კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკულმა "ზეწოლამ" შედეგი გამოიღო, ხელისუფლება უკან იხევს - რას ეძებს "ფრონტერა" საქართველოში?
ამერიკულმა "ზეწოლამ" შედეგი გამოიღო, ხელისუფლება უკან იხევს - რას ეძებს "ფრონტერა" საქართველოში?

ბოლო დროს ამე­რი­კი­დან მი­ღე­ბუ­ლი უკი­დუ­რე­სად კრი­ტი­კუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბის შემ­დეგ, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, აღარ მო­შა­ლოს „ფრონ­ტე­რა რი­სორ­სიზ ჯორ­ჯია კორ­პო­რე­ი­შენ­თან“ კონ­ტრაქ­ტი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს კომ­პა­ნი­ას, საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნაგ­რძოს სა­წყი­სი სა­კონ­ტრაქ­ტო ტე­რი­ტო­რი­ის იმ ნა­წილ­ში, სა­დაც ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ლა­პა­რა­კია სა­ხელ­მწი­ფოს სა­ძი­ე­ბო ტე­რი­ტო­რი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 1%-ზე, რად­გან ამ ტე­რი­ტო­რი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 99% „ფრონ­ტე­რამ“ სა­არ­ბიტ­რა­ჟო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფოს უკვე და­უბ­რუ­ნა.

მოკ­ლედ, რო­გორც ჩანს, ამე­რი­კულ­მა „ზე­წო­ლამ“ თა­ვი­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უკან და­ი­ხია, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მით უფრო, რომ გზავ­ნი­ლე­ბი აშშ-დან უფრო და უფრო მძაფ­რდე­ბო­და. ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბი თუ კონ­გრეს­მე­ნე­ბი გან­ცხა­დე­ბებ­ში სულ უფრო მკა­ფი­ოდ ახ­სე­ნებ­დნენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მის "არა­ფორ­მა­ლურ, ოლი­გარ­ქი­ულ მმარ­თვე­ლო­ბას" და რუ­სეთ­თან სა­ვა­რა­უ­დო კავ­ში­რებს.

„სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნე­ბით, კერ­ძოდ: სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცია, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად იღებს მა­ღალ შე­ფა­სე­ბას და მი­უ­ხე­და­ვად სა­ხელ­მწი­ფოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გამ­ყა­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ი­სა „ფრონ­ტე­რას­თან“ და­ვა­ში, და­უშ­ვე­ბე­ლია რა­ი­მე ფორ­მით ჩრდი­ლი მი­ად­გეს აღ­ნიშ­ნულ მა­ხა­სი­ა­თე­ბელს. რე­პუ­ტა­ცი­ი­სა და ქვეყ­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მა­ტის უაღ­რე­სად და­დე­ბი­თი აღ­ქმის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ჩვე­ნი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ამო­ცა­ნაა“, - ვკი­თხუ­ლობთ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­შიც ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის უმ­თავ­რეს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორს წარ­მო­ად­გენს, ჩვენ­თვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი და პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში “ფრონ­ტე­რას“ სა­კი­თხი სა­ერ­თოდ არ წარ­მო­ად­გენს გან­ხილ­ვის სა­განს, ჩვენ­თვის ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად არა­სა­სურ­ვე­ლია ამე­რი­კის უაღ­რე­სად მრა­ვალ­ფე­რო­ვან პო­ლი­ტი­კურ სპექტრში ვინ­მეს გა­უჩ­ნდეს სა­ბა­ბი და ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად რუ­ტი­ნუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი დავა გა­მო­ი­ყე­ნოს ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ზი­ა­ნოდ“, - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • რას წარ­მო­ად­გენს „ფრონ­ტე­რა“ და რას ეძებს სა­ქარ­თვე­ლო­ში?

გთა­ვა­ზობთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას: "რო­გორ შეს­ვა პრე­ზი­დენ­ტმა შე­ვარ­დნა­ძემ "ქარ­თუ­ლი" ნავ­თო­ბით სავ­სე ფი­ა­ლა"

ამე­რი­კუ­ლი ნავ­თო­ბკომ­პა­ნია "ფრონ­ტე­რა რი­სორ­სი" 1996 წელს და­არ­სდა და მისი სა­თა­ვო ოფი­სი აშშ-ში მდე­ბა­რე­ობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნია 1997 წლი­დან გა­მოჩ­ნდა და რო­გორც საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ში აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, აწარ­მო­ებს გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის კვლე­ვა-ძი­ე­ბი­სა და მო­პო­ვე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მო­სავ­ლეთ­ში. ამის­თვის და­ა­ფუძნა შპს "ფრონ­ტე­რა ის­ტერნ ჯორ­ჯია", რომ­ლის 50%-საც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის კორ­პო­რა­ცია ფლობს. ანუ გა­მო­დის, რომ ამ კომ­პა­ნი­ის ნა­ხე­ვა­რი სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­შია, რად­გან გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის კორ­პო­რა­ცი­ის აქ­ცი­ე­ბის 100%-ს სს "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი" ფლობს, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­შია, ხოლო გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის კორ­პო­რა­ცი­ის მარ­თვის უფ­ლე­ბა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს.

"ფრონ­ტე­რას" სა­ლი­ცენ­ზიო ფარ­თო­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 5060 კვკმ-ია და მო­ი­ცავს დე­დოფ­ლის­წყა­როს, სიღ­ნა­ღის, სა­გა­რე­ჯოს, გურ­ჯა­ა­ნი­სა და მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნებს.

ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­დან მა­ლე­ვე და­ი­წყო ნავ­თობ­სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, ში­რა­ქის ვე­ლებ­ზე. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რომ კომ­პა­ნი­ის მიერ ჭა­ბურ­ღი­ლი­დან ნავ­თო­ბის პირ­ვე­ლი ამო­ღე­ბა 1-ლ აპ­რილს და­ემ­თხვა, რაც მათი შე­ფა­სე­ბით, საკ­მა­ოდ სიმ­ბო­ლუ­რი იყო, რად­გან კომ­პა­ნი­ის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ არას­დროს ემ­თხვე­ო­და მათ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ნავ­თო­ბი­სა თუ გა­ზის რე­ა­ლურ მო­ცუ­ლო­ბას.

ტა­რი­ბა­ნის ველ­ზე ნავ­თო­ბის ჭა­ბურ­ღი­ლის გახ­სნას ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ეს­წრე­ბო­და და ნავ­თო­ბის აღ­მო­ჩე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ფი­ა­ლი­დან "ქარ­თუ­ლი" ნავ­თო­ბიც გა­სინ­ჯა. შე­ვარ­დნა­ძე ამ­ბობ­და, რომ უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ში­რაქ­ში ნავ­თო­ბის დიდ მა­რაგს მი­აკ­ვლი­ეს, რაც ეკო­ნო­მი­კის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბო­და, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ე­ლებს კი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და უფა­სო ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი ელო­დე­ბო­დათ. მა­შინ­ვე გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ შე­საძ­ლოა რე­ა­ლუ­რად ეს იყო მცდე­ლო­ბა, კარ­გი სი­ახ­ლის გახ­მა­უ­რე­ბით ხელი შე­ე­წყოთ კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბის ფა­სის ზრდის­თვის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე. რო­გორც ჩანს, არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ, რად­გან დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში ქუ­ვე­ი­თე­ლე­ბის ბედს ჯე­რაც შე­ნატ­რი­ან.

  • "ფრონ­ტე­რას" კი­დევ ერთი "აღ­მო­ჩე­ნა"

კი­დევ ერთი ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბა, ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­რა­ცხე­ლი გა­ზის მა­რა­გე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ "ფრონ­ტე­რამ" 2014 წელს გა­ა­კე­თა. ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სტი­ვენ ნი­კან­დრო­სი აცხა­დებ­და, რომ აღ­მო­ა­ჩი­ნეს გა­ზის სა­ბა­დო 42 მი­ლი­არ­დი კუ­ბუ­რი მეტ­რის მო­ცუ­ლო­ბით, რაც მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წინა პი­რო­ბა გახ­დე­ბო­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო დღე­საც პრაქ­ტი­კუ­ლად 100%-ით იმ­პორ­ტი­რე­ბულ გაზს მო­იხ­მარს, ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზის მო­პო­ვე­ბა კი ძა­ლი­ან მცი­რეა (ჯა­მუ­რი წლი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის 0,5%-ზე ნაკ­ლე­ბი). სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე ტო­ვებ­და "ფრონ­ტე­რას" "აღ­მო­ჩე­ნებს". არა­და, წე­სით, ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ე­მახ­ვი­ლე­ბი­ნათ მათ სენ­სა­ცი­ურ მიგ­ნე­ბებ­ზე, რად­გან "ფრონ­ტე­რას" გა­ან­გა­რი­შე­ბით გა­მო­დი­ო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის სამ­ჯერ მეტი გა­ზის რე­სურ­სი ჰქონ­და. ერ­თა­დერ­თი, ვინც მა­შინ ამა­ზე კო­მენ­ტარს აკე­თებ­და, გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის კორ­პო­რა­ცია იყო, სა­დაც აცხა­დებ­დნენ, რომ "ფრონ­ტე­რას" ასე­თი კო­ლო­სა­ლუ­რი მა­რა­გე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მათ­თვის ტექ­ნი­კუ­რი და­სა­ბუ­თე­ბა არ წა­რუდ­გე­ნია.

