Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - უახლესი ცნობები საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან
როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - უახლესი ცნობები საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ უმ­ძი­მე­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ზე და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ზე. მა­შინ, როცა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბით და­წე­სე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა, კა­რან­ტინ­მა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ეტა­პობ­რი­ვად შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა და­ი­წყეს, ჩვენს მე­ზო­ბელ ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა კვლავ რთუ­ლია.

ყო­ვე­ლი­ვეს რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლი და­ძა­ბუ­ლი ფო­ნიც ემა­ტე­ბა, რაც აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ვნა­ხოთ, რო­გო­რია ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში:

  • რუ­სე­თი

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თი მსოფ­ლი­ოს მე­ო­თხე ქვე­ყა­ნაა და სულ COVID-19-ის 795 038 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, მათ შო­რის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 580 330 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო 12 892 ვირუს­მა იმ­სხვერ­პლა. ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 5 ათასს აჭარ­ბებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა მზა­დაა. ივ­ნის­ში, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­მო­საც­დე­ლად რამ­დე­ნი­მე მო­ხა­ლი­სე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე შე­არ­ჩია.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, რუს­ლან ცა­ლი­კო­ვი ამ­ბობს, რომ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი უკვე დას­რულ­და და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რეს.

"სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რის მო­მენ­ტში უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მო­ხა­ლი­სეს ჰქონ­და იმუ­ნი­ტე­ტი და თავს გრძნობ­და ნორ­მა­ლუ­რად. ამ­გვა­რად, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პირ­ვე­ლი სა­მა­მუ­ლო ვაქ­ცი­ნა უკვე მზა­დაა", – გა­ნა­ცხა­და ცა­ლი­კოვ­მა.

ამას­თან, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან და­სა­ცა­ვად სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­ზინ­ფექ­ცი­ის გვი­რა­ბი გა­ა­კე­თეს. პუ­ტი­ნის ყვე­ლა სტუ­მარს, მას­თან შეხ­ვედ­რამ­დე, ამ გვი­რაბ­ში მო­უ­წევს გავ­ლა. გვი­რა­ბი მას შემ­დეგ მო­ა­წყვეს, რაც პუ­ტი­ნის პრესს­პი­კერს, დი­მიტ­რი პეს­კოვს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და.

  • თურ­ქე­თი

ეპიდ­ვი­თა­რე­ბა თურ­ქეთ­ში შე­და­რე­ბით დას­ტა­ბი­ლურ­და და კა­რან­ტი­ნის მკაცრ­მა რე­ჟიმ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, თურ­ქე­თი მსოფ­ლიო მე-16 ქვე­ყა­ნაა და სა­ერ­თო ჯამ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 223 315 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, თუმ­ცა მათ შო­რის 206 365 პა­ცი­ენ­ტი უკვე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. გარ­დაც­ვლი­ლია 5 563 ადა­მი­ა­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თურ­ქეთ­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, მა­ღა­ლი არ არის. ყო­ვე­ლი­ვეს კი თურ­ქე­თის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას და მა­სობ­რივ ტეს­ტი­რე­ბას უკავ­ში­რე­ბენ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს სწრა­ფად ავ­ლენ­დნენ, რა­მაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცათ, რომ უფრო მეტი სი­ცო­ცხლე გა­და­ერ­ჩი­ნათ. ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­ში კა­რან­ტი­ნის მკაც­რი წე­სე­ბი აღარ მოქ­მე­დებს. 15 ივ­ლი­სის შემ­დეგ ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 950-ს არ აჭარ­ბებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი წარ­მა­ტე­ბით მარ­თა­ვენ ვირუსს.

  • აზერ­ბა­ი­ჯა­ნი

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს 55-ე ქვე­ყა­ნაა და სულ კო­რო­ნა­ვირუ­სის 28 980 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 391 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 20 974 ადა­მი­ა­ნი. 19 ივ­ლი­სის შემ­დეგ, ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 300-დან 400-მდე მერ­ყე­ობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯან­ში ეპიდ­ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­და, ქვეყ­ნის მთა­ვარ­მა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. პა­რა­ლე­ლუ­რად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ვერ უძ­ლებს ასეთ დატ­ვირ­თვას, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი გა­დავ­სე­ბუ­ლია. ამას­თა­ნა­ვე, სა­ზო­გა­დე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი არ იცავს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, არ იცა­ვენ სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­ას და არ ატა­რე­ბენ პირ­ბა­დეს.

"მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ იქ­ცე­ვი­ან და არ იცა­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, არ ატა­რე­ბენ პირ­ბა­დე­ებს და არ იყე­ნე­ბენ სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებს და საფრ­თხე­ში აგ­დე­ბენ რო­გორც სა­კუ­თარ, ასე­ვე სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს“, - ამ­ბობს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი. უფრო მე­ტიც, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის არ სჯე­რა, რა­საც სხვა­დას­ხვა გა­მო­კი­თხვე­ბი ადას­ტუ­რებს.

