გუშინ საღამოს დაკარგული ახალგაზრდის შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. 15 წლის ნინო ჯარიაშვილს ოჯახი 4 დღის მანძილზე ეძებდა. საბედნიეროდ, გოგონას სამართალდამცველებმა თბილისში მიაგნეს და ის თავს კარგად გრძნობს.
ჩვენი ინფორმაციით, ნინო ჯარიაშვილი ამ ეტაპზე სახლში დაბრუნებაზე უარს ამბობს. გოგონა სახლიდან კვირას გავიდა და მას შემდეგ მის კვალს ვერ აგნებდნენ. ნინო ჯარიაშვილმა გაუჩინარებამდე რამდენიმე წუთით ადრე სოციალურ ქსელში დედა დაბლოკა და გამორთო ტელეფონი, რომ მასთან კომუნიკაცია არ შემდგარიყო. პოლიცია სამძებრო სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებდა.
AMBEBI.GE ნინო ჯარიაშვილის ძმას, ვახოს ესაუბრა. ის სამართალდამცველებს დროული რეაგირებისთვის მადლობას უხდის.
- ნინი ვნახე უკვე, კარგადაა, მხიარულად გრძნობს თავს.
- ცნობილია, რომ ადრეც ჰქონდა დაკარგვის მცდელობა...
- დიახ, ადრეც დაიკარგა, რაღაცებს აიჩემებს ხოლმე... მაგრამ ზუსტად არ ვარ ჩახედული ამ ამბებში. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი რიგზეა. ჩვენ პოლიციელებს მინდა მადლობა გადავუხადო, მათი დროული რეაგირებით ნინი ნაპოვნია.
- სახლში დაბრუნებაზე უარს აცხადებს...
- ვერ გეტყვით, ჯერჯერობით სახლში არ დაბრუნებულა, მაგრამ კარგადაა...