ავტორი:

"გადავწყვიტე, პირველად დავაფიქსირო საჯაროდ ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით" - რას წერს ანა გაბეჩავა "ფეისბუქზე"

"გადავწყვიტე, პირველად დავაფიქსირო საჯაროდ ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით" - რას წერს ანა გაბეჩავა "ფეისბუქზე"

ყველა დეტალი, რაც მედიის საშუალებით თქვენთვის ეტაპობრივად გახდა ცნობილი, გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან. ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა და ნათელი გახდება, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმე ანი გაბეჩავა სოციალურ ქსელში წერს.როგორც გაბეჩავა აცხადებს, პირველი ადამიანი, ვინც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაიკითხა, ის იყო და იმ დღიდან მოყოლებული ყველანაირად ეხმარება გამოძიებას.

"გადავწყვიტე, პირველად დავაფიქსირო საჯაროდ ჩემი პოზიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა იცოდეთ, რომ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვართ მეც და ჩემი მეგობრებიც. მინდა დავიწყო იქიდან, რომ პირველი ადამიანი, ვინც დაიკითხა 19 ივნისს მთელი დღის განმავლობაში, ვიყავი მე. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ყველანაირად ვეხმარები გამოძიებას.

გასაჯაროვდა, რომ 19 ივნისს, დილის საათებში შევხვდი ბიძაჩემს, რადგან წავეყვანე მცხეთის განყოფილებაში. მანამდე ჩემს კლასელებთან მქონდა მიმოწერა, რომელიც თქვენთვის უკვე ცნობილია. ეს მიმოწერა გახლავთ ჩემი მცდელობა იმისა, რომ გამერკვია, თუ ვინ და სად ნახა გიორგი ბოლოს. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს,რომ წამომყოლოდნენ მცხეთაში ორი მიზეზის გამო: 1. მარტო არ მსურდა წასვლა; 2. უნდოდათ სიტუაციაში უკეთ გარკვეულიყვნენ. ბოლოს ისე მოხდა,რომ მცხეთაში მხოლოდ ბიძაჩემი გამყვა, რადგან მამაჩემი თბილისში არ იმყოფებოდა.

ნუ დაგავიწყდებათ,რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვართ და თქვენი მხრიდან ზეწოლა მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს მორალურად და არაფრით ეხმარება გამოძიებას. ყველა დეტალი, რაც მედიის საშუალებით თქვენთვის ცნობილი ეტაპობრივად გახდა, გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან. ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა და ნათელი გახდება. კარგი იქნება თუ მხარდაჭერას გამოხატავთ და არა ზეწოლას.

მინდა მივმართო მედიას. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ფაქტი თქვენთვის გაუგებარია და დასაზუსტებელი გახდება, შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ და თუ ეს ფაქტი ჩემთვის ცნობილია, ამომწურავად გაგცემთ პასუხს... მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მამხნევებდა ამ მძიმე დღეებში“, - წერს ანი გაბეჩავა.

"მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩეს მდინარეში" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა

წალენჯიხის  საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს

ქობულეთში ქალაქის სამაშველო სამსახურის უფროსის ძმა დაჭრეს