საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდოდა, ჩემს დაბადების დღეს ასე შევხვედროდი, მაგრამ..." - "დიდი სცენის" ნახევრად ბერძენი კონკურსანტი რთული გადაწყვეტილების მოლოდინში
"არ მინდოდა, ჩემს დაბადების დღეს ასე შევხვედროდი, მაგრამ..." - "დიდი სცენის" ნახევრად ბერძენი კონკურსანტი რთული გადაწყვეტილების მოლოდინში

აკა­კი პა­პუ­ნი­დი მე­გა­შო­უს ერ­თა­დერ­თი ბერ­ძნუ­ლი გვა­რის მქო­ნე კონ­კურ­სან­ტია. რო­გორც ამ­ბობს, "დიდ სცე­ნა­ში" იმის გამო მო­ვი­და, რომ სცე­ნა მო­ე­ნატ­რა, რად­გან გა­სულ წლებ­ში სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე იყო. ამ­ჯე­რად აუტ­სა­ი­დე­რია, ეს კი ყვე­ლა­ზე მე­ტად არ უნ­დო­და, რად­გა­ნაც ლა­ი­ვის დღეს 26 ივ­ლისს 23 წელი უს­რულ­დე­ბა, იუ­ბი­ლა­რია. რომ ვერ დაძ­ლი­ოს კონ­კურ­სის სირ­თუ­ლე­ე­ბი, შე­საძ­ლოა, შოუს და­ტო­ვე­ბაც მო­უ­წი­ოს, თუმ­ცა იმე­დი აქვს, რომ ასე არ მოხ­დე­ბა.

"ნა­ხევ­რად ბერ­ძე­ნი ვარ. არა­და, დე­დით ქარ­თვე­ლი, სი­ნამ­დვი­ლე­ში დე­და­ჩე­მი ვა­შა­კი­ძეა, უბ­რა­ლოდ, გვა­რი ბევ­რი წლის წინ სა­ბერ­ძნეთ­ში წა­სას­ვლე­ლად გა­და­ი­კე­თა და მეც ასე აღ­მოვ­ჩნდი პა­პუ­ნი­დი. სა­ბუ­თე­ბით ვა­შა­კი­ძე რომ ყო­ფი­ლი­ყო, მეც ვა­შა­კი­ძე ვიქ­ნე­ბო­დი... მამა ბერ­ძე­ნია და მას­თან კონ­ტაქ­ტი არ მაქვს... მე დე­და­ჩე­მის სა­ბერ­ძნეთ­ში ყოფ­ნი­სას და­ვი­ბა­დე. მერე აქეთ წა­მო­ვე­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ზარ­დე და სრულ­წლო­ვა­ნი რომ გავ­ხდი, ისევ წა­ვე­დი" - გვე­უბ­ნე­ბა აკა­კი.

- დედა რამ­დე­ნი ხა­ნია, იქ არის?

- სა­ბერ­ძნეთ­ში 25 წელი ცხოვ­რობ­და და და­ახ­ლო­ე­ბით, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, რაც ჩა­მო­ვი­და. ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბა ლა­მის იქით გა­ა­ტა­რა.

- სწავ­ლობ სად­მე თუ უკვე და­ამ­თავ­რე?

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ ჩა­მი­ბა­რე­ბია. ისე, მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი მინ­დო­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, მაგ­რამ ვერ მო­ხერ­ხდა. თან, სა­ბერ­ძნეთ­ში ვი­ყა­ვი იმ პე­რი­ოდ­ში, როცა სწავ­ლა უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. მოკ­ლედ, უდიპ­ლო­მო ვარ.

- ახლა "დიდ სცე­ნა­ში" აუტ­სა­ი­დე­რი ხარ. რა გრძნო­ბაა ეს?

- რა­საც მე­გობ­რებს ვე­უბ­ნე­ბო­დი, იმას გა­ვი­მე­ო­რებ, ძა­ლი­ან არ მინ­დო­და, რომ ამ ლა­ივ­ზე აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი. კვი­რას, 26-ში, ხომ გი­თხა­რით, ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა და ასე შეხ­ვედ­რა არ მინ­დო­და, მაგ­რამ რა ვქნათ, სხვა გზა არ არის, კონ­კურ­სია. კარ­გი სიმ­ღე­რა კი გვაქვს...ისე არ ვარ გან­წყო­ბი­ლი, რომ ოღონდ შო­უ­ში დავ­რჩე. რა თქმა უნდა, გა­მი­ხარ­დე­ბა თუ დავ­რჩე­ბი.

- რო­გორ ხსნი შენს აუტ­სა­ი­დე­რო­ბას?

- ეტყო­ბა, ჩემი ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი ვერ მი­ვი­ტა­ნე მა­ყუ­რებ­ლის გუ­ლამ­დე. ამას დიდი ვო­კა­ლუ­რი ტექ­ნი­კა არ სჭირ­დე­ბო­და, უბ­რა­ლოდ, უნდა მეგ­რძნო და მა­ყუ­რებ­ლის­თვის გა­და­მე­ცა. ამო­ცა­ნა ბო­ლომ­დე ვერ შე­ვას­რუ­ლე. ახლა ჭკუ­ას ვის­წავ­ლი და ჩემს ნამ­ღერ­ში უფრო მეტ ემო­ცი­ას ჩავ­დებ.

- რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ პრო­ექ­ტში უნდა დარ­ჩე - რას ფიქ­რობ?

- დიდი იმე­დი მაქვს, მაგ­რამ მინ­და, სა­მარ­თლი­ა­ნი­ო­ბამ გა­ი­მარ­ჯვოს და ჩემი ნამ­ღე­რის სწო­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მოხ­დეს. ისე არ მინ­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მე გა­ვი­დე. ვინც კარ­გად იმ­ღე­რებს და და­იმ­სა­ხუ­რებს, ის უნდა დარ­ჩეს. ეს შე­ფა­სე­ბა მა­ყუ­რე­ბელ­მა უნდა გა­ა­კე­თოს. დუ­ე­ტი კარ­გი იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ვა, თუ ორი­ვე კონ­კურ­სან­ტი კარ­გად იმ­ღე­რებს. მაგ მხრივ იმე­დი მაქვს, რომ ეს ასე იქ­ნე­ბა და მა­ყუ­რებ­ლის უმე­ტე­სო­ბა და­იბ­ნე­ვა კი­დეც... იმა­ზე ფიქ­რს - ვინ დარ­ჩე­ბა და ვინ გა­ვარ­დე­ბა, მირ­ჩევ­ნია, ხა­რისხზე ვი­ფიქ­რო.

- რო­გორც უნდა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი. რო­გორ აფა­სებ პრო­ექ­ტში შენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- პირ­ველ რიგ­ში უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბაა. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ მას­ში მოვ­ხვდი და ვმო­ნა­წი­ლე­ობ. კონ­კურ­სან­ტე­ბი ვამ­ბობ­დით, რო­გო­რი შე­დე­გიც არ უნდა გაგ­რძელ­დეს, ამ ყვე­ლაფ­რად ღირს, მხო­ლოდ ლა­ივ­ზე სცე­ნა­ზე დგო­მას არ ვგუ­ლის­ხმობ. უბ­რა­ლოდ, რჩე­ბა თბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი, რად­გა­ნაც მო­ნაწლე­ე­ბი დავ­მე­გობ­რდით - საკ­მა­ოდ ახ­ლოს ვართ ერ­თმა­ნეთ­თან.

ბევ­რს ნიშ­ნავ­და ჩენ­თვის ისიც, რომ ნატო მე­ტო­ნი­ძემ გვა­მე­ცა­დი­ნა, ასე­თი გა­მოც­დი­ლი მომ­ღე­რა­ლი რომ დაგ­ვიდ­გა გვერ­დით, თი­თო­ე­ულს ყო­ვე­ლი ფრა­ზა აგ­ვიხ­სნა, რო­გორ გვემ­ღე­რა. დიდი ყუ­რა­დღე­ბა მოგ­ვაქ­ცია და ამ ყვე­ლა­ფერ­ში კი­დევ ერთხელ და­ვი­ნა­ხეთ, რამ­დე­ნად უყ­ვარს და აფა­სებს ქარ­თულ სიმ­ღე­რას. ეს ემო­ცია ჩვენ­ზეც გად­მო­ვი­და. სა­ერ­თოდ, ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ასეთ მუ­სი­კო­სებ­თან გვი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა და კონ­ტაქ­ტი. ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ტუ­რიც იქ­ნე­ბა ორ­კესტრთან და თუ დავ­რჩი, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არა­ფე­რი აჯო­ბებს. ხოლო თა­ვად ბენდთან მუ­შა­ო­ბა ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია და სი­ა­მოვ­ნე­ბაა.

- ისე, თა­ვი­დან ათე­ულ­ში მოხ­ვედ­რას ელო­დი?

- არ ვე­ლო­დი, მაგ­რამ ათი­დან მე­ხუ­თე აღ­მოვ­ჩნდი და ის ემო­ცი­აც და­უ­ვი­წყა­რია. ჩე­მამ­დე ყვე­ლა ბიჭი იყო არ­ჩე­უ­ლი, თით­ქოს იმე­დი აღარ მქონ­და, მაგ­რამ უცებ ჩემი გვა­რი რომ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და.

- სიმ­ღე­რა რა არის შენ­თვის?

- სიმ­ღე­რის მოს­მე­ნა იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ ხა­სი­ათ­ზეც ვარ. ერ­თია, რაც არ უნდა ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვიყო, მა­ინც მუ­სი­კას ვუს­მენ და ეგ მა­წყნა­რებს, მამ­ხი­ა­რუ­ლებს და გან­წყო­ბას მიქ­მნის. ჩემ­თვის სიმ­ღე­რა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა და ზუ­ტად ამი­ტომ. ხომ ვამ­ბობ, რო­გორც არ უნდა ვიყო, დავ­ჯდე­ბი, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მუ­სი­კას მო­ვუს­მენ და ვმშვიდ­დე­ბი.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხარ და პა­ტა­რა­საც ელო­დე­ბი, ხომ?

- წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ. მე­უღ­ლე ორ­სუ­ლა­დაა, ჯერ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ ამ ყვე­ლა­ფერს, იმას, რომ მამა უნდა გავ­ხდე, თუმ­ცა რა­ღაც დი­დის და კარ­გის მო­ლო­დი­ნი რომ მაქვს, ეს ფაქ­ტია და ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

kato
4

ვინაა ბერძენი? აკაკი ჩემი მეზობელი ვაზისუბანში საყვარელი ბიჭი. უკარგესი ოჯახიშვილი, ვაშაკიძეები, რა ბაბუა! ლომგური უტკბილესი კაცი, რა ბებო - გულიკო დეიდა უსპეტაკესი სულის და გულის ქალი, უნიჭიერესი და ულამაზესი დეიდა და სუფთა სულით და გულით მომღერალ ოჯახში გაზრდილი. ცუდმა დრომ მოუსწრო თორემ ლიას რა უნდოდა საბერძნეთში ხელისგულზე გაზრდილ გოგოს. აკაკი ჩვენი მხარდაჭერა შენ გისურვებ წარმატებებს და სიხარულს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"არ მინდოდა, ჩემს დაბადების დღეს ასე შევხვედროდი, მაგრამ..." - "დიდი სცენის" ნახევრად ბერძენი კონკურსანტი რთული გადაწყვეტილების მოლოდინში

