სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთხელ მისი მუშაობის მოწმეც გავხდი, ქვევრს ხატავდა..." - რას იგონებდა ფიროსმანის მეზობელი გენიოს მხატვარზე და როგორი იყო 120 წლის წინ თბილისი
"ერთხელ მისი მუშაობის მოწმეც გავხდი, ქვევრს ხატავდა..." - რას იგონებდა ფიროსმანის მეზობელი გენიოს მხატვარზე და როგორი იყო 120 წლის წინ თბილისი

ივა­ნე თოფ­ჩიშ­ვი­ლი კარ­გი თბი­ლი­სე­ლი კაცი იყო. ის გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის პირ­ველ წელს, 1901-ში და­ბა­დე­ბუ­ლა. ვაგ­ზლის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რედ, მა­ლაკ­ნის ქუ­ჩა­ზე, იმ უბან­ში იზ­რდე­ბო­და, სა­დაც გე­ნი­ა­ლურ­მა მხატ­ვარ­მა ნიკო ფი­როს­მან­მა ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბი გა­ა­ტა­რა. ამი­ტომ პა­ტა­რა ივა­ნეს მე­ზობ­ლად ხში­რად უნა­ხავს დიდი მხატ­ვა­რი და მას­ზე გარ­კვე­უ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი მის მეხ­სი­ე­რე­ბა­საც შე­მო­უ­ნა­ხავს, სა­კუ­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა კი ქა­ღალ­დზეც გა­და­უ­ტა­ნია.

რო­გორც ბა­ტო­ნი ივა­ნეს შვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ნინო თოფ­ჩიშ­ვი­ლი-გე­ლაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, - "მამა ბო­ლოს ამი­ერ­კავ­კა­სი­ის რკი­ნიგ­ზის ელექტრო­ფი­კა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი ინ­ჟი­ნე­რი გახ­ლდათ. მა­ნამ­დე მოს­კოვ­ში "გლავკში" მუ­შა­ობ­და. ომის დროს გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის გამო, ლე­ნი­ნის პრე­მი­ის და წი­თე­ლი ვარ­სკვლა­ვის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი გახ­და. უამ­რა­ვი ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი. რკი­ნიგ­ზის მუ­ზე­უმ­ში მის­თვის ერთი ად­გი­ლია გა­მო­ყო­ფი­ლი... 1982 წელს, 81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა... ძველ თბი­ლის­ზე, თა­ვის უბან­ზე მო­გო­ნე­ბებს წერ­და, რო­მე­ლიც 1979 წელს წა­სა­კი­თხად გად­მომ­ცა და მი­თხრა, - ვინც და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, წა­ა­კი­თხეო... მა­მის ეს მო­გო­ნე­ბე­ბი ერთი თვის წინ ჩემს სა­ბუ­თებ­ში ვი­პო­ვე. ეს არის გაყ­ვით­ლე­ბუ­ლი და გაც­რე­ცი­ლი 12-ფურ­ცლი­ა­ნი რვე­უ­ლი, რო­მე­ლიც ცხა­დია, მა­მას ხე­ლი­თაა და­წე­რი­ლი. რო­გორც ჩანს, 1979 წელს მისი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა გა­ზეთ­ში უნ­დო­და, მაგ­რამ ალ­ბათ, არ გა­მო­უქ­ვეყ­ნეს..."

- პი­რა­დად თქვენ­თან სა­უ­ბარ­ში რო­გორ ახ­სე­ნებ­და ნი­კა­ლას?

- ბევ­რი ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარ­და, მაგ­რამ ხში­რად მო­მის­მე­ნია, რო­გორ ამა­ყობ­და, ცო­ცხალ ფი­როს­მანს რომ მო­ეს­წრო და ეტყო­ბო­და, მას­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­უხ­დე­ნია. ჩემი შვი­ლი (ნიკა გე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "რუს­თა­ვი 2"-ის შე­ნო­ბის ნგრე­ვის დროს გარ­და­იც­ვა­ლა) 10 წლის იყო, მამა ამ ქვეყ­ნი­დან რომ წა­ვი­და, მაგ­რამ ხში­რად იგო­ნებ­და, ბა­ბუ­ას რო­გორ დაჰ­ყავ­და ძველ თბი­ლის­ში და რო­გორ უყ­ვე­ბო­და ძველ ამ­ბებს. ჩემ­მა შვილ­მა უფრო მეტი იცო­და მა­მა­ჩე­მის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან... ასე რომ, ივა­ნე თოფ­ჩიშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბი­დან "ფი­როს­მა­ნის უბა­ნი და ფი­როს­მა­ნი", რო­მელ­საც მცი­რე­ო­დე­ნი შე­მოკ­ლე­ბით გთა­ვა­ზობთ, მკა­ფი­ოდ ჩანს დიდი მხატ­ვრის გა­რე­მო და გა­რე­მოც­ვა, ად­გი­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა გვერ­დი­თაც გე­ნი­ოსს ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა უწევ­და.

ფი­როს­მა­ნის უბა­ნი და ფი­როს­მა­ნი

(სტი­ლი და­ცუ­ლია): "ფი­როს­მა­ნის უბა­ნი სულ პა­ტა­რაა. იგი შედ­გე­ბა მხო­ლოდ ორი კვარ­ტა­ლი­სა­გან და მოქ­ცე­უ­ლია ფი­როს­მა­ნის (ყო­ფი­ლი მა­ლაკ­ნის) ქუ­ჩა­სა და რკი­ნიგ­ზის ბა­ქანს შო­რის. ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩის თავ­სა და ბო­ლო­ში უბანს ვაგ­ზლი­სა და მა­ლაკ­ნის (ყო­ფი­ლი ავ­ჭა­ლის) მო­ედ­ნე­ბი ესა­ზღვრე­ბა.

