მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოწმე ვახტანგ ახვლედიანი ამბობს, რომ შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან
მოწმე ვახტანგ ახვლედიანი ამბობს, რომ შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან

გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მის, და­ზა­რა­ლე­ბულ ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნის ახა­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, შა­ქა­რაშ­ვილს ბო­ლომ­დე მო­რაგ­ბე არ­ჩილ გაგ­ნი­ძე და ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი არ გა­კი­დე­ბი­ან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც საქ­მის მა­სა­ლე­ბის ახალ, 22-ე ტომ­შია, "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" მო­ი­პო­ვა.

ჩვე­ნე­ბა­ში ახვლე­დი­ა­ნი სა­უბ­რობს, რომ მან და­ი­ნა­ხა თუ რო­გორ მის­დევ­და ფეხ­ბურ­თელს სამი, თხე­ლი აღ­ნა­გო­ბის ახალ­გაზ­რდა, რომ­ლე­ბიც მას მა­ნამ­დე ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და.

ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნი წინა ჩვე­ნე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ­ჯე­რად დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს მომ­ხდარს და გან­მარ­ტავს, რომ წინა გა­მო­კი­თხვე­ბი­სას, ის აღელ­ვე­ბუ­ლი იყო, რის გა­მოც დე­ტა­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა უჭირ­და.

ის დაწ­ვრი­ლე­ბით ჰყვე­ბა იმ ეპი­ზო­დის შე­სა­ხებ, სა­ი­და­ნაც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის კვა­ლი და­ი­კარ­გა. ასე­ვე სა­უბ­რობს, თუ რო­გორ გა­ჩერ­და არაგ­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ „ტო­ი­ო­ტას“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი. ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბით, მან გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბი სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­პორ­ტა­ჟე­ბი­დან ამო­იც­ნო.

"გა­ჩე­რე­ბის­თა­ნა­ვე, გა­ი­ღო მან­ქა­ნის წინა და უკა­ნა მარ­ჯვე­ნა კარი, რა დრო­საც, იქი­დან გად­მო­ვი­და ორი ასა­კით ჩვენ­ზე უფ­რო­სი სრუ­ლი სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც წა­მო­ვიდ­ნენ ჩვენ­კენ და მიხ­ვდი, რომ მო­დი­ოდ­ნენ ჩვენს სა­ცე­მად, რა დრო­საც და­ვი­ძა­ხე, გა­ი­ქე­ცით-თქო. რო­გორც შემ­დეგ­ში არა­ერ­თი სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­პორ­ტა­ჟით, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამო­ვი­ცა­ნი ეს პი­რე­ბი არ­ჩილ გაგ­ნი­ძე და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი.

არ­ჩილ გაგ­ნი­ძე იყო სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის, ძა­ლი­ან მკვრი­ვი, სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბის, გა­მორ­ჩე­უ­ლად სქე­ლი კის­რით, რო­გორც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ, მე ის ამო­ვი­ცა­ნი და მისი სა­ხე­ლი და გვა­რი გა­ვი­გე სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებ­ში ნა­ნა­ხი კად­რე­ბი­დან და ნახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში შე­მიძ­ლია მისი ამოც­ნო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, ის იყო მა­ღა­ლი, სა­შუ­ა­ლო აღ­ნა­გო­ბის, წვერ­მოშ­ვე­ბუ­ლი და გძე­ლი თმით. ისიც რო­გორც არ­ჩილ გაგ­ნი­ძე ამო­ვი­ცა­ნი და მისი სა­ხე­ლი და გვა­რი გა­ვი­გე სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებ­ში ნა­ნა­ხი კად­რე­ბი­დან და ნახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში შე­მიძ­ლია მისი ამოც­ნო­ბა. მე მოვტრი­ალ­დი, მაგ­რამ სა­ნამ მოვტრი­ალ­დე­ბო­დი, და­ვი­ნა­ხე, რომ აღ­ნიშ­ნულ მან­ქა­ნა­ში კი­დევ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სხვა პი­რე­ბიც, თუმ­ცა, ვინ იყ­ვნენ ისი­ნი არ და­მი­ნა­ხავს და ვერ გე­ტყვით.