"არ მინდოდა, ჩემს დაბადების დღეს ასე შევხვედროდი, მაგრამ..." - "დიდი სცენის" ნახევრად ბერძენი კონკურსანტი რთული გადაწყვეტილების მოლოდინში

აკაკი პაპუნიდი მეგაშოუს ერთადერთი ბერძნული გვარის მქონე კონკურსანტია. როგორც ამბობს, "დიდ სცენაში" იმის გამო მოვიდა, რომ სცენა მოენატრა, რადგან გასულ წლებში სხვადასხვა კონკურსის მონაწილე იყო. ამჯერად აუტსაიდერია, ეს კი ყველაზე მეტად არ უნდოდა, რადგანაც ლაივის დღეს 26 ივლისს 23 წელი უსრულდება, იუბილარია. რომ ვერ დაძლიოს კონკურსის სირთულეები, შესაძლოა, შოუს დატოვებაც მოუწიოს, თუმცა იმედი აქვს, რომ ასე არ მოხდება.

"ნახევრად ბერძენი ვარ. არადა, დედით ქართველი, სინამდვილეში დედაჩემი ვაშაკიძეა, უბრალოდ, გვარი ბევრი წლის წინ საბერძნეთში წასასვლელად გადაიკეთა და მეც ასე აღმოვჩნდი პაპუნიდი. საბუთებით ვაშაკიძე რომ ყოფილიყო, მეც ვაშაკიძე ვიქნებოდი... მამა ბერძენია და მასთან კონტაქტი არ მაქვს... მე დედაჩემის საბერძნეთში ყოფნისას დავიბადე. მერე აქეთ წამოვედი, საქართველოში გავიზარდე და სრულწლოვანი რომ გავხდი, ისევ წავედი" - გვეუბნება აკაკი.

- დედა რამდენი ხანია, იქ არის?

- საბერძნეთში 25 წელი ცხოვრობდა და დაახლოებით, წელიწად-ნახევარია, რაც ჩამოვიდა. ნახევარი ცხოვრება ლამის იქით გაატარა.

- სწავლობ სადმე თუ უკვე დაამთავრე?

- უნივერსიტეტში არ ჩამიბარებია. ისე, მუსიკის მიმართულებით კი მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ მოხერხდა. თან, საბერძნეთში ვიყავი იმ პერიოდში, როცა სწავლა უნდა გამეგრძელებინა. მოკლედ, უდიპლომო ვარ.

- ახლა "დიდ სცენაში" აუტსაიდერი ხარ. რა გრძნობაა ეს?

- რასაც მეგობრებს ვეუბნებოდი, იმას გავიმეორებ, ძალიან არ მინდოდა, რომ ამ ლაივზე აუტსაიდერებში მოვხვედრილიყავი. კვირას, 26-ში, ხომ გითხარით, ჩემი დაბადების დღეა და ასე შეხვედრა არ მინდოდა, მაგრამ რა ვქნათ, სხვა გზა არ არის, კონკურსია. კარგი სიმღერა კი გვაქვს...ისე არ ვარ განწყობილი, რომ ოღონდ შოუში დავრჩე. რა თქმა უნდა, გამიხარდება თუ დავრჩები.

- როგორ ხსნი შენს აუტსაიდერობას?

- ეტყობა, ჩემი ემოციები და გრძნობები ვერ მივიტანე მაყურებლის გულამდე. ამას დიდი ვოკალური ტექნიკა არ სჭირდებოდა, უბრალოდ, უნდა მეგრძნო და მაყურებლისთვის გადამეცა. ამოცანა ბოლომდე ვერ შევასრულე. ახლა ჭკუას ვისწავლი და ჩემს ნამღერში უფრო მეტ ემოციას ჩავდებ.

- რატომღაც მგონია, რომ პროექტში უნდა დარჩე - რას ფიქრობ?