მო­გო­ნე­ბა­ში აღ­წე­რი­ლია ფი­როს­მა­ნის სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 1912-1918 პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც მან ამ უბან­ში გა­ა­ტა­რა. თუმ­ცა ხან­და­ხან იც­ვლი­და თავ­შე­სა­ფარს და დრო­ე­ბით ცხოვ­რობ­და იქ, სა­დაც შეკ­ვე­თას იღებ­და. ოდეს­ღაც ვაგ­ზლის მო­ედ­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი, ვიდ­რე ვა­რან­ცო­ვის (ეხლა მარ­ქსის) მო­ედ­ნამ­დე, მა­ლაკ­ნის და ავ­ჭა­ლის (შემ­დეგ ჩერ­ქე­ზო­ვის, ეხლა საბ­ჭოს) ქუ­ჩე­ბის გავ­ლით, კონ­კა და­დი­ო­და. მარ­თა­ლია, პა­ტა­რა ღია ვა­გო­ნებს სა­ხუ­რა­ვი ჰქონ­და, მგზავ­რებს სი­ცხი­სა და სი­ცი­ვი­სა­გან, წვი­მი­სა და ქა­რი­სა­გან მა­ინც ვერ იცავ­და. კონ­კის მძღო­ლი შოლ­ტის ქნე­ვით მი­ე­რე­კე­ბო­და მსუ­ბუქ ვა­გონ­ში წყვი­ლად შებ­მულ ცხე­ნებს, რომ­ლე­ბიც აუჩ­ქა­რე­ბე­ლი ჩორ­თით ვა­გონს რელ­სებ­ზე მი­ა­გო­რებ­დნენ. ბი­ლე­თე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი კონ­დუქ­ტო­რი ხე­ლის ზა­რით აჩე­რებ­და და შემ­დეგ ისევ აა­მოძ­რა­ვებ­და ხოლ­მე ვა­გონს. რო­დე­საც რა­ღაც მი­ზე­ზის გამო, ვა­გო­ნი ლი­ან­დაგს ას­ცდე­ბო­და და გრუნტზე გა­და­ვი­დო­და, მგზავ­რე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და მათი დახ­მა­რე­ბით მძღო­ლი და კონ­დუქ­ტო­რი ას­წევ­დნენ ვა­გონს, რელ­სებ­ზე იო­ლად შე­ა­გო­რებ­დნენ, რის შემ­დეგ ვა­გო­ნი თა­ვის გზას დინ­ჯად გა­უდ­გე­ბო­და.

დრო­გა­მოშ­ვე­ბით ქუ­ჩა­ში ეტლი ან დრო­გი შეგ­ხვდე­ბო­და. ტრო­ტუ­არ­ზე ან ქუ­ჩის პი­რას ნელი ნა­ბი­ჯით, მძი­მედ დატ­ვირ­თუ­ლი კურტნი­ა­ნი მუშა ჩა­მო­ივ­ლი­და. ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩა­ზე სახ­ლე­ბი უც­ვლე­ლად დგა­ნან, ისე­თი­ვე, რო­გო­რიც ფი­როს­მა­ნის დროს. არც ერთი სახ­ლი არ და­მა­ტე­ბია აქა­უ­რო­ბას, არც მოჰ­კლე­ბია. წარ­სულ­ში, ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იპყრობ­და ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნი დიდი სახ­ლი, რო­მე­ლიც ფი­როს­მა­ნის და ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლის (ყო­ფი­ლი ბა­ტა­რე­ის) ქუ­ჩე­ბის კუ­თხე­ში დგას. მისი კარ­ნი­ზის ქვეშ ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი იყო კვად­რა­ტებ­ში მოქ­ცე­უ­ლი სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის სუ­რა­თი, ამი­ტომ ამ სახ­ლს და­ხა­ტულს უწო­დებ­დნენ. ყო­ველ­თვის, როცა ჩა­ვუვ­ლი­დი, უნდა გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი და სუ­რა­თე­ბი და­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში თა­მარ მე­ფის სუ­რა­თი იყო. დღეს ისი­ნი სა­ღე­ბა­ვე­ბი­თაა და­ფა­რუ­ლი. მა­ლაკ­ნე­ბის ქუ­ჩა­ზე სამ ათე­ულ­ზე მეტი დუ­ქა­ნი იყო, სა­დაც ყო­ფა­ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი და წვრილ­მა­ნი სა­ქო­ნე­ლი იყი­დე­ბო­და. იყო აგ­რეთ­ვე ფეხ­საც­მე­ლე­ბის, მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის, თერ­ძე­ბის და სხვა სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი. სა­მი­კიტ­ნო­ე­ბი ქუ­ჩის თავ­სა და ბო­ლო­ში, მო­ედ­ნე­ბის მე­ზობ­ლად იყო. ახლა, ყო­ფი­ლი დუქ­ნე­ბის სა­თავ­სე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნე­ბად და პა­ტა­რა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ეს აშ­კა­რად ჩანს შე­მორ­ჩე­ნი­ლი და­რა­ბე­ბით. მა­ლაკ­ნის და ფე­ერ­ვერ­კო­ვის (კონ­სტი­ტუ­ცი­ის) ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე, #23 სახ­ლის დიდ სარ­დაფ­ში ღვი­ნის სა­წყო­ბი იყო. სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წლებ­ში ფი­როს­მა­ნი უმ­თავ­რე­სად ამ სარ­დაფ­ში ბი­ნად­რობ­და. თა­ვი­სი უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბიც აქ და­ას­რუ­ლა.1918 წლის მა­ის­ში, მძი­მედ ავად­მყო­ფი ფი­როს­მა­ნი მის­მა ნაც­ნობ­მა მა­ი­სუ­რა­ძემ მო­ი­ნა­ხუ­ლა, რო­მელ­მაც ის მა­შინ­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ეტ­ლით გაგ­ზავ­ნა და თან გა­ა­ყო­ლა ვინ­მე ილია მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ფი­როს­მა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მალე იგი­ვე ბედი ეწია მგა­ლობ­ლიშ­ვილს. მოწ­მე აღა­რა­ვინ დარ­ჩა და არა­ვინ იცის, რო­მელ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა, სად და­ა­საფ­ლა­ვეს ფი­როს­მა­ნი. ასე, სარ­და­ფის კარ­ში გაქ­რა მისი კვა­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ სარ­და­ფის ჩა­სას­ვლე­ლის თავ­ზე და­იდ­გას მე­მო­რი­ა­ლუ­რი დაფა და ყუ­რა­დღე­ბით გა­ი­სინ­ჯოს სარ­და­ფი. შე­იძ­ლე­ბა რამე სა­ყუ­რა­დღე­ბო შე­მორ­ჩა აქა­უ­რო­ბას.

კი­რი­ლე ზდა­ნე­ვიჩს, თა­ვის წიგნ­ში "ფი­როს­მა­ნი", სახ­ლის ნო­მე­რი, სა­ი­და­ნაც ფი­როს­მა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს, #29 აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. ეს სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­ფე­რე­ბა. #29 სახ­ლში ღვი­ნის სარ­და­ფი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ამა­ში ახ­ლაც შე­იძ­ლე­ბა იო­ლად დარ­წმუნ­დეს ადა­მი­ა­ნი. ფი­როს­მა­ნის დრო­ი­დან მა­ლაკ­ნის ქუ­ჩა­ზე სახ­ლე­ბის ნუ­მე­რა­ცია არ შეც­ვლი­ლა. დღე­ვან­დე­ლი ვაგ­ზლის მო­ედ­ნის ად­გი­ლას, პა­ტა­რა მრგვა­ლი სკვე­რი იყო, რო­მელ­საც ფე­ხით ან ეტ­ლით მო­სუ­ლი მგზავ­რე­ბი შე­მო­უვ­ლიდ­ნენ და კი­ბით ვაგ­ზლის მო­საც­დელ დარ­ბაზ­ში ადი­ოდ­ნენ. წარ­მო­სა­დე­გი გა­რეგ­ნო­ბის, სპე­ცი­ა­ლურ ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი შვე­ი­ცა­რი დარ­ბაზ­ში და­დი­ო­და, წეს­რიგს თვალ­ყურს ადევ­ნებ­და და დრო­გა­მოშ­ვე­ბით, დიდი ზა­რის რეკ­ვით აუ­წყებ­და მგზავ­რებს მა­ტა­რებ­ლის წას­ვლის ან მე­ზო­ბე­ლი სად­გუ­რი­დან გა­მოს­ვლის დროს. როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით ხვდე­ბო­და წარ­ჩი­ნე­ბულ მგზავ­რებს. ვაგ­ზლის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს ხე­ე­ბი იყო დარ­გუ­ლი. ეს ად­გი­ლი ეკ­ლე­სი­ის ასა­გე­ბად გახ­ლდათ გან­კუთ­ვნი­ლი. ჩვენ, მოს­წავ­ლე­ე­ბი, ეკ­ლე­სი­ის სა­ძირ­კვლის კურ­თხე­ვის დროს მოგ­ვიყ­ვა­ნეს ამ ად­გილ­ზე, ჩაგ­ვამ­წკრი­ვეს მუნ­დი­რებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი­სა და სამ­ხედ­რო­ე­ბის გვერ­დით, რომ­ლე­ბიც ყუ­რა­დღე­ბით და მო­წი­წე­ბით უს­მენ­დნენ მღვდლის წირ­ვა-ლოც­ვას. ვაგ­ზლის მარ­ცხე­ნა მხა­რეს ზა­ფხუ­ლის ხის პა­ვი­ლი­ო­ნი იდგა გა­რე­უბ­ნის მა­ტა­რებ­ლე­ბის­თვის. ვაგ­ზლის მო­ე­დან­სა და გო­გო­ლის ქუ­ჩას შო­რის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი კვარ­ტა­ლი იყო, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა ხუ­თწლე­დე­ბის პე­რი­ოდ­ში მო­ედ­ნის გა­ფარ­თო­ე­ბის დროს აი­ღეს. აქ იყო სას­ტუმ­რო­ე­ბი, სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ა­ტი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი. ქვე­და სარ­თუ­ლებ­ში დუქ­ნე­ბი და სა­მი­კიტ­ნო­ე­ბი გახ­ლდათ მო­თავ­სე­ბუ­ლი. მათ­ში გა­მო­ირ­ჩე­ო­და სა­მი­კიტ­ნო "ვა­რი­ა­გი", რომ­ლის აბ­რა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი იყო ის­ტო­რი­ა­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი, რუ­სე­თის სა­ზღვაო ფლო­ტის კრე­ი­სერ "ვა­რი­ა­გის" ია­პო­ნი­ის ეს­კად­რას­თან უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლის ეპი­ზო­დი. სწო­რედ ამ სა­მი­კიტ­ნო­ში მოხ­და ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის აღ­მო­ჩე­ნა.

1912 წლის ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე პე­ტერ­ბურ­გი­დან თბი­ლის­ში, მშობ­ლი­ურ სახ­ლში, დედ-მა­მას­თან ჩა­მო­ვიდ­ნენ ძმე­ბი ილია და კი­რი­ლე ზდა­ნე­ვი­ჩე­ბი და მათი სტუ­მა­რი მი­ხე­ილ ლე-დან­ტოუ. ილია პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, კი­რი­ლე და სტუ­მა­რი კი პე­ტერ­ბურ­გის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ. დას­ვე­ნე­ბის გარ­და, მათ მიზ­ნად ჰქონ­დათ და­სა­ხუ­ლი ხალ­ხუ­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის მო­ძებ­ნა და გაც­ნო­ბა, ქარ­თუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის შეს­წავ­ლა და ეტი­უ­დე­ბის, ლექ­სე­ბის წერა. ისი­ნი ოც­ნე­ბობ­დნენ მხატ­ვრო­ბის ახალ ფორ­მებ­სა და ფე­რებ­ზე.ზა­ფხუ­ლის დამ­დეგს, ერთ სა­ღა­მოს, ქა­ლაქ­ში სე­ირ­ნო­ბის დროს ეს სამი სტუ­დენ­ტი ვაგ­ზლის მო­ე­დან­ზე გა­მო­ვი­და. მათი ყუ­რა­დღე­ბა სა­მი­კიტ­ნო "ვა­რი­ა­გის" აბ­რამ მი­ი­პყრო. ნა­ხევ­რად ჩაბ­ნე­ლე­ბულ სა­მი­კიტ­ნო­ში შე­ვიდ­ნენ. როცა თვა­ლი სიბ­ნე­ლეს შე­ეჩ­ვია, და­ი­ნა­ხეს კედ­ლებ­ზე ლა­მა­ზი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სუ­რა­თე­ბი. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი და მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლე­ბი ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ სუ­რა­თებს, რო­მელ­თა ხატ­ვის მა­ნე­რა არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და აკა­დე­მი­ურ ხატ­ვის კა­ნო­ნებს. ბნელ ფონ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი იყო მარ­ტი­ვი, თით­ქმის ბავ­შვუ­რი მი­ა­მი­ტო­ბით აღ­სავ­სე, მაგ­რამ დი­დე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი. ეს იყო ჯერ კი­დევ უც­ნო­ბი, დიდი ნი­ჭის პატ­რო­ნის, უს­წავ­ლე­ლი მხატ­ვრის - ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის ქმნი­ლე­ბე­ბი. ამ სუ­რა­თე­ბის ავ­ტო­რი ახალ­გაზ­რდებ­მა მალე მო­ძებ­ნეს, ესა­უბრნენ მას, რის შემ­დე­გაც ისი­ნი ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ტო­რე­ბი გახ­დნენ. ერთი წლის შემ­დეგ ფი­როს­მა­ნი ცნო­ბი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მოს­კოვ­სა და პე­ტერ­ბურ­გში, რო­გორც თვით­ნას­წავ­ლი, პრი­მი­ტი­ვის­ტუ­ლი შე­დევ­რე­ბის მხატ­ვა­რი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზდა­ნე­ვი­ჩებს შე­უ­ერ­თდა მხატ­ვა­რი შე­ვარ­დნა­ძე. ფი­როს­მა­ნის სა­ხე­ლი გას­ცდა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სა­ზღვრებს. მის ასეთ მა­ღალ შე­ფა­სე­ბას ფი­როს­მა­ნი დუ­მი­ლით შეხ­ვდა.