მას შემ­დეგ, რაც მოვტრი­ალ­დი, კვლავ გა­ვი­ქე­ცი ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი ხი­დის­კენ და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამ დროს, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­ბო­და ჩემ წინ, შემ­დეგ გავ­რბო­დი მე, ხოლო ჩემ უკან მორ­ბოდ­ნენ გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე, ასე­ვე უკან მოგ­ვსდევ­დნენ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მო­სუ­ლი პი­რე­ბი გი­ნე­ბით, ჩვენ გა­ვირ­ბი­ნეთ მდი­ნა­რე არაგ­ვის ხიდი და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და რო­დე­საც გა­ვე­დით ხი­დის ბო­ლო­ში, გა­და­ვუხ­ვი­ეთ ხელ­მარ­ჯვნივ და გა­დავკვე­თეთ გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი, გამ­ყო­ფი ზო­ლის გა­დაკ­ვე­თის შემ­დეგ, სირ­ბი­ლი გან­ვაგ­რძეთ და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რო­გორც ჩანს, ჩვენ­მა მდევ­რებ­მაც გად­მოკ­ვე­თეს გამ­ყო­ფი ზოლი და კვლავ მეს­მო­და მათი გი­ნე­ბის ხმა. მე გავ­ცდი გზის იმ ნა­წილს, სა­დაც ხელ­მარ­ჯვნივ გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ბე­ტო­ნის ფი­ლე­ბი, ამ დროს, ჩემ წინ გარ­ბო­და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, შემ­დეგ გავ­რბო­დი მე, ხოლო ჩემ უკან ახ­ლოს­ვე, მორ­ბო­და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი. ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი ბე­ტო­ნის ფი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, და­ვი­ნა­ხე, რომ მარ­ჯვნივ სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლად, თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­დი­ო­და მო­ას­ფალ­ტე­ბუ­ლი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გზა. აღ­ნი­შუ­ლი გზა იყო ნაკ­ლე­ბად გა­ნა­თე­ბუ­ლი და მო­ჩან­და ბუჩ­ქნა­რი. გა­დავ­წყვი­ტე, რომ მდევ­რე­ბის­გან და­სა­მა­ლად უფრო ხელ­საყ­რე­ლი იქ ჩას­ვლა იყო და ბუჩ­ქნარ­ში და­მალ­ვა, რის გა­მოც მყი­სი­ე­რად გა­და­ვუხ­ვიე ხელ­მარ­ჯვნივ, ზემ­ოთხსნე­ბულ გზა­ზე, ვი­ნა­ი­დან გა­დახ­ვე­ვი­სას მო­მი­წია ჩას­ვლა ცი­ცა­ბო ჩა­სას­ვლელ­ზე, ჩავ­ცურ­დი და გა­ვი­ქე­ცი დაღ­მარ­თზე თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

წა­მი­ე­რად, ჩემი თვალ­თა­ხედ­ვის არე­დან დავ­კარ­გე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი. თუმ­ცა, რო­დე­საც ხსნე­ბულ გზა­ზე გავ­რბო­დი, რამ­დე­ნი­მე წამ­ში, წა­მო­მე­წია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და ერ­თად გან­ვაგ­რძეთ სირ­ბი­ლი დაღ­მარ­თზე ხსე­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა, მა­ლე­ვე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა გა­მას­წრო რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯით, ამ დროს მეს­მო­და მდევ­რე­ბის ყვი­რი­ლის ხმა, თუმ­ცა, ეს ხმა ოდ­ნავ მი­ნელ­და და მივ­ხვდი, რომ ჩა­მოგ­ვრჩნენ. ისე, რომ არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, გა­ვი­ხე­დე უკან, იმ ად­გი­ლის­კენ, სა­ი­და­ნაც ის­მო­და მდევ­რე­ბის ხმა...

