ავტორი:

ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ახალი სიმღერებითა და პირველი საავტორო ალბომით უბრუნდება მსმენელს

ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ახალი სიმღერებითა და პირველი  საავტორო ალბომით უბრუნდება მსმენელს

ქართული ჯგუფი "რეზო და ბავშვები" 2011 წელს შეიქმნა და მას შემდეგ, ჯგუფი აქტიურად მუშაობს, იზრდება და ვითარდება. "რეზო და ბავშვები" საავტორო სიმღერებს ქართულ ენაზე ასრულებს და ზრუნავს რეპერტუარის მრავალფეროვნებაზე. ჯგუფის მსმენელებს ხშირად ეძლევათ შესაძლებლობა მოუსმინონ მათ ახალ სიმღერებს, დაესწრონ ლაივ კონცერტებს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჯგუფის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე "რეზო და ბავშვების" ვოკალისტი, მუსიკისა და ტექსტების ავტორი რეზო ბლიაძე გვესაუბრება:

- სიახლეებით დავიწყოთ, რას უნდა ელოდოს ჯგუფის მსმენელი უახლოეს მომავალში?

- ჯგუფი ამჟამად მუშაობს პირველ საავტორო ალბომზე. პანდემიის პერიოდში, გვქონდა საშუალება და დრო იმისთვის, რომ დიდი ხნის სურვილისთვის შეგვესხა ხორცი. ერთ ალბომში მოვუყარეთ თავი 6 ძველ, მაგრამ განახლებული ჟღერადობის სიმღერას და 5 სრულიად ახალი სიმღერას. ალბომი სექტემბერში გამოვა.

- ბუნებრივია, როგორც ყველაფერი, პანდემიის დროს შეჩერდა კულტურული ღონისძიებები, კონცერტები... თუ გეგმავთ ახლო მომავალში ისევ წარსდგეთ მსმენელის წინაშე?

- დღემდე, ჯგუფს ჩატარებული აქვს ასობით კონცერტი საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და სხვა სივრცეებში. "რეზო და ბავშვების" კონცერტი თუ ლაივ შოუ, ყოველთვის პოზიტივითა და ენერგიით ავსებდა მსმენელს. რეგულაციების მოხსნასთან ერთად, ჩვენც გავაქტიურდებით, მივიღებთ მონაწილეობას კონცერტებში. ძალიან მოგვენატრა მსმენელი და ვფიქრობ, ახალი ენერგიითა და უამრავი სიახლით დავბრუნდებით მათთან.

- ახალი სიმღერები ახსენეთ, მოგვიყევით მათ შესახებ.

- 11 სიმღერის ჩაწერასთან ერთად, მოვახერხეთ ორი ახალ კლიპის გადაღება ორ სიმღერაზე , ესენია: ,,ყურსასმენები" და ,,სათვალე". კლიპებისა და სიმღერების პრემიერა სულ მალე შედგება.

"რეზო და ბავშვები" აქტიურია როგორც რადიო და სატელევიზიო მიმართულებით, ასევე სოციალურ ქსელებშიც. განსაკუთრებული პოპულარობით ჯგუფის რამდენიმე ნამუშევარი სარგებლობს: "მეგობარო" 11 მილიონი ნახვით, "ველოსიპედი" 3.5 მილიონი ნახვით, "თამუნა და მაიკო" 3 მილიონი ნახვით, "ხელი მომკიდე რა" 4.5 მილიონი ნახვით, "მევასები ძალიან" 2.5 მილიონი ნახვით.

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

გიდები, ტუროპერატორები და ჟურნალისტები მთიან აჭარაში იმოგზაურებენ

რას წარმოადგენს და რატომ არის Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა მნიშვნელოვანი?

კაპანაძეების ოჯახმა კახეთში ბადრიჯნის მოსავალი ოთხჯერ გაზარდა