მა­მა­ჩე­მი რკი­ნიგ­ზა­ში მუ­შა­ობ­და და სახ­ლში დაღ­ლი­ლი რომ ბრუნ­დე­ბო­და, ზოგ­ჯერ ერთ უზალ­თუნს (15 კა­პი­კი) და კვარ­ტი­ან ბოთლს მომ­ცემ­და, ღვი­ნის სა­ყიდ­ლად გამ­გზავ­ნი­და, თან მე­ტყო­და, რო­მელ სა­მი­კიტ­ნო­ში მე­ყი­და. ხა­ლი­სი­ა­ნად გავ­რბო­დი და იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რო­გორ­მე თო­ნე­ში შე­მე­ხე­და და პუ­რის ჩაკ­რო­ბის დროს კი­დევ ერთხელ მე­ნა­ხა თო­ნე­ში ჩა­ყი­რა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მხო­ლოდ ფე­ხე­ბის ტერ­ფე­ბი უჩან­და. მა­ო­ცებ­და ეს სა­ნა­ხა­ო­ბა, მაგ­რამ რა ვი­ცო­დი, რომ იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მე­პუ­რე პუ­რის ჩაკ­რო­ბი­სას გა­ვარ­ვა­რე­ბულ ნაკ­ვერ­ჩხლებ­ში ჩა­ვარ­დნი­ლა.ძა­ლი­ან მხიბ­ლავ­და ჭი­ჭი­ნა­ძის სა­მი­კიტ­ნო მა­ლაკ­ნის ქუჩა #14 სახ­ლში რომ იყო. აქ, კარ­თან, ხელ­მარ­ცხნივ, დიდი კა­რა­დის მსგავ­სი არ­ღა­ნი იდგა. მო­ქე­ი­ფე­ნი შა­ურს ჩა­აგ­დებ­დნენ არ­ღან­ში და ის თვი­თონ იწყებ­და დაკ­ვრას. კედ­ლე­ბი ბნელ ფონ­ზე და­ხა­ტუ­ლი სუ­რა­თე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი. პა­ტა­რა მა­გი­დებ­თან სა­მი­კიტ­ნოს სტუმ­რე­ბი დინ­ჯად ბა­ა­სობ­დნენ. ასე იყო დღი­სით, მაგ­რამ სა­ღა­მოს და და­ღა­მე­ბი­სას, აქ მო­ქე­ი­ფე­ე­ბის ყა­ყა­ნი, ჩოჩ­ქო­ლი იდგა, არ­ღნის და დუ­დუ­კის გაბ­მუ­ლი ხმა ის­მო­და. მო­ედ­ნის მე­ო­რე მხა­რეს ქე­ი­ფის იგი­ვე ატ­მოს­ფე­რო სუ­ფევ­და. აქ უფრო დიდი სა­მი­კიტ­ნო­ე­ბი იყო, რო­მელ­თა კედ­ლე­ბი ასე­ვე გახ­ლდათ მო­ხა­ტუ­ლი. დიდი ალ­ბა­თო­ბით ავ­ჭა­ლის მო­ედ­ნის სა­მი­კიტ­ნო­ე­ბის კედ­ლე­ბი ფი­როს­მა­ნის მიერ იყო მო­ხა­ტუ­ლი.

საბ­ჭოს ქუ­ჩის მარ­ცხე­ნა მხა­რე, ავ­ჭა­ლის მო­ედ­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი, რკი­ნიგ­ზას მიჰ­ყვე­ბა და ბნელ ხიდ­თან მთავ­რდე­ბა. აქ, რკი­ნიგ­ზის ორ ხიდს შო­რის მოქ­ცე­ულ მყუდ­რო ქუ­ჩა­ზე, თით­ქმის ოთხი ათე­უ­ლი წელი ვცხოვ­რობ­დი. ჩემი ბავ­შვო­ბი­სა და ყრმო­ბის დროს ვერ ვამ­ჩნევ­დი, რო­გორ იც­ვლი­და თა­ვის სა­ხეს ძვე­ლი თბი­ლი­სი, მე­ტად­რე პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და რე­ვო­ლუ­ცი­ის პე­რი­ოდ­ში. თან­და­თან იშ­ვი­ა­თი ხდე­ბო­და თბი­ლი­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სცე­ნე­ბი, ზოგი კი თვალ­სა და ხელს შუა ის­პო­ბო­და.აღარ არ­სე­ბობ­და ფი­როს­მა­ნის უბან­ში თუ­ლუხ­ჩე­ბი, თუმ­ცა მე­ზობ­ლად, ჩუ­ღუ­რეთ­ში ისი­ნი ჯერ კი­დევ ზურ­გით უზი­დავ­დნენ მო­სახ­ლე­ო­ბას წყალს. იშ­ვი­ა­თად თუ გა­მოჩ­ნდე­ბო­და და ეზო­ში შე­მო­ვი­დო­და თა­ბა­ხით თავ­ზე, ზურგგა­შე­შე­ბუ­ლი, კო­ლო­რი­ტულ ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი კინ­ტო და შე­მოგ­თა­ვა­ზებ­და სე­ზო­ნის პრო­დუქ­ტებს. მას­თან სი­ტყვა "კინ­ტოს" თქმა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ეწყი­ნე­ბო­და და სა­მა­გი­ე­როს მკვა­ხედ გე­ტყო­და.ერთი-ორ­ჯერ გა­მოჩ­ნდა მო­ხე­ტი­ა­ლე, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სი ილი­კო ქურ­ხუ­ლი. მისი ვი­ო­ლი­ნო და გა­რეგ­ნო­ბა სხვა­ნა­ირ ყუ­რა­დღე­ბას იწ­ვევ­და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. მას პა­ტი­ვის­ცე­მით ვხვდე­ბო­დით და ვა­ცი­ლებ­დით ეზო­დან...

