საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ იპოვეს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი დროულად - შსს-ს განმარტება
რატომ ვერ იპოვეს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი დროულად - შსს-ს განმარტება

შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ ახ­სნა, რა­ტომ ვერ იპო­ვეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი დრო­უ­ლად.

რო­გორც მან შსს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, მათ იმოქ­მე­დეს ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბი­სა და გა­მო­კი­თხუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბით და სწო­რედ იქ ეძებ­დნენ გო­გო­ნას და მის ავ­ტო­მან­ქა­ნას.

"დი­ლით და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ათ­ზე ბა­ჩა­ლეშ­ვი­ლი გა­ვი­და სახ­ლი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთ­ში ფიქ­სირ­დე­ბა ხა­იშ­ში ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ის ავ­ტო­მო­ბილს თა­ვად მარ­თავ­და. სა­ეჭ­ვო მარ­შრუ­ტი, რაც აღ­მოჩ­ნდა გა­მო­ძი­ე­ბის მიერ, ზუს­ტად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოხ­და დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლა.

გა­მო­ი­კი­თხნენ იქ ადა­მი­ა­ნე­ბი. ზოგი ფლობ­და მან­ქა­ნის შე­საძ­ლო გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას. კა­მე­რებ­ზე, სა­დაც ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ფიქ­სირ­და, იმის იქით, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან 15 გრა­დუ­სი რა­დი­უ­სით არის და­შო­რე­ბუ­ლი და ზუს­ტად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე არ იყო მოქ­ლა­ა­ქე­ე­ბის მიერ მი­თი­თე­ბა.

ეს არ იყო ერთჯე­რა­დი გზა, სა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ეძებ­დნენ ავ­ტო­მან­ქა­ნას. ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნეთ დრო­ნე­ბი, თუმ­ცა იქი­და გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ფიქ­სა­ცი­ის ლო­კა­ცია იყო სხვა­გან, ამი­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა იმ დღე­ებ­ში ამ მან­ქა­ნის პოვ­ნა" - აღ­ნიშ­ნა ჭე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ოჯა­ხი და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ის გუ­შინ თეთ­რი­წყა­როს ტყე­ში, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გო­გო­ნას ცხე­და­რი ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო­დან სახ­ლში დღეს გა­და­ას­ვე­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბიტურიენტი
14

15 გრადუსი რადიუსით დაშორება რა ტვინის ღლეტვაა, ამიხსნით ვინმე?!..

???
1

Ეძებეს რო საერთოდ?? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რატომ ვერ იპოვეს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი დროულად - შსს-ს განმარტება

რატომ ვერ იპოვეს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი დროულად - შსს-ს განმარტება

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ახსნა, რატომ ვერ იპოვეს სამართალდამცველებმა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი დროულად.

როგორც მან შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მათ იმოქმედეს ჭკვიანი კამერებისა და გამოკითხული მოქალაქეების მიერ მითითებული ადგილებით და სწორედ იქ ეძებდნენ გოგონას და მის ავტომანქანას.

"დილით დაახლოებით 10 საათზე ბაჩალეშვილი გავიდა სახლიდან, დაახლოებით 20 წუთში ფიქსირდება ხაიშში ჭკვიანი კამერების ტერიტორიაზე. ის ავტომობილს თავად მართავდა. საეჭვო მარშრუტი, რაც აღმოჩნდა გამოძიების მიერ, ზუსტად ამ მიმართულებით მოხდა დეტალური შესწავლა.

გამოიკითხნენ იქ ადამიანები. ზოგი ფლობდა მანქანის შესაძლო გადაადგილებაზე ინფორმაციას. კამერებზე, სადაც ავტომობილი დაფიქსირდა, იმის იქით, შემთხვევის ადგილიდან 15 გრადუსი რადიუსით არის დაშორებული და ზუსტად ამ მიმართულებაზე არ იყო მოქლააქეების მიერ მითითება.

ეს არ იყო ერთჯერადი გზა, სადაც სამართალდამცველები ეძებდნენ ავტომანქანას. ჩვენ გამოვიყენეთ დრონები, თუმცა იქიდა გამომდინარე, რომ ფიქსაციის ლოკაცია იყო სხვაგან, ამიტომ ვერ მოხერხდა იმ დღეებში ამ მანქანის პოვნა" - აღნიშნა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ოჯახი და სამართალდამცველები 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის გუშინ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში დღეს გადაასვენეს.

ადგილობრივის ინფორმაციით, გოლთეთში ორი ბიჭი თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდა - "ტვ პირველი"

მოწმე ვახტანგ ახვლედიანი ამბობს, რომ შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან

"ვიღაც ქმნის სათანადო საფუძველს, რომ პატიმრობისათვის კანონით დადგენილი ვადა გავიდეს" - რას წერს მირიან ნიკოლაძე "ფეისბუქზე"