ავტორი:

ადგილობრივის ინფორმაციით, გოლთეთში ორი ბიჭი თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდა - "ტვ პირველი"

ადგილობრივის ინფორმაციით, გოლთეთში ორი ბიჭი თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდა - "ტვ პირველი"

სოფელ გოლთეთის მაცხოვრებელი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილთან ამბობს, რომ კომუნიკაციიდან რამდენიმე საათში მასთან ორი ბიჭი მივიდა. ამის შესახებ "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გახდა ცნობილი.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ინფორმაციით, მათ ქალბატონმა უთხრა, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი კახას სახელით გაეცნო. როგორც ის ჰყვება, აღნიშნულმა ახალგაზრდამ თქვა, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობელი იყო და გოგონას ეძებდა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს, ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ სცნეს.

დღეს AMBEBI.GE-სთვის საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სანდო წყარო გვიყვება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის "ჰიუნდაი" პოვნის ადგილზე, სავარაუდოდ, ევაკუატორითაა მიტანილი.

"არის ერთი გარემოება, რომელიც გვიმძაფრებს ეჭვს, რომ მანქანა მას მერეა მიტანილი იმ ადგილას, სადაც შემდეგ აღმოაჩინეს. თამუნას ავტომანქანა, დიდი ალბათობით, შედარებით დიდი მანქანითაა მიტანილი, სავარაუდოდ, ევაკუატორით, რაზეც მანქანის საბურავების კვალი მიანიშნებს. თანაც ეს კვალი მოდის და გაჩერებული "ჰიუნდაის" უკანა მხარეს, მანქანამდე დაახლოებით 20-30სმ-ზე წყდება" - ამბობს ჩვენთან საუბარში სანდო წყარო.

პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ნასავამი ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა, დაკავებულია - მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა

"დასკვნაში ყველაფერი გამოჩნდება - დალია, დაალევინეს, ინექცია აქვს გაკეთებული, თუ..." - შეძლებს თუ არა ექსპერტიზის პასუხი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზისთვის ფარდის ახდას?

"მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩეს მდინარეში" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა