სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რადისონ ბლუ ბათუმი” ადასტურებს, რომ სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა
"რადისონ ბლუ ბათუმი” ადასტურებს, რომ სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა

გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბა­თუმ­ში ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით ჩა­მო­სულ ყა­ზა­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის, კო­რო­ნა­ვირუ­სი რამ­დე­ნი­მე პირს და­უ­დას­ტურ­და. ამ სა­კი­თხზე ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარს არა­ვინ აკე­თებ­და, თუმ­ცა იყო ლა­პა­რა­კი, რომ სას­ტუმ­რო „რე­დი­სო­ნი“, რო­მელ­საც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სტუმ­რობ­დნენ, რამ­დე­ნი­მე ვი­ზი­ტორ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა. ასე­ვე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სას­ტუმ­როს ერთი სარ­თუ­ლი ჩა­კე­ტი­ლი იყო.

კომ­პა­ნი­ა­ში დღეს და­ა­დას­ტუ­რეს, რომ სას­ტუმ­როს ერთ-ერთ სტუ­მარს კო­რო­ნა­ვირუ­სი ნამ­დვი­ლად და­უდ­გინ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა"გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­საც გთა­ვა­ზობთ:

"სას­ტუმ­რო რა­დი­სონ ბლუ ბა­თუ­მის" ერთ-ერთ სტუ­მარს, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, და­უდ­გინ­და კო­ვიდ -19, გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე. ტეს­ტი­რე­ბა ორ­ჯერ ჩა­უ­ტარ­დათ მის თან­მხლებ და მას­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყოფ ყვე­ლა პირს. ტეს­ტე­ბის პა­სუ­ხე­ბი უარ­ყო­ფი­თია. ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­დაყ­ვა­ნი­ლია კა­რან­ტინ­ში და იმ­ყო­ფე­ბი­ან დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ.

კო­ვიდ-19 ის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, სტუ­მა­რი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. სას­ტუმ­რო რა­დი­სო­ნის თა­ნამ­შრობ­ლებ­მა იმოქ­მე­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ად­გილ­ზე მა­შინ­ვე მო­ვიდ­ნენ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის (CDC) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩა­ა­ტა­რეს მოკ­ვლე­ვა და გას­ცეს და­მა­ტე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

ამ დრო­ი­სათ­ვის სას­ტუმ­რო ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას და ემ­სა­ხუ­რე­ბა ტუ­რის­ტებს. ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სია ჩვე­ნი სტუმ­რე­ბის კომ­ფორ­ტი და უსაფრ­თხო­ე­ბა და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ მათ არ შე­ექ­მნათ რა­ი­მე სა­ხის უხერ­ხუ­ლო­ბა“.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქართველოს მოქალაქე ევროპიდან
4

როგორ ჩამოვიდნენ ყაზახეთის მოქალაქეები ტურისტებად, როდესაც საქართველოს მოქალაქე ვერ ჩავსულვარ შვებულებით ჩემს ოჯახში ევროპიდან. 2 კვირა მაქვს შვებულება და მაგასაც კარანტინში ხომ არ გავატარებ?

eko
4

აბა საზღვრები დაკეტილიაო, რომ აცხადებს მთვარობა, გვატყუილებს ესეიგი და იმიტომაც არ გაახმოვანეს ეს ინფორმაცია 1 კვირის წინ. მაგრამ დამალული არაფერიაო ხომ გაგიგიათ და აი გახმაურდა. რატომ იტყუებით არ მისმის?!!! ამას ჩვენც ვამჩნევთ, ქუჩაში ისეთი ადამიანები გვხვდებიან, ეტყობათ რომ ჩამოსულები არიან. თქვენ თავს დააბრალეთ რაც მოგივათ, უფრო კარგად გაუღეთ სტუმბრებს კარი და არც კარანტინში მოათავსოთ, ნახავთ ცოტა ხანში როგორ მოიმატებს და აკი მოიმატა კიდეც,გუშინ 24 ახალი შემთხვევა იყო, დღეს 12-ია. მოკლედ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს მინისტრებო!!! გაგახსენეთ ისე :))))

ავტორი:

"რადისონ ბლუ ბათუმი” ადასტურებს, რომ სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა

"რადისონ ბლუ ბათუმი” ადასტურებს, რომ სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა

გასული კვირის განმავლობაში, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბათუმში ჩარტერული რეისით ჩამოსულ ყაზახეთის მოქალაქეებს შორის, კორონავირუსი რამდენიმე პირს დაუდასტურდა. ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არავინ აკეთებდა, თუმცა იყო ლაპარაკი, რომ სასტუმრო „რედისონი“, რომელსაც ეს ადამიანები სტუმრობდნენ, რამდენიმე ვიზიტორმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სასტუმროს ერთი სართული ჩაკეტილი იყო.

კომპანიაში დღეს დაადასტურეს, რომ სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი ნამდვილად დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ:

"სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმის" ერთ-ერთ სტუმარს, ლუგარის ლაბორატორიაში განმეორებით ჩატარებული ტესტირების შედეგად, დაუდგინდა კოვიდ -19, გამოხატული სიმპტომების გარეშე. ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ მის თანმხლებ და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. ტესტების პასუხები უარყოფითია. ყველა მათგანი გადაყვანილია კარანტინში და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

კოვიდ-19 ის დადასტურებული შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, სტუმარი გადაყვანილი იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სასტუმრო რადისონის თანამშრობლებმა იმოქმედეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით. ადგილზე მაშინვე მოვიდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს მოკვლევა და გასცეს დამატებითი რეკომენდაციები.

ამ დროისათვის სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და ემსახურება ტურისტებს. ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი სტუმრების კომფორტი და უსაფრთხოება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ არ შეექმნათ რაიმე სახის უხერხულობა“.

კლანური დაპირისპირება აფხაზ "პოლიტიკოსებს" შორის და პანდემიის ფონზე გამძაფრებული ეკონომიკური კრიზისი - აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

"წაღებული აქვს მილიონ 350 ათასი დოლარი" -  მშენებლობასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის წევრს ადანაშაულებენ