მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დაკრძალეს
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დაკრძალეს

23 წლის პროგ­რა­მისტს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი დღეს დაკ­რძა­ლეს. მა­ნამ­დე მისი ცხე­და­რი ფო­ნი­ჭა­ლა­ში, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში იყო დას­ვე­ნე­ბუ­ლი, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ოჯახს ნა­თე­სა­ვე­ბი, გო­გო­ნას მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უსამ­ძიმ­რებ­დნენ. ად­გილ­ზე მი­სუ­ლი იყო "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დე­რი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლიც.

ამის შემ­დეგ გო­გო­ნას ცხე­და­რი იმ სკო­ლას­თან და­ას­ვე­ნეს, სა­დაც ის სწავ­ლობ­და.

ცნო­ბის­თვის, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ, 22 ივ­ლისს სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 2 მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მამა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ იქნა ცნო­ბი­ლი.

დღეს AMBEBI.GE-სთვის საქ­მის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. სან­დრო წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის "ჰი­უნ­დაი" პოვ­ნის ად­გილ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ევა­კუ­ა­ტო­რი­თაა მი­ტა­ნი­ლი.

"არის ერთი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც გვიმ­ძაფ­რებს ეჭვს, რომ მან­ქა­ნა მას მე­რეა მი­ტა­ნი­ლი იმ ად­გი­ლას, სა­დაც შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. თა­მუ­ნას ავ­ტო­მან­ქა­ნა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­და­რე­ბით დიდი მან­ქა­ნი­თაა მი­ტა­ნი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ევა­კუ­ა­ტო­რით, რა­ზეც მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბის კვა­ლი მი­ა­ნიშ­ნებს. თა­ნაც ეს კვა­ლი მო­დის და გა­ჩე­რე­ბუ­ლი "ჰი­უნ­და­ის" უკა­ნა მხა­რეს, მან­ქა­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 20-30სმ-ზე წყდე­ბა" - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სან­დო წყა­რო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბუბა
0

ევაკუატორი იმ რაიონში ვინმეს არ დაენახა არ არსებობს 

პაატა
0

უფალს ებარებოდე((((( მეტირება(((((

ავტორი:

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დაკრძალეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დაკრძალეს

23 წლის პროგრამისტს თამარ ბაჩალიაშვილი დღეს დაკრძალეს. მანამდე მისი ცხედარი ფონიჭალაში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

ოჯახს ნათესავები, გოგონას მეგობრები, ახლობლები და მოქალაქეები უსამძიმრებდნენ. ადგილზე მისული იყო "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილიც.

ამის შემდეგ გოგონას ცხედარი იმ სკოლასთან დაასვენეს, სადაც ის სწავლობდა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს, ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი.

დღეს AMBEBI.GE-სთვის საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სანდრო წყარო გვიყვება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის "ჰიუნდაი" პოვნის ადგილზე, სავარაუდოდ, ევაკუატორითაა მიტანილი.

"არის ერთი გარემოება, რომელიც გვიმძაფრებს ეჭვს, რომ მანქანა მას მერეა მიტანილი იმ ადგილას, სადაც შემდეგ აღმოაჩინეს. თამუნას ავტომანქანა, დიდი ალბათობით, შედარებით დიდი მანქანითაა მიტანილი, სავარაუდოდ, ევაკუატორით, რაზეც მანქანის საბურავების კვალი მიანიშნებს. თანაც ეს კვალი მოდის და გაჩერებული "ჰიუნდაის" უკანა მხარეს, მანქანამდე დაახლოებით 20-30სმ-ზე წყდება" - ამბობს ჩვენთან საუბარში სანდო წყარო.

"აგრო ფუდ ტრეიდი" ზაფხულის სეზონზე მომხმარებელს უამრავ სიახლეს სთავაზობს

თამარ ბაჩალიაშვილი იმ სკოლის წინ დაასვენეს, სადაც სწავლობდა ( ფოტო)

ინგოროყვას კლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა