მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში შიდა ფრენები განახლდა
4-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში შიდა ფრენები განახლდა

4 - თვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, დღე­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდა ფრე­ნე­ბი გა­ნახ­ლდა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­დან აც­ნო­ბეს, დღე­ი­დან 24 ივ­ლი­სი­დან რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი ნა­ტახ­ტა­რი­დან მეს­ტი­ი­სა და ამ­ბრო­ლა­უ­რის აე­რო­პორ­ტე­ბის, ხოლო თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით შეს­რულ­დე­ბა.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­მუ­რად, ივ­ლის­ში 24-დან 31 ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში მეს­ტია-ნა­ტახ­ტა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე 6 რე­ი­სი, თბი­ლი­სი-ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე 5 რე­ი­სი, ხოლო ამ­ბრო­ლა­უ­რი-ნა­ტახ­ტა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე 3 რე­ი­სი შეს­რულ­დე­ბა.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, 2020 წელი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით, შიდა ტუ­რიზ­მის წლად გა­მო­ცხად­და. ამი­ტომ, შიდა ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, შიდა ფრე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას დიდი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა.

„შიდა ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბის მიზ­ნით, შიდა ფრე­ნე­ბის და­წყე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამას ელო­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა, ისე ად­გი­ლობ­რი­ვი ვი­ზი­ტო­რე­ბიც. მო­ლო­დი­ნი, რომ დი­დია ეს ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა­ზეც აი­სა­ხა, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით 300-ზე მეტი ბი­ლე­თია სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე გა­ყი­დუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ არ­ჩუ­ა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე შიდა ფრე­ნებ­ზე ბი­ლე­თის ფასი არ შეც­ვლი­ლა და ის 2019 წლის ნიშ­ნულ­ზე დარ­ჩა.

სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გან­მარ­ტავს, რომ COVID-19-ის პან­დე­მი­ის ფონ­ზე 2020 წელი შიდა ტუ­რიზ­მის წლა­დაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ვი­ზი­ტო­რებს მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­წყოს ხელი.

"ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის ფა­სე­ბი არ შეც­ვლი­ლა და იგი­ვეა. 2020 წელი გა­მო­ცხად­და შიდა ტუ­რიზ­მის წლად და ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა შეძ­ლონ გა­და­ად­გი­ლე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლად და უსაფრ­თხოდ. COVID-19-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ნორ­მა და­ცუ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფრე­ნე­ბი ად­გი­ლობ­რივ აე­რო­პორ­ტებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ნა­ტახ­ტა­რის, ამ­ბრო­ლა­უ­რის და მეს­ტი­ის აე­რო­პორ­ტე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია ყვე­ლა იმ მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, რაც და­წე­სე­ბუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს მიერ. ეს იქ­ნე­ბა დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა თუ თერ­მოსკრი­ნინ­გი",- აცხა­დებს თა­მარ არ­ჩუ­ა­ძე.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ცნო­ბით, აგ­ვის­ტო­დან მეს­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი კვი­რა­ში 5 სიხ­ში­რით შეს­რულ­დე­ბა, ამ­ბრო­ლა­უ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით კვი­რა­ში 3-ჯერ, ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი - კვი­რა­ში 4 სიხ­ში­რით იქ­ნე­ბა ფრე­ნე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
((
3

ვის რაში ჭირდება თქვენი შინა ფრენები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

4-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში შიდა ფრენები განახლდა

4-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში შიდა ფრენები განახლდა

4 - თვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, დღეიდან 24 ივლისიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით შესრულდება.

მათი ინფორმაციით, ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განმარტებით, 2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა. ამიტომ, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

„შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, შიდა ფრენების დაწყება მნიშვნელოვანია, ამას ელოდება, განსაკუთრებით როგორც ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონის მოსახლეობა, ისე ადგილობრივი ვიზიტორებიც. მოლოდინი, რომ დიდია ეს ბილეთების გაყიდვაზეც აისახა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 300-ზე მეტი ბილეთია სხვადასხვა მიმართულებით უკვე გაყიდული“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე შიდა ფრენებზე ბილეთის ფასი არ შეცვლილა და ის 2019 წლის ნიშნულზე დარჩა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე 2020 წელი შიდა ტურიზმის წლადაა გამოცხადებული და შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ვიზიტორებს მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.

"ავიაბილეთების ფასები არ შეცვლილა და იგივეა. 2020 წელი გამოცხადდა შიდა ტურიზმის წლად და ამიტომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ გადაადგილება კომფორტულად და უსაფრთხოდ. COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია, მიუხედავად იმისა, რომ ფრენები ადგილობრივ აეროპორტებში მიმდინარეობს. ნატახტარის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. ეს იქნება დეზობარიერები, სოციალური დისტანცირება თუ თერმოსკრინინგი",- აცხადებს თამარ არჩუაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, აგვისტოდან მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში 5 სიხშირით შესრულდება, ამბროლაურის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ, ბათუმის მიმართულებით კი - კვირაში 4 სიხშირით იქნება ფრენები შესაძლებელი.

რუსთავის „ცხელების ცენტრში“ 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ინფიცირების წყარო უცნობია

COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა - რა წერია შემაჯამებელ ანგარიშში

საქართველოში COVID-19-ით სამედიცინო სფეროს 129 თანამშრომელია ინფიცირებული - დეტალური მონაცემები