  • სომ­ხე­თი

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, სომ­ხე­თი მსოფ­ლი­ო­ში 50-ე ქვე­ყა­ნაა და ინ­ფი­ცი­რე­ბის 36 162 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 688 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 25 244 ადა­მი­ა­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სომ­ხეთ­ში 21 ივ­ლისს COVID-19-ის 104 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, რაც წინა დღე­ებ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო, თუმ­ცა ბოლო ორი დღეა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ კვლავ მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა. 23 ივ­ლისს 439 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, ხოლო 24 ივ­ლისს - 469 შემ­თხევ­ვა.

სომ­ხე­თის კლი­ნი­კე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს ვე­ღარ იტევს. შექ­მნილ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი ღიად სა­უბ­რობს. მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი სე­პცი­ა­ლი­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს უგუ­ლე­ბელ­ყოფს.

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ­მა "ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ "მამ­ხი­ლე­ბე­ლი ფო­ტო­ე­ბიც“ კი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლებ­ზეც ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან აღ­ბეჭ­დილ­ნი, რომ­ლე­ბიც რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ იცა­ვენ.

ამას­თან, სომ­ხეთ­სა და აზ­რე­ბა­ი­ჯან­ში შექ­მნილ რთულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბას ორ ქვე­ყა­ნას შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაც ემა­ტე­ბა. სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე ვი­თა­რე­ბა 12 ივ­ლისს და­ი­ძა­ბა, რა­საც ორი­ვე მხრი­დან მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბას, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის ეფექ­ტუ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თა­და მი­იჩ­ნე­უ­ლი და აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­წე­რა. მათ შო­რის, BBC--მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია სა­თა­უ­რით - "რო­გორ და­ეხ­მა­რა „სამი მუშ­კე­ტე­რი“ სა­ქარ­თვე­ლოს კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში“. სტა­ტი­ა­ში გან­ხი­ლუ­ლია პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის დროს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და ვირუს­თან ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძი­სა და პა­ა­ტა იმ­ნა­ძის როლი.

ფოტო: 1TV

სულ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1104 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, მათ შო­რის, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 912 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა 16 ადა­მი­ა­ნი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო დღე­ებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. 22 ივ­ლისს გა­მოვ­ლინ­და 24 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, 23 ივ­ლისს 12 შემ­თხვე­ვა, ხოლო დღეს, 24 ივ­ლისს, 19 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გაზ­რდი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გამო ჩა­ი­კე­ტა გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ყა­რა­ჯა­ლა­რი.

გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 15.6 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს, გარ­დაც­ვლი­ლია 636 576 ადა­მი­ა­ნი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 9.5 მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტი. კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით პირ­ვე­ლად ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც მალე მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბუ ალი
86

კოვიდი არის სუფთა წყლის პოლიტიკა+კრიმინალი. 

გია
15

სამი მუშკეტერი მეოთხე იმალება.

ავტორი:

როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - უახლესი ცნობები საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან

როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - უახლესი ცნობები საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან

კორონავირუსის პანდემიამ უმძიმესი გავლენა იქონია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაზე და მათ შორის, საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე. მაშინ, როცა საგანგებო მდგომარეობით დაწესებულმა შეზღუდვებმა, კარანტინმა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას შედეგი გამოიღო და ეტაპობრივად შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს, ჩვენს მეზობელ ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია.

ყოველივეს რეგიონში შექმნილი დაძაბული ფონიც ემატება, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირებითაა გამოწვეული.

ვნახოთ, როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში:

  • რუსეთი

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა და სულ COVID-19-ის 795 038 შემთხვევაა აღწერილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 580 330 პაციენტი, ხოლო 12 892 ვირუსმა იმსხვერპლა. ახალი ინფიცირებულების ყოველდღიური რაოდენობა 5 ათასს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა მზადაა. ივნისში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად რამდენიმე მოხალისე სამხედრო მოსამსახურე შეარჩია.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რუსლან ცალიკოვი ამბობს, რომ კლინიკური კვლევები უკვე დასრულდა და მოხალისეები საავადმყოფოდან გაწერეს.

"საავადმყოფოდან გაწერის მომენტში უკლებლივ ყველა მოხალისეს ჰქონდა იმუნიტეტი და თავს გრძნობდა ნორმალურად. ამგვარად, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი სამამულო ვაქცინა უკვე მზადაა", – განაცხადა ცალიკოვმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კორონავირუსით დაინფიცირებისგან დასაცავად სპეციალური დეზინფექციის გვირაბი გააკეთეს. პუტინის ყველა სტუმარს, მასთან შეხვედრამდე, ამ გვირაბში მოუწევს გავლა. გვირაბი მას შემდეგ მოაწყვეს, რაც პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა.