ანუ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლი­დან, მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გზის გად­მო­სახ­ვე­ვის­კენ, რა დრო­საც და­ვი­ნა­ხე სამი პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც სირ­ბი­ლი­თა და გი­ნე­ბით მო­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სამი პი­როვ­ნე­ბა ვერ ვი­ცა­ნი, მა­ნამ­დე არ მი­ნა­ხავს, მათ შო­რის არ იყ­ვნენ არ­ჩილ გაგ­ნი­ძე და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი. ისი­ნი იყ­ვნენ მათ­თან შე­და­რე­ბით უფრო თხე­ლი აღ­ნა­გო­ბის და ახალ­გაზ­რდე­ბი, ვი­ნა­ი­დან მდევ­რე­ბი ოდ­ნავ ჩა­მოგ­ვრჩნენ და ამას­თან, მარ­ცხე­ნა მხა­რეს შევ­ნიშ­ნე ბუჩ­ქნარ­ში მკვეთ­რი ჩა­სახ­ვე­ვი, ვი­ხელ­თე დრო და გა­და­ვუხ­ვიე გზი­დან მარ­ცხნივ და ჩავ­ცურ­დი ხეს­თან არ­სე­ბულ მკვეთრ სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლიკ­ზე, ამ დროს და­ვი­ნა­ხე, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი კვლავ გარ­ბო­და დაღ­მარ­თზე, მო­ას­ფალ­ტე­ბულ გზა­ზე და ეს გზა შე­დი­ო­და მდი­ნა­რე არაგვზე გა­მა­ვალ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ხი­დის ქვეშ. მე მის­თვის არ და­მი­ძა­ხია გზი­დან გა­დახ­ვე­ვის თა­ო­ბა­ზე, ვი­ნა­ი­დან მე­ში­ნო­და, რომ ამას გა­ი­გებ­დნენ მდევ­რე­ბიც.

გზის ეს მო­ნაკ­ვე­თი იყო ნაკ­ლე­ბად გა­ნა­თე­ბუ­ლი და ვი­ვა­რა­უ­დე, რომ მდევ­რე­ბი ვერ და­ი­ნა­ხავ­დნენ გზი­დან ჩემს გა­დახ­ვე­ვას. რო­დე­საც ჩავ­ცურ­დი სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლიკ­ზე, იქვე შე­ვუხ­ვიე მარ­ცხნივ და და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ-ორ მეტრში შე­ვი­მა­ლე ბუჩ­ქებ­ში. ამა­ვე დროს, გა­ვი­გო­ნე, თუ რო­გორ ჩა­ირ­ბი­ნეს მდევ­რებ­მა დაღ­მარ­თზე იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გარ­ბო­და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი.

ასე­ვე შე­ვამ­ჩნიე გარ­კვე­უ­ლი გა­ნა­თე­ბე­ბი და ვი­ვა­რა­უ­დე, რომ ეს იყო ფან­რე­ბი. ჩემი და­მალ­ვი­დან და­ა­ახ­ლო­ე­ბით, 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მეს­მო­და რამ­დე­ნი­მე პი­რის გი­ნე­ბის და მე­ო­რე ხა­რის­ხო­ვან მო­ას­ფალ­ტე­ბულ გზა­ზე, რომ­ლის მიმ­დე­ბა­რე­დაც მე ვი­მა­ლე­ბო­დი, რამ­დე­ნი­მე პი­რის სირ­ბი­ლი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის ხმა. ასე­ვე აგ­რე­სი­უ­ლი და ხმა­მა­ღა­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი, რომ გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით და არ დავ­მა­ლუ­ლი­ყა­ვით. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ხმა­უ­რი შე­წყდა, თუმ­ცა, შემ­დეგ კვლავ გა­ნახ­ლდა. ამ გა­რე­მო­ე­ბით უკი­დუ­რე­სად შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რის გა­მოც სა­მა­ლა­ვი­დან არ გა­მოვ­სულ­ვარ. ამ პე­რი­ოდ­ში, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი ჩემ მე­გობ­რებს, ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ვი­ყა­ვი ნა­ცე­მი და ვთხოვ­დი ჩემ წაყ­ვა­ნა­ში დახ­მა­რე­ბას“, - აცხა­დებს ახვლე­დი­ა­ნი.

გა­მომ­ძი­ებ­ლის კი­თხვა­ზე, თუ რითი ხსნის, წი­ნან­დელ გა­მო­კი­თხვას­თან შე­და­რე­ბით ახლა უფრო მეტი დე­ტა­ლის და­ზუს­ტე­ბას, ახვლე­დი­ა­ნი პა­სუ­ხობს, რომ მა­შინ აღელ­ვე­ბუ­ლი იყო.

პირ­ვე­ლი გან­მარ­ტე­ბა მო­ცე­მუ­ლი მაქვს შემ­თხვე­ვი­დან მე­ო­რე დღეს, რა დრო­საც ვი­ყა­ვი ემო­ცი­უ­რად აღელ­ვე­ბუ­ლი, ნა­ცე­მი და უძი­ლო, რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე გა­მო­კი­თხვას, მე­ო­რე გა­მო­კი­თხვი­სას ვი­ყა­ვი ძალ­ზე აღელ­ვე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან ახა­ლი გა­მოვ­ლე­ნი­ლი იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი. ამ ემო­ცი­ურ ფონ­ზე მოვ­ყე­ვი ყვე­ლა­ფე­რი, რისი გახ­სე­ნე­ბაც იმ ეტაპ­ზე შევ­ძე­ლი. მას შემ­დეგ გა­სუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვე და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ტე­მა­ტუ­რად ვფიქ­რობ 18-19 ივ­ნი­სის ღა­მეს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აღ­ვიდ­გი­ნე ის დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მა­ტე­ბით მო­გახ­სე­ნეთ დღე­ვან­დე­ლი გა­მო­კი­თხვის დროს“,- აცხა­დებს ახვლე­დი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მოწმე ვახტანგ ახვლედიანი ამბობს, რომ შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან

მოწმე ვახტანგ ახვლედიანი ამბობს, რომ შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, დაზარალებულ ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან.

აღნიშნული ჩვენება, რომელიც საქმის მასალების ახალ, 22-ე ტომშია, "ინტერპრესნიუსმა" მოიპოვა.

ჩვენებაში ახვლედიანი საუბრობს, რომ მან დაინახა თუ როგორ მისდევდა ფეხბურთელს სამი, თხელი აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც მას მანამდე ნანახი არ ჰყავდა.

ვახტანგ ახვლედიანი წინა ჩვენებებისგან განსხვავებით, ამჯერად დეტალურად იხსენებს მომხდარს და განმარტავს, რომ წინა გამოკითხვებისას, ის აღელვებული იყო, რის გამოც დეტალების გახსენება უჭირდა.

ის დაწვრილებით ჰყვება იმ ეპიზოდის შესახებ, საიდანაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. ასევე საუბრობს, თუ როგორ გაჩერდა არაგვის ხიდის მიმდებარედ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი. ახვლედიანის ჩვენებით, მან გარკვეული პირები სატელევიზიო რეპორტაჟებიდან ამოიცნო.

"გაჩერებისთანავე, გაიღო მანქანის წინა და უკანა მარჯვენა კარი, რა დროსაც, იქიდან გადმოვიდა ორი ასაკით ჩვენზე უფროსი სრული სპორტული აღნაგობის ადამიანი, რომლებიც წამოვიდნენ ჩვენკენ და მიხვდი, რომ მოდიოდნენ ჩვენს საცემად, რა დროსაც დავიძახე, გაიქეცით-თქო. როგორც შემდეგში არაერთი სატელევიზიო რეპორტაჟით, ასევე სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციით, ამოვიცანი ეს პირები არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი.

