მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვახტანგ ტატიშვილმა შემომითვალა, რა გინდა, შენც დაგიწყონ გინებაო?" - რატომ მიდის ნუგზარ კვაშალი პოლიტიკაში და ვის მიიჩნევს მთავარ კონკურენტად?
"ვახტანგ ტატიშვილმა შემომითვალა, რა გინდა, შენც დაგიწყონ გინებაო?" - რატომ მიდის ნუგზარ კვაშალი პოლიტიკაში და ვის მიიჩნევს მთავარ კონკურენტად?

ახალ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ "ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის 5 კან­დი­და­ტი წა­რად­გი­ნა: მომ­ღე­რა­ლი ნუგ­ზარ კვა­შა­ლი გუ­რი­ა­ში იბ­რძო­ლებს, ჟურ­ნა­ლის­ტი ბესო ჩუ­ბი­ნი­ძე რუს­თა­ვე­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის გუ­ლის მო­გე­ბას შე­ეც­დე­ბა.

პარ­ტი­ის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ზემო აჭა­რა­ში ზუ­რაბ ცინ­ცქი­ლა­ძე იქ­ნე­ბა, ქუ­თა­ის­ში - ნა­თია ჯიმ­შე­რე­იშ­ვი­ლი, ხოლო რაჭა-ლე­ჩხუმ­ში - ნო­დარ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბულ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის­თვის მებ­რძოლ კან­დი­და­ტებს შო­რის ნუგ­ზარ კვა­შა­ლის გა­მო­ჩე­ნა, ცოტა არ იყოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა მომ­ღე­რალ­მა სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ამის გა­სა­გე­ბად kvirispalitra.ge თა­ვად მას და­უ­კავ­შირ­და.

ნუგ­ზარ კვა­შა­ლი:

- გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამე­რი­კა­ში მი­ვი­ღე. იქ წარ­მო­იშ­ვა აზრი, რომ შექ­მნი­ლი­ყო მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი". ეს აზრი ქარ­თველ ემიგ­რანტს თენ­გიზ ოქ­რო­პი­ლაშ­ვილს გა­უჩ­ნდა, რო­მელ­მაც გვი­მას­პინ­ძლა ამე­რი­კა­ში, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად და კონ­ცერ­ტის გა­სა­მარ­თად ჩა­ვე­დით მე, ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძე და ზურა კო­ბე­შა­ვი­ძე.

ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი ყო­ველ წამს გა­მოთ­ქვამ­და სურ­ვილს, რომ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა კარ­გი ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს დღეს სჭირ­დე­ბა ის ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი, რომ­ლი­და­ნაც მო­დის. იგი ორ ათე­ულ წელ­ზე მე­ტია ცხოვ­რობს ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში, ბიზ­ნეს­მე­ნია და მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი ჰყავს და­საქ­მე­ბუ­ლი. აქვს ტრან­სპორ­ტის დიდი კომ­პა­ნია და სა­ცხო­ბი, სა­დაც მზად­დე­ბა ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი და - არა­მარ­ტო. იქ ყოფ­ნის დროს ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით დაგ­ვმუხ­ტა.

იმ­დე­ნად ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა, სა­ნამ პან­დე­მია და­ი­წყე­ბო­და, ჩა­მო­ვი­და და ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ქა­ლაქ ფოთ­ში და­ვა­რე­გის­ტრი­რეთ. მარ­თა­ლია, "ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი" ჯერ კარ­გად არ არის ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ამ ეტაპ­ზე ხუთი მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი წარ­ვად­გი­ნეთ, მაგ­რამ თან­და­თან გავ­ფარ­თოვ­დე­ბით. ჩვენ არ­სა­ით არა ვართ. ჩვენ ვართ ჩვენ და ვემ­სა­ხუ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს. მე პი­რა­დად ის 50 წელი, რო­მე­ლიც ვემ­სა­ხუ­რე ქვე­ყა­ნას ჩემი სიმ­ღე­რით, სიყ­ვა­რუ­ლით და მო­ფე­რე­ბით, მინ­და გა­ვაგ­რძე­ლო, ოღონდ სხვა ამ­პლუ­ა­ში.

