პარტნიორები:
    ავტორი:

    "პირველადი დათვალიერებით, ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება" - რას აცხადებს შსს 23 წლის გოგონას გარდაცვალებაზე?

    "პირველადი დათვალიერებით, ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება" - რას აცხადებს შსს 23 წლის გოგონას გარდაცვალებაზე?

    22 ივლისს. 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ამ საკითხზე შსს-ში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა.

    მან მიუსამძიმრა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და საზოგადოებას აცნობა იმ საგამოძიებო-სამუშაოების თაობაზე ინფორმაცია, რაც თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების შემდეგ გატარდა. "პირველადი დათვალიერებით, ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება", - განცხადა ჭელიძემ.

    მისი თქმით, გოგონას ცხედარი ახალგაზრდა მწყემსმა აღმოაჩინა.