არჩილ გაგნიძე იყო საშუალო სიმაღლის, ძალიან მკვრივი, სპორტული აღნაგობის, გამორჩეულად სქელი კისრით, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მე ის ამოვიცანი და მისი სახელი და გვარი გავიგე საინფორმაციო გამოშვებებში ნანახი კადრებიდან და ნახვის შემთხვევაში შემიძლია მისი ამოცნობა. რაც შეეხება ნიკოლოზ რევაზიშვილს, ის იყო მაღალი, საშუალო აღნაგობის, წვერმოშვებული და გძელი თმით. ისიც როგორც არჩილ გაგნიძე ამოვიცანი და მისი სახელი და გვარი გავიგე საინფორმაციო გამოშვებებში ნანახი კადრებიდან და ნახვის შემთხვევაში შემიძლია მისი ამოცნობა. მე მოვტრიალდი, მაგრამ სანამ მოვტრიალდებოდი, დავინახე, რომ აღნიშნულ მანქანაში კიდევ იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, თუმცა, ვინ იყვნენ ისინი არ დამინახავს და ვერ გეტყვით.

მას შემდეგ, რაც მოვტრიალდი, კვლავ გავიქეცი ზემოთხსენებული ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, ამ დროს, გიორგი შაქარაშვილი გარბოდა ჩემ წინ, შემდეგ გავრბოდი მე, ხოლო ჩემ უკან მორბოდნენ გურამ ამირხანაშვილი და გიორგი ქათამაძე, ასევე უკან მოგვსდევდნენ ზემოთხსენებული მანქანიდან გადმოსული პირები გინებით, ჩვენ გავირბინეთ მდინარე არაგვის ხიდი დასავლეთის მიმართულებით და როდესაც გავედით ხიდის ბოლოში, გადავუხვიეთ ხელმარჯვნივ და გადავკვეთეთ გზის სავალი ნაწილი, გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, სირბილი განვაგრძეთ დასავლეთის მიმართულებით.

როგორც ჩანს, ჩვენმა მდევრებმაც გადმოკვეთეს გამყოფი ზოლი და კვლავ მესმოდა მათი გინების ხმა. მე გავცდი გზის იმ ნაწილს, სადაც ხელმარჯვნივ განთავსებული იყო ბეტონის ფილები, ამ დროს, ჩემ წინ გარბოდა გიორგი შაქარაშვილი, შემდეგ გავრბოდი მე, ხოლო ჩემ უკან ახლოსვე, მორბოდა გურამ ამირხანაშვილი. ზემოთხსენებული ბეტონის ფილების დასრულების შემდეგ, დავინახე, რომ მარჯვნივ საპირისპირო მიმართულებით, კონკრეტულად, თბილისის მიმართულებით ჩადიოდა მოასფალტებული მეორეხარისხოვანი გზა. აღნიშული გზა იყო ნაკლებად განათებული და მოჩანდა ბუჩქნარი. გადავწყვიტე, რომ მდევრებისგან დასამალად უფრო ხელსაყრელი იქ ჩასვლა იყო და ბუჩქნარში დამალვა, რის გამოც მყისიერად გადავუხვიე ხელმარჯვნივ, ზემოთხსნებულ გზაზე, ვინაიდან გადახვევისას მომიწია ჩასვლა ციცაბო ჩასასვლელზე, ჩავცურდი და გავიქეცი დაღმართზე თბილისის მიმართულებით.

წამიერად, ჩემი თვალთახედვის არედან დავკარგე გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი. თუმცა, როდესაც ხსნებულ გზაზე გავრბოდი, რამდენიმე წამში, წამომეწია გიორგი შაქარაშვილი და ერთად განვაგრძეთ სირბილი დაღმართზე ხსენებული მიმართულებით, თუმცა, მალევე გიორგი შაქარაშვილმა გამასწრო რამდენიმე ნაბიჯით, ამ დროს მესმოდა მდევრების ყვირილის ხმა, თუმცა, ეს ხმა ოდნავ მინელდა და მივხვდი, რომ ჩამოგვრჩნენ. ისე, რომ არ გავჩერებულვარ, გავიხედე უკან, იმ ადგილისკენ, საიდანაც ისმოდა მდევრების ხმა...