- დიდი იმედი მაქვს, მაგრამ მინდა, სამართლიანიობამ გაიმარჯვოს და ჩემი ნამღერის სწორი შეფასებები მოხდეს. ისე არ მინდა, რომ აუცილებლად მე გავიდე. ვინც კარგად იმღერებს და დაიმსახურებს, ის უნდა დარჩეს. ეს შეფასება მაყურებელმა უნდა გააკეთოს. დუეტი კარგი იმ შემთხვევაში გამოვა, თუ ორივე კონკურსანტი კარგად იმღერებს. მაგ მხრივ იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება და მაყურებლის უმეტესობა დაიბნევა კიდეც... იმაზე ფიქრს - ვინ დარჩება და ვინ გავარდება, მირჩევნია, ხარისხზე ვიფიქრო.

- როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები. როგორ აფასებ პროექტში შენს მონაწილეობას?

- პირველ რიგში უდიდესი გამოცდილებაა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მასში მოვხვდი და ვმონაწილეობ. კონკურსანტები ვამბობდით, როგორი შედეგიც არ უნდა გაგრძელდეს, ამ ყველაფრად ღირს, მხოლოდ ლაივზე სცენაზე დგომას არ ვგულისხმობ. უბრალოდ, რჩება თბილი მოგონებები, რადგანაც მონაწლეები დავმეგობრდით - საკმაოდ ახლოს ვართ ერთმანეთთან.

ბევრს ნიშნავდა ჩენთვის ისიც, რომ ნატო მეტონიძემ გვამეცადინა, ასეთი გამოცდილი მომღერალი რომ დაგვიდგა გვერდით, თითოეულს ყოველი ფრაზა აგვიხსნა, როგორ გვემღერა. დიდი ყურადღება მოგვაქცია და ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად უყვარს და აფასებს ქართულ სიმღერას. ეს ემოცია ჩვენზეც გადმოვიდა. საერთოდ, ბედნიერებაა, რომ ასეთ მუსიკოსებთან გვიწევს ურთიერთობა და კონტაქტი. ნიკოლოზ რაჭველის ტურიც იქნება ორკესტრთან და თუ დავრჩი, მასში მონაწილეობას არაფერი აჯობებს. ხოლო თავად ბენდთან მუშაობა ცალკე აღნიშვნის ღირსია და სიამოვნებაა.

- ისე, თავიდან ათეულში მოხვედრას ელოდი?

- არ ველოდი, მაგრამ ათიდან მეხუთე აღმოვჩნდი და ის ემოციაც დაუვიწყარია. ჩემამდე ყველა ბიჭი იყო არჩეული, თითქოს იმედი აღარ მქონდა, მაგრამ უცებ ჩემი გვარი რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა.

- სიმღერა რა არის შენთვის?

- სიმღერის მოსმენა იმაზეა დამოკიდებული, როგორ ხასიათზეც ვარ. ერთია, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, მაინც მუსიკას ვუსმენ და ეგ მაწყნარებს, მამხიარულებს და განწყობას მიქმნის. ჩემთვის სიმღერა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და ზუტად ამიტომ. ხომ ვამბობ, როგორც არ უნდა ვიყო, დავჯდები, ნახევარი საათი მუსიკას მოვუსმენ და ვმშვიდდები.

- დაოჯახებული ხარ და პატარასაც ელოდები, ხომ?

- წელიწად-ნახევარია, დაოჯახებული ვარ. მეუღლე ორსულადაა, ჯერ ვერ ვაცნობიერებ ამ ყველაფერს, იმას, რომ მამა უნდა გავხდე, თუმცა რაღაც დიდის და კარგის მოლოდინი რომ მაქვს, ეს ფაქტია და ძალიან მიხარია.

"აგრო ფუდ ტრეიდი" ახალი სამოსავლო წლიდან მომხმარებელს უამრავ სიახლეს შესთავაზებს

თამარ ბაჩალიაშვილი იმ სკოლის წინ დაასვენეს, სადაც სწავლობდა ( ფოტო)

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დაკრძალეს