საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი ერთით გაიზარდა და 912-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში მე-16 პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5936 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 268.
რა უბედურებაა, სავარაუდოდ დაიწყო მეორე ტალღა. ბოლო დღეები ძალიან მოიმატა, დაიწყება ეხლა ჩაკეტვები. არავინ იცავს წესებს და აბა რა იქნება. ტრანსპორტი გადაჭედილია, თან აუტანელი უჰერობა და სიცხეა, ამიტომ უმრავლესობას ცხვირი აქვს გამოყოფილი პირბადიდან, ან ნიკაპზე უკეთია. ისე ხალხი მასობრივად ფეხით დადის, მეც მათ შორის, სამსახური თუ ახლოს გაქვთ შედარებით, უკეთესია ფეხით იაროთ. კი ვიღლებით, მაგრამ იქ გულის წასვლას მირჩევნია ფეხით სიარული. ვაიმე ისე ამ სიცხეში,რა უბედურებაა ტრანსპორტში კონდიციონერის არ ჩართვა?
ამ ქართველების საშველი არაა, გადით ქალაქიდან, რაიონებში, 100 კაცზე ნაკლები სუფრა არ იშლება, არი გაუთავებელი ხვევნაკოცნა, აფეთქდება აუცილებლად... ვინც გადარჩება, გონიერი და მოწესრიგებული. სხვა გზა არ ჩანს...