ანუ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან, მეორეხარისხოვანი გზის გადმოსახვევისკენ, რა დროსაც დავინახე სამი პიროვნება, რომლებიც სირბილითა და გინებით მოემართებოდნენ ჩვენი მიმართულებით. აღნიშნული სამი პიროვნება ვერ ვიცანი, მანამდე არ მინახავს, მათ შორის არ იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. ისინი იყვნენ მათთან შედარებით უფრო თხელი აღნაგობის და ახალგაზრდები, ვინაიდან მდევრები ოდნავ ჩამოგვრჩნენ და ამასთან, მარცხენა მხარეს შევნიშნე ბუჩქნარში მკვეთრი ჩასახვევი, ვიხელთე დრო და გადავუხვიე გზიდან მარცხნივ და ჩავცურდი ხესთან არსებულ მკვეთრ საფეხმავლო ბილიკზე, ამ დროს დავინახე, რომ გიორგი შაქარაშვილი კვლავ გარბოდა დაღმართზე, მოასფალტებულ გზაზე და ეს გზა შედიოდა მდინარე არაგვზე გამავალ საავტომობილო ხიდის ქვეშ. მე მისთვის არ დამიძახია გზიდან გადახვევის თაობაზე, ვინაიდან მეშინოდა, რომ ამას გაიგებდნენ მდევრებიც.

გზის ეს მონაკვეთი იყო ნაკლებად განათებული და ვივარაუდე, რომ მდევრები ვერ დაინახავდნენ გზიდან ჩემს გადახვევას. როდესაც ჩავცურდი საფეხმავლო ბილიკზე, იქვე შევუხვიე მარცხნივ და დაახლოებით, ერთ-ორ მეტრში შევიმალე ბუჩქებში. ამავე დროს, გავიგონე, თუ როგორ ჩაირბინეს მდევრებმა დაღმართზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გარბოდა გიორგი შაქარაშვილი.

ასევე შევამჩნიე გარკვეული განათებები და ვივარაუდე, რომ ეს იყო ფანრები. ჩემი დამალვიდან დააახლოებით, 10 წუთის განმავლობაში მესმოდა რამდენიმე პირის გინების და მეორე ხარისხოვან მოასფალტებულ გზაზე, რომლის მიმდებარედაც მე ვიმალებოდი, რამდენიმე პირის სირბილისა და გადაადგილების ხმა. ასევე აგრესიული და ხმამაღალი შეძახილები, რომ გამოვჩენილიყავით და არ დავმალულიყავით. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე ხმაური შეწყდა, თუმცა, შემდეგ კვლავ განახლდა. ამ გარემოებით უკიდურესად შეშინებული ვიყავი, რის გამოც სამალავიდან არ გამოვსულვარ. ამ პერიოდში, მობილური ტელეფონით ვუკავშირდებოდი ჩემ მეგობრებს, ვეუბნებოდი, რომ ვიყავი ნაცემი და ვთხოვდი ჩემ წაყვანაში დახმარებას“, - აცხადებს ახვლედიანი.

გამომძიებლის კითხვაზე, თუ რითი ხსნის, წინანდელ გამოკითხვასთან შედარებით ახლა უფრო მეტი დეტალის დაზუსტებას, ახვლედიანი პასუხობს, რომ მაშინ აღელვებული იყო.

პირველი განმარტება მოცემული მაქვს შემთხვევიდან მეორე დღეს, რა დროსაც ვიყავი ემოციურად აღელვებული, ნაცემი და უძილო, რაც შეეხება მეორე გამოკითხვას, მეორე გამოკითხვისას ვიყავი ძალზე აღელვებული, ვინაიდან ახალი გამოვლენილი იყო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტი. ამ ემოციურ ფონზე მოვყევი ყველაფერი, რისი გახსენებაც იმ ეტაპზე შევძელი. მას შემდეგ გასულია დაახლოებით ერთი თვე და ამ ხნის განმავლობაში სისტემატურად ვფიქრობ 18-19 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე. აქედან გამომდინარე, აღვიდგინე ის დეტალები, რომლებიც დამატებით მოგახსენეთ დღევანდელი გამოკითხვის დროს“,- აცხადებს ახვლედიანი.

წალენჯიხის  საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს

ქობულეთში ქალაქის სამაშველო სამსახურის უფროსის ძმა დაჭრეს

ადგილობრივის ინფორმაციით, გოლთეთში ორი ბიჭი თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდა - "ტვ პირველი"