ხში­რად, ჩვე­ნი სახ­ლის წინ ჩა­მო­ივ­ლი­და შუ­ახ­ნის კაცი. ტა­ნით სა­შუ­ა­ლო­ზე ცოტა მა­ღა­ლი, წვე­რულ­ვა­ში­ა­ნი, ჭა­ღა­რა­შე­რე­უ­ლი, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. იგი დინ­ჯად ჩაგ­ვივ­ლი­და თა­მაშ­ში გარ­თულ ბავ­შვებს. თავი ოდ­ნავ მარ­ცხნივ ჰქონ­და გა­დახ­რი­ლი, ზოგ­ჯერ უკან ხელ­დაკ­რე­ფი­ლი; ნი­კაპ­ზე მოკ­ლე წვე­რი ჰქონ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი. თავ­ზე კარ­ტუ­ზი­ა­ნი ქუდი ეხუ­რა, ისე­თი, კინ­ტო­ე­ბი რომ ატა­რებ­დნენ. ხა­ლა­თი და პი­ჯა­კი იყო მისი ჩაც­მუ­ლო­ბა. ყუ­რა­დღე­ბას გა­რე­მოს მი­მართ თა­ვი­სი გულ­გრი­ლო­ბით იქ­ცევ­და. ბო­ლოს ჩვე­ნი თვა­ლი იმ­დე­ნად მი­ეჩ­ვია ამ უც­ნობ ადა­მი­ანს, მისი გა­მო­ჩე­ნა რა­ი­მე გაკ­ვირ­ვე­ბას არ იწ­ვევ­და.ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად, სა­მუ­შაო ტან­საც­მელ­ში გა­მო­ივ­ლი­და, ორი-სამი სხვა­დას­ხვა ზო­მის ცი­ლინ­დრუ­ლი ვედ­რით ხელ­ში, სა­ი­და­ნაც სა­ხა­ტა­ვი ფუნ­ჯე­ბი მო­ჩან­და. რო­გორც ჩანს, მა­ლაკ­ნის ხმა­უ­რი­ან ქუ­ჩას ერი­დე­ბო­და და ჩვენს წყნარ ქუ­ჩა­ზე სი­ა­რულს ამ­ჯო­ბი­ნებ­და. რამ­დენ­ჯერ­მე თვა­ლი მოვ­კა­რი, რო­გორ ჩა­დი­ო­და მა­ლაკ­ნის ქუ­ჩის #23 სახ­ლის სარ­დაფ­ში. შემ­თხვე­ვით, ამ ადა­მი­ა­ნის მუ­შა­ო­ბის მოწ­მეც გავ­ხდი. ჩვენს უბან­ში ფე­ერ­ვერ­კო­ვის ქუ­ჩა­ზე #27 სახ­ლში ვინ­მე გვა­სა­ლი­ას სა­მი­კიტ­ნო იყო. ერთხელ ჩვენ­თვის ეს ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი, ამ სა­მი­კიტ­ნოს წინ, ტრო­ტუ­ა­რის ნა­პი­რას, სა­მი­კიტ­ნოს­თვის აბ­რას ამ­ზა­დებ­და და ჩარ­ჩო­ში ჩას­მულ თუ­ნუქ­ზე ქვევ­რს ხა­ტავ­და. ბავ­შვე­ბი ცოტა მო­შო­რე­ბით ვი­დე­ქით და ვუცქერ­დით. ერთი ჩვე­ნი უბ­ნე­ლი ახალ­გაზ­რდა მხატ­ვარს გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა. მხატ­ვარ­მა ამო­ი­ოხ­რა და გულ­და­წყვე­ტილ­მა ისე თქვა, თით­ქოს თა­ვის თავს ელა­პა­რა­კე­ბო­და: "ჰე, ერთი კარ­გი ფუნ­ჯი და სა­ღე­ბა­ვი მომ­ცა, რა იქ­ნე­ბო­და?" ახალ­გაზ­რდამ უპა­სუ­ხა: "ძია ნიკო, კარ­გი ფუნ­ჯი და სა­ღე­ბა­ვი რას უშ­ვე­ლის, თუ მხატ­ვა­რი უვარ­გი­სია?" ძია ნი­კომ გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა შე­ხე­და, შე­პა­სუ­ხე­ბა არ მო­ი­წო­ნა და ოდ­ნავ აღელ­ვე­ბულ­მა უთხრა: "აბა, ჰკი­თხე ხე­ლო­სანს, რას ნიშ­ნავს მის­თვის კარ­გი ია­რა­ღი? ისე­ვეა მხატ­ვრის­თვის, კარგ ფუნჯს და კარგ სა­ღე­ბა­ვებს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს". ეს მხატ­ვა­რი ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლი იყო.

მას შემ­დეგ დიდ­მა დრომ გან­ვლო, მაგ­რამ ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში დარ­ჩე­ნილ ფი­როს­მანს ვე­რა­ფე­რი ამოშ­ლის. ბევ­რი რამ წა­ვი­კი­თხე მის შე­სა­ხებ, ვნა­ხე სცე­ნა­ზეც და კი­ნო­შიც გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი ფი­როს­მა­ნი და ყო­ველ­თვის სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა მა­წუ­ხებს. ხე­ლოვ­ნე­ბა­ში გა­მო­სა­ხუ­ლი ფი­როს­მა­ნი ისე­თი არ არის, რო­გო­რიც სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გ. გ.
0

მამაჩემიც ამბობდა, ფიროსმანი 23 ნომერში ცხოვრობდა და არა 29-ში.

მგალობლიშვილებიც გამიგია...

ისე კი, ჩვენს უბანში საკმაოდ ბევრი იყო და არის, რბილად რომ ვთქვათ, მსმელები... ეხლა ამ რეპერტუარს სხვა რამეებიც დაემატა - თანამედროვეობას ხომ უნდა გადაუხადო ხარკი... 

რუსო
0

დიდი მადლობა, ჩემი დიდედას თბილისია აღწერილი....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ერთხელ მისი მუშაობის მოწმეც გავხდი, ქვევრს ხატავდა..." - რას იგონებდა ფიროსმანის მეზობელი გენიოს მხატვარზე და როგორი იყო 120 წლის წინ თბილისი

"ერთხელ მისი მუშაობის მოწმეც გავხდი, ქვევრს ხატავდა..." - რას იგონებდა ფიროსმანის მეზობელი გენიოს მხატვარზე და როგორი იყო 120 წლის წინ თბილისი

ივანე თოფჩიშვილი კარგი თბილისელი კაცი იყო. ის გასული საუკუნის პირველ წელს, 1901-ში დაბადებულა. ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, მალაკნის ქუჩაზე, იმ უბანში იზრდებოდა, სადაც გენიალურმა მხატვარმა ნიკო ფიროსმანმა ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა. ამიტომ პატარა ივანეს მეზობლად ხშირად უნახავს დიდი მხატვარი და მასზე გარკვეული მოგონებები მის მეხსიერებასაც შემოუნახავს, საკუთარი შთაბეჭდილება კი ქაღალდზეც გადაუტანია.

