს.

COVID-19-ის აფეთქების ახალი ეტაპი ესპანეთში - ბრიტანეთმა ის უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

“სად დავარღვიე ადამიანის უფლებები?! პირიქით... ნობელის პრემია უნდა მომცენ" - რას პასუხობს რამზან კადიროვი აშშ-ს?

ჰოლივუდის ოქროს ხანის მსახიობი, "ქარწაღებულნის" ვარსკვლავი, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა