"დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არასერიოზულია მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით.
"შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.
დარწმუნებული ვარ, რომ ერთი საქმეც და მეორეს სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი. რაც შეეხება გომელაურის გადადგომას, ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო, როგორ წარმოგიდგენიათ ეს სერიოზულია?" - აღნიშნა გახარიამ.