პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან
მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყო­ფი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 3 პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო და მსუ­ბუ­ქი სიმ­ძი­მი­საა.

"ჩვენ კლი­ნი­კა­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი გუ­შინ არ გვყო­ლია. შე­მო­ვი­და 8 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ამ 8 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 5-ის წყა­რო არის ლი­ლოს ბაზ­რო­ბი­დან, 2 არის გა­ჩი­ა­ნი­დან და 1 სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი.

38 პა­ცი­ენ­ტში 2 მძი­მე რჩე­ბო­და და გუ­შინ­დე­ლი შე­მო­სუ­ლი­დან კი­დევ ერთი მძი­მე პა­ცი­ენ­ტი დაგ­ვე­მა­ტა. სა­მი­ვეს მდგო­მა­რე­ო­ბა დი­ნა­მი­კა­ში არ უა­რეს­დე­ბა, სტა­ბი­ლუ­რია. გა­მო­სა­ვა­ლის პროგ­ნო­ზი კე­თილ­სა­ი­მე­დო იქ­ნე­ბა. და­ნარ­ჩე­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო და მსუ­ბუ­ქი სიმ­ძი­მი­საა“,- გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მისი თქმით, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა, რად­გან „კო­ვი­დი არ წა­სუ­ლა ქვეყ­ნი­დან“.

„კო­ვი­დი რჩე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 19 იქ­ნე­ბა თუ ერთი. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც არის, შეს­რუ­ლე­ბა უნდა. უნდა წარ­მო­ებ­დეს დის­ტან­ცი­რე­ბა, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, თუ დის­ტან­ცი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, პირ­ბა­დე­ე­ბი უნდა გვე­კე­თოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა და თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ თავ­ყრი­ლო­ბის­გან“,- გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 19 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და ჯამ­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1104-მდე გა­ი­ზარ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლებს, მათი რი­ცხვი 1-ით გა­ი­ზარ­და და 912-ს შე­ად­გენს.

:((
1

საარჩევნოდ უფრო დამძიმდებიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან

მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კოვიდინფიცირებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

"ჩვენ კლინიკაში გამოჯანმრთელებული გუშინ არ გვყოლია. შემოვიდა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამ 8 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო არის ლილოს ბაზრობიდან, 2 არის გაჩიანიდან და 1 სამედიცინო პერსონალი.

38 პაციენტში 2 მძიმე რჩებოდა და გუშინდელი შემოსულიდან კიდევ ერთი მძიმე პაციენტი დაგვემატა. სამივეს მდგომარეობა დინამიკაში არ უარესდება, სტაბილურია. გამოსავალის პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა რამდენი იქნება, რადგან „კოვიდი არ წასულა ქვეყნიდან“.

„კოვიდი რჩება ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა ახალი დადასტურებული 19 იქნება თუ ერთი. რეგულაციები, რომელიც არის, შესრულება უნდა. უნდა წარმოებდეს დისტანცირება, სადაც შეიძლება, თუ დისტანცირება შეუძლებელია, პირბადეები უნდა გვეკეთოს, აუცილებელია ჰიგიენის დაცვა და თავი უნდა შევიკავოთ თავყრილობისგან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1-ით გაიზარდა და 912-ს შეადგენს.

ტაბახმელის ცენტრში გმირი ჰასკი დახატეს, რომელმაც 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა

"მისი სურვილი იყო, რომ ბავშვთა სახლში წაეყვანათ" - 15 წლის გოგონამ, რომელიც დღეს იპოვეს, შინ დაბრუნებაზე უარი თქვა

"მატნელებმა ქათამი გაიტანეს და პანკისელებმა ამის გამო სცემეს" - ხეობაში დაპირისპირების დეტალები