- რთუ­ლი არ იყო თქვენ­თვის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ პო­ლი­ტი­კა­ში მო­სინ­ჯოთ ძა­ლე­ბი?

- ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო. ვახო ტა­ტიშ­ვილ­მა ეგ­რე­ვე შე­მო­მით­ვა­ლა, რა გინ­და, შენც და­გი­წყონ გი­ნე­ბაო? ყვე­ლას უყ­ვარ­დიო და ახლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბაო. მიკ­ვირს, რა­ტომ არის ასე­თი ტენ­დენ­ცია. მა­ინც მგო­ნია, რომ ამომ­რჩევ­ლებ­მა ბევ­რი რამე არ იცი­ან არ­ჩევ­ნებ­ზე, მან­და­ტებ­ზე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე. იმი­ტომ, რომ ჰგო­ნი­ათ, შე­უძ­ლი­ათ და­ურ­ე­კონ არ­ჩე­ულ პირს და უთხრან, ავე­ჯი გა­და­მა­ტა­ნი­ნე სხვა სახ­ლშიო.

არ იცი­ან, რომ ყა­ნის გა­თოხ­ვნა და მსგავ­სი საქ­მე არ არის დე­პუ­ტა­ტის საქ­მე. ასეთ სა­კი­თხებ­ში უნდა გა­ერ­კვნენ. ბევ­რმა არც იცის, რომ იგი­ვე დე­პუ­ტა­ტე­ბი მო­დი­ან და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი იყო კი­დეც წინა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში. ამი­ტომ უნდა იყოს ახა­ლი სა­ხე­ე­ბი, ეგებ ხალ­ხმა და­ი­ჯე­როს, რომ ახალ­მა სა­ხე­ებ­მა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოს ქვე­ყა­ნა. უკე­თე­სი რას ნიშ­ნავს მე თვი­თონ არ ვიცი, მაგ­რამ ძვე­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი, რომ თით­ქმის არა­ფერს არ აკე­თებ­დნენ ეგ ვი­ცით...წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
toto
11

თუ შეგიძლიათ იმღერეთ თუ არადა თქვენი ასაკის არაპროფესიონალი პოლიტიკოსები არაა საჭირო საქართველოში . დღევანდელ საქართველოს დასავლეთში განათლებული ახალგაზრდები ჭირდება ...

:(
6

კარგით რა, რა პოლიტიკა.ხალხის სიყვარულს დაკარგავთ.ან რა უნდა გააკეთოთ პოლიტიკაში:(

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ვახტანგ ტატიშვილმა შემომითვალა, რა გინდა, შენც დაგიწყონ გინებაო?" - რატომ მიდის ნუგზარ კვაშალი პოლიტიკაში და ვის მიიჩნევს მთავარ კონკურენტად?

"ვახტანგ ტატიშვილმა შემომითვალა, რა გინდა, შენც დაგიწყონ გინებაო?" - რატომ მიდის ნუგზარ კვაშალი პოლიტიკაში და ვის მიიჩნევს მთავარ კონკურენტად?

ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართული ფესვები" მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატი წარადგინა: მომღერალი ნუგზარ კვაშალი გურიაში იბრძოლებს, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე რუსთაველი ამომრჩევლების გულის მოგებას შეეცდება.

პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზემო აჭარაში ზურაბ ცინცქილაძე იქნება, ქუთაისში - ნათია ჯიმშერეიშვილი, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში - ნოდარ ლიპარტელიანი.

ზემოთ დასახელებულ მაჟორიტარი დეპუტატობისთვის მებრძოლ კანდიდატებს შორის ნუგზარ კვაშალის გამოჩენა, ცოტა არ იყოს, საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

თუ რატომ გადაწყვიტა მომღერალმა საარჩევნო მარათონში მონაწილების მიღება, ამის გასაგებად kvirispalitra.ge თავად მას დაუკავშირდა.

ნუგზარ კვაშალი:

- გადაწყვეტილება ამერიკაში მივიღე. იქ წარმოიშვა აზრი, რომ შექმნილიყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ფესვები". ეს აზრი ქართველ ემიგრანტს თენგიზ ოქროპილაშვილს გაუჩნდა, რომელმაც გვიმასპინძლა ამერიკაში, როდესაც ქართველი ემიგრანტების მოსანახულებლად და კონცერტის გასამართად ჩავედით მე, ნუგზარ ერგემლიძე და ზურა კობეშავიძე.

ბატონი თენგიზი ყოველ წამს გამოთქვამდა სურვილს, რომ ქვეყანას სჭირდება კარგი ტრადიციების აღდგენა, საქართველოს დღეს სჭირდება ის ქართული ფესვები, რომლიდანაც მოდის. იგი ორ ათეულ წელზე მეტია ცხოვრობს ფილადელფიაში, ბიზნესმენია და მხოლოდ ქართველები ჰყავს დასაქმებული. აქვს ტრანსპორტის დიდი კომპანია და საცხობი, სადაც მზადდება ქართული კერძები და - არამარტო. იქ ყოფნის დროს ძალიან დადებითი ემოციით დაგვმუხტა.

იმდენად ძლიერი პიროვნებაა, სანამ პანდემია დაიწყებოდა, ჩამოვიდა და ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება ქალაქ ფოთში დავარეგისტრირეთ. მართალია, "ქართული ფესვები" ჯერ კარგად არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის და ამ ეტაპზე ხუთი მაჟორიტარობის კანდიდატი წარვადგინეთ, მაგრამ თანდათან გავფართოვდებით. ჩვენ არსაით არა ვართ. ჩვენ ვართ ჩვენ და ვემსახურებით საქართველოს. მე პირადად ის 50 წელი, რომელიც ვემსახურე ქვეყანას ჩემი სიმღერით, სიყვარულით და მოფერებით, მინდა გავაგრძელო, ოღონდ სხვა ამპლუაში.

- რთული არ იყო თქვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსინჯოთ ძალები?

- ძალიან ძნელი იყო. ვახო ტატიშვილმა ეგრევე შემომითვალა, რა გინდა, შენც დაგიწყონ გინებაო? ყველას უყვარდიო და ახლა ყველაფერი შეიცვლებაო. მიკვირს, რატომ არის ასეთი ტენდენცია. მაინც მგონია, რომ ამომრჩევლებმა ბევრი რამე არ იციან არჩევნებზე, მანდატებზე, კანონმდებლობაზე. იმიტომ, რომ ჰგონიათ, შეუძლიათ დაურეკონ არჩეულ პირს და უთხრან, ავეჯი გადამატანინე სხვა სახლშიო.

არ იციან, რომ ყანის გათოხვნა და მსგავსი საქმე არ არის დეპუტატის საქმე. ასეთ საკითხებში უნდა გაერკვნენ. ბევრმა არც იცის, რომ იგივე დეპუტატები მოდიან და ზოგიერთი მათგანი იყო კიდეც წინა მოწვევის პარლამენტში. ამიტომ უნდა იყოს ახალი სახეები, ეგებ ხალხმა დაიჯეროს, რომ ახალმა სახეებმა უკეთესობისკენ შეცვალოს ქვეყანა. უკეთესი რას ნიშნავს მე თვითონ არ ვიცი, მაგრამ ძველი მოწვევის პარლამენტარები, რომ თითქმის არაფერს არ აკეთებდნენ ეგ ვიცით...წაიკითეთ სრულად

"ივანიშვილის პირადი ბედი ჩემთვის რიგი მიზეზების გამო არ არის სულერთი" - რას წერს გია ხუხაშვილი?

"რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს ახლობელ ქართველ ხალხთან" - რას ამბობს ლავროვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის  გაუქმებასა და ავიამიმოსვლის აღდგენაზე

155 000-ლარიანი "ბენტლი" და 95 000-ევროიანი "მერსედესი" - რა მანქანებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი პარლამენტარები?