როგორც ბატონი ივანეს შვილი, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი, ნინო თოფჩიშვილი-გელაშვილი გვეუბნება, - "მამა ბოლოს ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტროფიკაციის სამმართველოს მთავარი ინჟინერი გახლდათ. მანამდე მოსკოვში "გლავკში" მუშაობდა. ომის დროს გამოგონებული ტექნიკის გამო, ლენინის პრემიის და წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი გახდა. უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. რკინიგზის მუზეუმში მისთვის ერთი ადგილია გამოყოფილი... 1982 წელს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა... ძველ თბილისზე, თავის უბანზე მოგონებებს წერდა, რომელიც 1979 წელს წასაკითხად გადმომცა და მითხრა, - ვინც დაინტერესდება, წააკითხეო... მამის ეს მოგონებები ერთი თვის წინ ჩემს საბუთებში ვიპოვე. ეს არის გაყვითლებული და გაცრეცილი 12-ფურცლიანი რვეული, რომელიც ცხადია, მამას ხელითაა დაწერილი. როგორც ჩანს, 1979 წელს მისი გამოქვეყნება გაზეთში უნდოდა, მაგრამ ალბათ, არ გამოუქვეყნეს..."

- პირადად თქვენთან საუბარში როგორ ახსენებდა ნიკალას?

- ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ ხშირად მომისმენია, როგორ ამაყობდა, ცოცხალ ფიროსმანს რომ მოესწრო და ეტყობოდა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. ჩემი შვილი (ნიკა გელაშვილი, რომელიც "რუსთავი 2"-ის შენობის ნგრევის დროს გარდაიცვალა) 10 წლის იყო, მამა ამ ქვეყნიდან რომ წავიდა, მაგრამ ხშირად იგონებდა, ბაბუას როგორ დაჰყავდა ძველ თბილისში და როგორ უყვებოდა ძველ ამბებს. ჩემმა შვილმა უფრო მეტი იცოდა მამაჩემის მოგონებებიდან... ასე რომ, ივანე თოფჩიშვილის მოგონებიდან "ფიროსმანის უბანი და ფიროსმანი", რომელსაც მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ, მკაფიოდ ჩანს დიდი მხატვრის გარემო და გარემოცვა, ადგილები, ადამიანები, რომელთა გვერდითაც გენიოსს ცხოვრება და მოღვაწეობა უწევდა.

ფიროსმანის უბანი და ფიროსმანი

(სტილი დაცულია): "ფიროსმანის უბანი სულ პატარაა. იგი შედგება მხოლოდ ორი კვარტალისაგან და მოქცეულია ფიროსმანის (ყოფილი მალაკნის) ქუჩასა და რკინიგზის ბაქანს შორის. ფიროსმანის ქუჩის თავსა და ბოლოში უბანს ვაგზლისა და მალაკნის (ყოფილი ავჭალის) მოედნები ესაზღვრება.

მოგონებაში აღწერილია ფიროსმანის სიცოცხლის უკანასკნელი წლების დაახლოებით 1912-1918 პერიოდი, რომელიც მან ამ უბანში გაატარა. თუმცა ხანდახან იცვლიდა თავშესაფარს და დროებით ცხოვრობდა იქ, სადაც შეკვეთას იღებდა. ოდესღაც ვაგზლის მოედნიდან დაწყებული, ვიდრე ვარანცოვის (ეხლა მარქსის) მოედნამდე, მალაკნის და ავჭალის (შემდეგ ჩერქეზოვის, ეხლა საბჭოს) ქუჩების გავლით, კონკა დადიოდა. მართალია, პატარა ღია ვაგონებს სახურავი ჰქონდა, მგზავრებს სიცხისა და სიცივისაგან, წვიმისა და ქარისაგან მაინც ვერ იცავდა. კონკის მძღოლი შოლტის ქნევით მიერეკებოდა მსუბუქ ვაგონში წყვილად შებმულ ცხენებს, რომლებიც აუჩქარებელი ჩორთით ვაგონს რელსებზე მიაგორებდნენ. ბილეთების გამყიდველი კონდუქტორი ხელის ზარით აჩერებდა და შემდეგ ისევ აამოძრავებდა ხოლმე ვაგონს. როდესაც რაღაც მიზეზის გამო, ვაგონი ლიანდაგს ასცდებოდა და გრუნტზე გადავიდოდა, მგზავრები ჩამოდიოდნენ და მათი დახმარებით მძღოლი და კონდუქტორი ასწევდნენ ვაგონს, რელსებზე იოლად შეაგორებდნენ, რის შემდეგ ვაგონი თავის გზას დინჯად გაუდგებოდა.

დროგამოშვებით ქუჩაში ეტლი ან დროგი შეგხვდებოდა. ტროტუარზე ან ქუჩის პირას ნელი ნაბიჯით, მძიმედ დატვირთული კურტნიანი მუშა ჩამოივლიდა. ფიროსმანის ქუჩაზე სახლები უცვლელად დგანან, ისეთივე, როგორიც ფიროსმანის დროს. არც ერთი სახლი არ დამატებია აქაურობას, არც მოჰკლებია. წარსულში, ქუჩაში გამვლელების ყურადღებას იპყრობდა ოთხსართულიანი დიდი სახლი, რომელიც ფიროსმანის და ფოცხვერაშვილის (ყოფილი ბატარეის) ქუჩების კუთხეში დგას. მისი კარნიზის ქვეშ ჩამწკრივებული იყო კვადრატებში მოქცეული სხვადასხვა შინაარსის სურათი, ამიტომ ამ სახლს დახატულს უწოდებდნენ. ყოველთვის, როცა ჩავუვლიდი, უნდა გავჩერებულიყავი და სურათები დამეთვალიერებინა. ყურადღების ცენტრში თამარ მეფის სურათი იყო. დღეს ისინი საღებავებითაა დაფარული. მალაკნების ქუჩაზე სამ ათეულზე მეტი დუქანი იყო, სადაც ყოფაცხოვრების პირველი საჭიროების პროდუქტები და წვრილმანი საქონელი იყიდებოდა. იყო აგრეთვე ფეხსაცმელების, მუსიკალური ინსტრუმენტების, თერძების და სხვა სახელოსნოები. სამიკიტნოები ქუჩის თავსა და ბოლოში, მოედნების მეზობლად იყო. ახლა, ყოფილი დუქნების სათავსები საცხოვრებელ ბინებად და პატარა დაწესებულებებისთვის არის გამოყენებული. ეს აშკარად ჩანს შემორჩენილი დარაბებით. მალაკნის და ფეერვერკოვის (კონსტიტუციის) ქუჩების გადაკვეთაზე, #23 სახლის დიდ სარდაფში ღვინის საწყობი იყო. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ფიროსმანი უმთავრესად ამ სარდაფში ბინადრობდა. თავისი უკანასკნელი დღეებიც აქ დაასრულა.1918 წლის მაისში, მძიმედ ავადმყოფი ფიროსმანი მისმა ნაცნობმა მაისურაძემ მოინახულა, რომელმაც ის მაშინვე საავადმყოფოში ეტლით გაგზავნა და თან გააყოლა ვინმე ილია მგალობლიშვილი. რამდენიმე დღის შემდეგ, ფიროსმანი გარდაიცვალა. მალე იგივე ბედი ეწია მგალობლიშვილს. მოწმე აღარავინ დარჩა და არავინ იცის, რომელ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სად დაასაფლავეს ფიროსმანი. ასე, სარდაფის კარში გაქრა მისი კვალი. კარგი იქნებოდა, რომ სარდაფის ჩასასვლელის თავზე დაიდგას მემორიალური დაფა და ყურადღებით გაისინჯოს სარდაფი. შეიძლება რამე საყურადღებო შემორჩა აქაურობას.

