15 წლის ნინო ჯარიაშვილი, რომელსაც ოჯახის წევრები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია AMBEBi.GE-ს შსს-ში დაუდასტურეს.
გოგონას სამართალდამცველებმა თბილისში მიაგნეს და ის თავს კარგად გრძნობს. როგორც ჩვენთვის გახდა, ცნობილი, ნინო ჯარიაშვილი სახლში დაბრუნებაზე უარს აცხადებს.
ცნობისთვის, გოგონა სახლიდან კვირას გავიდა და მას შემდეგ მის კვალს ვერ აგნებდნენ. ნინო ჯარიაშვილმა გაუჩინარებამდე რამდენიმე წუთით ადრე სოციალურ ქსელში დედა დაბლოკა და გამორთო ტელეფონი, რომ მასთან კომუნიკაცია არ შემდგარიყო.
პოლიცია სამძებრო სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებდა.
ძალიან კარგია რომ უვნებელი იპოვეს.მაგრამ ეს ყველაფერი იცით რისი ბრალია.სულ რომ გაიზახით თავისუფლები ხართ და მშობლებს ვინ ეკითხებათ თქვენ საქმეში ჩაერიოსო და შიშით შენიშვნა ვერ მიგვიცია შვილისთვის რო პატრულუ არ დაგვაყენოს თავზე და ძალადობისთვის არ გვიჩივლოს.ასეთმა დამოკიდებულებამ ზოზღი გააჩინა შვილებს და მშობლებს შორის.
მადლობა ღმერთს!