ხელყუმბარით შეისრაღებულმა მამაკაცმა უკრაინაში პოლიციელი მძევლად აიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„23 ივლისს, 09:05 საათზე, ქალაქ პოლტავაში, ადმინისტრაციული სასამართლოს შენობის გარეთ, სამართალდამცავები შეეცადნენ დაეკავებინათ პირი, რომელიც მანქანის ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი. დაკავების დროს თავდამსხმელმა ამოიღო ხელყუმბარა და მისი აფეთქებით დაიმუქრა. მას თან პოლიციელი ჰყავს,“ - წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლად აყვანილი პოლიციელი ადგილობრივი მთავარი დეტექტივით, პოლიციის პოლკოვნიკ ვიტალი შიიანით ჩაანაცვლა.
ანტონ გერაშჩენკო თქმით, გამტაცებელთან მოლაპარაკებები გრძელდება.