  • თურქეთი

ეპიდვითარება თურქეთში შედარებით დასტაბილურდა და კარანტინის მკაცრმა რეჟიმმა შედეგი გამოიღო. COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, თურქეთი მსოფლიო მე-16 ქვეყანაა და საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 223 315 შემთხვევაა აღწერილი, თუმცა მათ შორის 206 365 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 5 563 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში, ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, გარდაცვალების მაჩვენებელი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალი არ არის. ყოველივეს კი თურქეთის ჯანდაცვის სისტემის გამართულ მუშაობას და მასობრივ ტესტირებას უკავშირებენ.

სპეციალისტები ინფიცირებულებს სწრაფად ავლენდნენ, რამაც შესაძლებლობა მისცათ, რომ უფრო მეტი სიცოცხლე გადაერჩინათ. ამჟამად თურქეთში კარანტინის მკაცრი წესები აღარ მოქმედებს. 15 ივლისის შემდეგ ახალი ინფიცირებულების ყოველდღიური რაოდენობა 950-ს არ აჭარბებს და ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი წარმატებით მართავენ ვირუსს.

  • აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 55-ე ქვეყანაა და სულ კორონავირუსის 28 980 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 391 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 20 974 ადამიანი. 19 ივლისის შემდეგ, ახალი ინფიცირებულების ყოველდღიური რაოდენობა 300-დან 400-მდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ როდესაც აზერბაიჯანში ეპიდვითარება გაუარესდა, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თანამდებობა დატოვა. პარალელურად საუბრობენ იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ უძლებს ასეთ დატვირთვას, საავადმყოფოები გადავსებულია. ამასთანავე, საზოგადეობის დიდი ნაწილი არ იცავს რეკომენდაციებს, არ იცავენ სოციალურ დისტანციას და არ ატარებენ პირბადეს.

"მოქალაქეები უპასუხისმგებლოდ იქცევიან და არ იცავენ რეკომენდაციებს, არ ატარებენ პირბადეებს და არ იყენებენ სადეზინფექციო საშუალებებს და საფრთხეში აგდებენ როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების სიცოცხლეს“, - ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. უფრო მეტიც, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საზოგადოების დიდ ნაწილს ვირუსის არსებობის არ სჯერა, რასაც სხვადასხვა გამოკითხვები ადასტურებს.

  • სომხეთი

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, სომხეთი მსოფლიოში 50-ე ქვეყანაა და ინფიცირების 36 162 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 688 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 25 244 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში 21 ივლისს COVID-19-ის 104 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეებთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო, თუმცა ბოლო ორი დღეა ახალი შემთხვევების რაოდენობამ კვლავ მკვეთრად მოიმატა. 23 ივლისს 439 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 24 ივლისს - 469 შემთხევვა.

სომხეთის კლინიკები ინფიცირებულებს ვეღარ იტევს. შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ღიად საუბრობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი სეპციალიტების რეკომენდაციებს უგულებელყოფს.

სომხეთის პრემიერმა "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე კვირის წინ "მამხილებელი ფოტოებიც“ კი გამოაქვეყნა, რომლებზეც ის მოქალაქეები არიან აღბეჭდილნი, რომლებიც რეკომენდაციებს არ იცავენ.

ამასთან, სომხეთსა და აზრებაიჯანში შექმნილ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული დაპირისპირებაც ემატება. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს დაიძაბა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.

რაც შეეხება საქართველოს და ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ჩვენი ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობის თვალსაზრისით საერთაშორისო არენაზე წარმატების მაგალითადა მიიჩნეული და აღნიშნულ საკითხზე დასავლურ მედიაში არაერთი სტატია დაიწერა. მათ შორის, BBC--მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში“. სტატიაში განხილულია პანდემიასთან ბრძოლის დროს მიღებული გადაწყვეტილებები და ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით ამირან გამყრელიძის, თენგიზ ცერცვაძისა და პაატა იმნაძის როლი.

ფოტო: 1TV

სულ საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 912 პაციენტი, ხოლო ვირუსით გარდაიცვალა 16 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა გაიზარდა. 22 ივლისს გამოვლინდა 24 დადასტურებული შემთხვევა, 23 ივლისს 12 შემთხვევა, ხოლო დღეს, 24 ივლისს, 19 ახალი შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ გაზრდილი შემთხვევების გამო ჩაიკეტა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი.

გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 15.6 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილია 636 576 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 9.5 მილიონი პაციენტი. კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 ოფიციალური ვერსიით პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა, საიდანაც მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. კორონავირუსის პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა.

ლონდონში გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც სასქესო ორგანოზე პირბადე ჰქონდა აფარებული - პროტესტი პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს

გერმანიაში, ერთ-ერთ ფერმაში კორონავირუსი 174 დასაქმებულს დაუდასტურდა

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ იუწყება - კიმ ჩენ ინმა საგანგებო სხდომა მოიწვია