კირილე ზდანევიჩს, თავის წიგნში "ფიროსმანი", სახლის ნომერი, საიდანაც ფიროსმანი საავადმყოფოში წაიყვანეს, #29 აქვს მითითებული. ეს სინამდვილეს არ შეეფერება. #29 სახლში ღვინის სარდაფი არასოდეს ყოფილა. ამაში ახლაც შეიძლება იოლად დარწმუნდეს ადამიანი. ფიროსმანის დროიდან მალაკნის ქუჩაზე სახლების ნუმერაცია არ შეცვლილა. დღევანდელი ვაგზლის მოედნის ადგილას, პატარა მრგვალი სკვერი იყო, რომელსაც ფეხით ან ეტლით მოსული მგზავრები შემოუვლიდნენ და კიბით ვაგზლის მოსაცდელ დარბაზში ადიოდნენ. წარმოსადეგი გარეგნობის, სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილი შვეიცარი დარბაზში დადიოდა, წესრიგს თვალყურს ადევნებდა და დროგამოშვებით, დიდი ზარის რეკვით აუწყებდა მგზავრებს მატარებლის წასვლის ან მეზობელი სადგურიდან გამოსვლის დროს. როცა თავისუფალი იყო, დიდი პატივისცემით ხვდებოდა წარჩინებულ მგზავრებს. ვაგზლის მარჯვენა მხარეს ხეები იყო დარგული. ეს ადგილი ეკლესიის ასაგებად გახლდათ განკუთვნილი. ჩვენ, მოსწავლეები, ეკლესიის საძირკვლის კურთხევის დროს მოგვიყვანეს ამ ადგილზე, ჩაგვამწკრივეს მუნდირებში გამოწყობილი ჩინოვნიკებისა და სამხედროების გვერდით, რომლებიც ყურადღებით და მოწიწებით უსმენდნენ მღვდლის წირვა-ლოცვას. ვაგზლის მარცხენა მხარეს ზაფხულის ხის პავილიონი იდგა გარეუბნის მატარებლებისთვის. ვაგზლის მოედანსა და გოგოლის ქუჩას შორის მოძველებული კვარტალი იყო, რომელიც საბჭოთა ხუთწლედების პერიოდში მოედნის გაფართოების დროს აიღეს. აქ იყო სასტუმროები, სამხედრო კომისარიატი და საცხოვრებელი სახლები. ქვედა სართულებში დუქნები და სამიკიტნოები გახლდათ მოთავსებული. მათში გამოირჩეოდა სამიკიტნო "ვარიაგი", რომლის აბრაზე გამოსახული იყო ისტორიაში კარგად ცნობილი, რუსეთის საზღვაო ფლოტის კრეისერ "ვარიაგის" იაპონიის ესკადრასთან უთანასწორო ბრძოლის ეპიზოდი. სწორედ ამ სამიკიტნოში მოხდა ნიკო ფიროსმანაშვილის აღმოჩენა.

1912 წლის ზაფხულის არდადეგებზე პეტერბურგიდან თბილისში, მშობლიურ სახლში, დედ-მამასთან ჩამოვიდნენ ძმები ილია და კირილე ზდანევიჩები და მათი სტუმარი მიხეილ ლე-დანტოუ. ილია პეტერბურგის უნივერსიტეტის, კირილე და სტუმარი კი პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები იყვნენ. დასვენების გარდა, მათ მიზნად ჰქონდათ დასახული ხალხური ღირსშესანიშნაობების მოძებნა და გაცნობა, ქართული არქიტექტურის შესწავლა და ეტიუდების, ლექსების წერა. ისინი ოცნებობდნენ მხატვრობის ახალ ფორმებსა და ფერებზე.ზაფხულის დამდეგს, ერთ საღამოს, ქალაქში სეირნობის დროს ეს სამი სტუდენტი ვაგზლის მოედანზე გამოვიდა. მათი ყურადღება სამიკიტნო "ვარიაგის" აბრამ მიიპყრო. ნახევრად ჩაბნელებულ სამიკიტნოში შევიდნენ. როცა თვალი სიბნელეს შეეჩვია, დაინახეს კედლებზე ლამაზი, არაჩვეულებრივი სურათები. გაკვირვებულები და მოჯადოებულები ათვალიერებდნენ სურათებს, რომელთა ხატვის მანერა არ ემორჩილებოდა აკადემიურ ხატვის კანონებს. ბნელ ფონზე გამოსახული იყო მარტივი, თითქმის ბავშვური მიამიტობით აღსავსე, მაგრამ დიდებული სურათები. ეს იყო ჯერ კიდევ უცნობი, დიდი ნიჭის პატრონის, უსწავლელი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის ქმნილებები. ამ სურათების ავტორი ახალგაზრდებმა მალე მოძებნეს, ესაუბრნენ მას, რის შემდეგაც ისინი ნიკო ფიროსმანაშვილის ხელოვნების პოპულარიზატორები გახდნენ. ერთი წლის შემდეგ ფიროსმანი ცნობილი იყო საქართველოში, მოსკოვსა და პეტერბურგში, როგორც თვითნასწავლი, პრიმიტივისტული შედევრების მხატვარი. მოგვიანებით ზდანევიჩებს შეუერთდა მხატვარი შევარდნაძე. ფიროსმანის სახელი გასცდა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს. მის ასეთ მაღალ შეფასებას ფიროსმანი დუმილით შეხვდა.

