თბილისში კიდევ ერთი გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ. ოჯახის წევრების და ახლობლების ინფორმაციით, 15 წლის ნინო ჯარიაშვილი სახლიდან კვირას გავიდა და უკვე 4 დღეა მის კვალს ვერ აგნებენ.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, გაუჩინარებდამდე რამდენიმე წუთით ადრე მან სოციალურ ქსელში დედა დაბლოკა და გამორთო ტელეფონი, რომ მასთან კომუნიკაცია არ შემდგარიყო. ასევე ტელეკომპანიის ცნობით, გოგონა 4 თვის წინაც გაუჩინარდა, თუმცა მაშინ ის სოციალურ სამსახურს თავად ჩაბარდა.
"ტვ პირველთან" საუბრისას გოგონას მშობლები ამბობენ, რომ მათ სახლში წერილი დახვდათ, სადაც ნინო ჯარიაშვილი მიმართავდა, არ მოეძებნათ.
ოჯახმა უკვე შეატყობინა პოლიციას და სამძებრო ღონისძიებებო მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
იმეგობრეთ თქვენს შვილებთან გადადეთ ყველაფერი ემეგობრეთ შვილებს!!!!!!!! ნუ ახვევთ თქვენს სტრეს და პრობლემებს შვილებს გაზარდეთ ჯანსაღ გარემოში!
ინტერნეტით და ტელევიზიით ისეთ გადაცემებს და ფილმებს აჩვენებენ, რომ ლამის მეც მოვიკლა თავი.