მამაჩემი რკინიგზაში მუშაობდა და სახლში დაღლილი რომ ბრუნდებოდა, ზოგჯერ ერთ უზალთუნს (15 კაპიკი) და კვარტიან ბოთლს მომცემდა, ღვინის საყიდლად გამგზავნიდა, თან მეტყოდა, რომელ სამიკიტნოში მეყიდა. ხალისიანად გავრბოდი და იმაზე ვფიქრობდი, როგორმე თონეში შემეხედა და პურის ჩაკრობის დროს კიდევ ერთხელ მენახა თონეში ჩაყირავებული ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ფეხების ტერფები უჩანდა. მაოცებდა ეს სანახაობა, მაგრამ რა ვიცოდი, რომ იყო შემთხვევები, როცა მეპურე პურის ჩაკრობისას გავარვარებულ ნაკვერჩხლებში ჩავარდნილა.ძალიან მხიბლავდა ჭიჭინაძის სამიკიტნო მალაკნის ქუჩა #14 სახლში რომ იყო. აქ, კართან, ხელმარცხნივ, დიდი კარადის მსგავსი არღანი იდგა. მოქეიფენი შაურს ჩააგდებდნენ არღანში და ის თვითონ იწყებდა დაკვრას. კედლები ბნელ ფონზე დახატული სურათებით იყო დაფარული. პატარა მაგიდებთან სამიკიტნოს სტუმრები დინჯად ბაასობდნენ. ასე იყო დღისით, მაგრამ საღამოს და დაღამებისას, აქ მოქეიფეების ყაყანი, ჩოჩქოლი იდგა, არღნის და დუდუკის გაბმული ხმა ისმოდა. მოედნის მეორე მხარეს ქეიფის იგივე ატმოსფერო სუფევდა. აქ უფრო დიდი სამიკიტნოები იყო, რომელთა კედლები ასევე გახლდათ მოხატული. დიდი ალბათობით ავჭალის მოედნის სამიკიტნოების კედლები ფიროსმანის მიერ იყო მოხატული.

საბჭოს ქუჩის მარცხენა მხარე, ავჭალის მოედნიდან დაწყებული, რკინიგზას მიჰყვება და ბნელ ხიდთან მთავრდება. აქ, რკინიგზის ორ ხიდს შორის მოქცეულ მყუდრო ქუჩაზე, თითქმის ოთხი ათეული წელი ვცხოვრობდი. ჩემი ბავშვობისა და ყრმობის დროს ვერ ვამჩნევდი, როგორ იცვლიდა თავის სახეს ძველი თბილისი, მეტადრე პირველი მსოფლიო ომის და რევოლუციის პერიოდში. თანდათან იშვიათი ხდებოდა თბილისისთვის დამახასიათებელი სცენები, ზოგი კი თვალსა და ხელს შუა ისპობოდა.აღარ არსებობდა ფიროსმანის უბანში თულუხჩები, თუმცა მეზობლად, ჩუღურეთში ისინი ჯერ კიდევ ზურგით უზიდავდნენ მოსახლეობას წყალს. იშვიათად თუ გამოჩნდებოდა და ეზოში შემოვიდოდა თაბახით თავზე, ზურგგაშეშებული, კოლორიტულ ტანსაცმელში გამოწყობილი კინტო და შემოგთავაზებდა სეზონის პროდუქტებს. მასთან სიტყვა "კინტოს" თქმა არ შეიძლებოდა. ეწყინებოდა და სამაგიეროს მკვახედ გეტყოდა.ერთი-ორჯერ გამოჩნდა მოხეტიალე, განათლებული მუსიკოსი ილიკო ქურხული. მისი ვიოლინო და გარეგნობა სხვანაირ ყურადღებას იწვევდა მოსახლეობაში. მას პატივისცემით ვხვდებოდით და ვაცილებდით ეზოდან...

ხშირად, ჩვენი სახლის წინ ჩამოივლიდა შუახნის კაცი. ტანით საშუალოზე ცოტა მაღალი, წვერულვაშიანი, ჭაღარაშერეული, ჩაფიქრებული. იგი დინჯად ჩაგვივლიდა თამაშში გართულ ბავშვებს. თავი ოდნავ მარცხნივ ჰქონდა გადახრილი, ზოგჯერ უკან ხელდაკრეფილი; ნიკაპზე მოკლე წვერი ჰქონდა დატოვებული. თავზე კარტუზიანი ქუდი ეხურა, ისეთი, კინტოები რომ ატარებდნენ. ხალათი და პიჯაკი იყო მისი ჩაცმულობა. ყურადღებას გარემოს მიმართ თავისი გულგრილობით იქცევდა. ბოლოს ჩვენი თვალი იმდენად მიეჩვია ამ უცნობ ადამიანს, მისი გამოჩენა რაიმე გაკვირვებას არ იწვევდა.ძალიან იშვიათად, სამუშაო ტანსაცმელში გამოივლიდა, ორი-სამი სხვადასხვა ზომის ცილინდრული ვედრით ხელში, საიდანაც სახატავი ფუნჯები მოჩანდა. როგორც ჩანს, მალაკნის ხმაურიან ქუჩას ერიდებოდა და ჩვენს წყნარ ქუჩაზე სიარულს ამჯობინებდა. რამდენჯერმე თვალი მოვკარი, როგორ ჩადიოდა მალაკნის ქუჩის #23 სახლის სარდაფში. შემთხვევით, ამ ადამიანის მუშაობის მოწმეც გავხდი. ჩვენს უბანში ფეერვერკოვის ქუჩაზე #27 სახლში ვინმე გვასალიას სამიკიტნო იყო. ერთხელ ჩვენთვის ეს ნაცნობი ადამიანი, ამ სამიკიტნოს წინ, ტროტუარის ნაპირას, სამიკიტნოსთვის აბრას ამზადებდა და ჩარჩოში ჩასმულ თუნუქზე ქვევრს ხატავდა. ბავშვები ცოტა მოშორებით ვიდექით და ვუცქერდით. ერთი ჩვენი უბნელი ახალგაზრდა მხატვარს გამოელაპარაკა. მხატვარმა ამოიოხრა და გულდაწყვეტილმა ისე თქვა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა: "ჰე, ერთი კარგი ფუნჯი და საღებავი მომცა, რა იქნებოდა?" ახალგაზრდამ უპასუხა: "ძია ნიკო, კარგი ფუნჯი და საღებავი რას უშველის, თუ მხატვარი უვარგისია?" ძია ნიკომ გაკვირვებულმა შეხედა, შეპასუხება არ მოიწონა და ოდნავ აღელვებულმა უთხრა: "აბა, ჰკითხე ხელოსანს, რას ნიშნავს მისთვის კარგი იარაღი? ისევეა მხატვრისთვის, კარგ ფუნჯს და კარგ საღებავებს დიდი მნიშვნელობა აქვს". ეს მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი იყო.

მას შემდეგ დიდმა დრომ განვლო, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში დარჩენილ ფიროსმანს ვერაფერი ამოშლის. ბევრი რამ წავიკითხე მის შესახებ, ვნახე სცენაზეც და კინოშიც განსახიერებული ფიროსმანი და ყოველთვის სინანულის გრძნობა მაწუხებს. ხელოვნებაში გამოსახული ფიროსმანი ისეთი არ არის, როგორიც სინამდვილეში იყო.

წაიკითხეთ სრულად