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც უახ­ლე­სი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ არ­ქივ­მა შე­მოგ­ვი­ნა­ხა. პრე­მი­ე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში "ფრონ­ტე­რას" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რა ივა­ნიშ­ვილ­სა და "ფრონ­ტე­რა სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს, სტი­ვენ ნი­კან­დროსს შო­რის მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ მე­დია ამ შეხ­ვედ­რას არ და­ას­წრეს, თუმ­ცა ამ სა­უ­ბარს მა­შინ­დე­ლი ამე­რი­კის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რი­ჩარდ ნორ­ლან­დი ეს­წრე­ბო­და. რთუ­ლი გა­მო­საც­ნო­ბია, რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს მხა­რე­ებ­მა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი ით­ქვა, რომ შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა უკვე არ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გა­ნი­ხი­ლეს. დღეს კი ამ კომ­პა­ნი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ხოლო ამე­რი­კელ კონ­გრეს­მე­ნებს - ვიწ­რო, მერ­კან­ტი­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში.

  • დავა

ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ამე­რი­კულ "ფრონ­ტე­რა­სა" და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია და­ი­ძა­ბა. 2019 წლის ზა­ფხულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ამ წინა წლის აუ­დი­ტო­რუ­ლი ან­გა­რიშ­გე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­ი­და­ნაც გა­ირ­კვა, რომ ამ უკა­ნას­კნელს "ფრონ­ტე­რას" წი­ნა­აღ­მდეგ სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი ჰქონ­და შე­ტა­ნი­ლი. იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფუი, ეს საქათმე აღარ თავდება?
39

რას ეძებდნენ კონკისკადორები და კოლონიზატორები ამერიკის ინდიელთა

მიწაზე?

Giorgi sixarulidze
704

ამ თეთრმა მელამ და ლავროვმა დაგვასვა საქართველოს თავზე მოღალატე და გამყიდველი ჰალსტუხჭამია და მისი კეიმინალები ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ამერიკულმა "ზეწოლამ" შედეგი გამოიღო, ხელისუფლება უკან იხევს - რას ეძებს "ფრონტერა" საქართველოში?

ამერიკულმა "ზეწოლამ" შედეგი გამოიღო, ხელისუფლება უკან იხევს - რას ეძებს "ფრონტერა" საქართველოში?

ბოლო დროს ამერიკიდან მიღებული უკიდურესად კრიტიკული გზავნილების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ლაპარაკია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

მოკლედ, როგორც ჩანს, ამერიკულმა „ზეწოლამ“ თავისი შედეგი გამოიღო და ხელისუფლებამ უკან დაიხია, დიდი ალბათობით, მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით. მით უფრო, რომ გზავნილები აშშ-დან უფრო და უფრო მძაფრდებოდა. ამერიკელი სენატორები თუ კონგრესმენები განცხადებებში სულ უფრო მკაფიოდ ახსენებდნენ ბიძინა ივანიშვილს, მის "არაფორმალურ, ოლიგარქიულ მმართველობას" და რუსეთთან სავარაუდო კავშირებს.

„სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მუდმივად იღებს მაღალ შეფასებას და მიუხედავად სახელმწიფოს აბსოლუტურად გამყარებული პოზიციისა „ფრონტერასთან“ დავაში, დაუშვებელია რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ მახასიათებელს. რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“, - ვკითხულობთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებაში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მნიშვნელობა.

"ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, ჩვენთვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობებში “ფრონტერას“ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს განხილვის საგანს, ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

  • რას წარმოადგენს „ფრონტერა“ და რას ეძებს საქართველოში?

გთავაზობთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიას: "როგორ შესვა პრეზიდენტმა შევარდნაძემ "ქართული" ნავთობით სავსე ფიალა"

ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა რისორსი" 1996 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი აშშ-ში მდებარეობს. საქართველოში კომპანია 1997 წლიდან გამოჩნდა და როგორც საქმიანობის სფეროში აქვს მითითებული, აწარმოებს გაზისა და ნავთობის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს საქართველოს აღმოსავლეთში. ამისთვის დააფუძნა შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია", რომლის 50%-საც საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია ფლობს. ანუ გამოდის, რომ ამ კომპანიის ნახევარი სახელმწიფო საკუთრებაშია, რადგან გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციების 100%-ს სს "საპარტნიორო ფონდი" ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო გაზისა და ნავთობის კორპორაციის მართვის უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

"ფრონტერას" სალიცენზიო ფართობი საქართველოში 5060 კვკმ-ია და მოიცავს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანისა და მარნეულის რაიონებს.

ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში შემოსვლიდან მალევე დაიწყო ნავთობსაძიებო სამუშაოები დედოფლისწყაროში, შირაქის ველებზე. სპეციალისტები იხსენებენ, რომ კომპანიის მიერ ჭაბურღილიდან ნავთობის პირველი ამოღება 1-ლ აპრილს დაემთხვა, რაც მათი შეფასებით, საკმაოდ სიმბოლური იყო, რადგან კომპანიის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები აღმოჩენილი მარაგების შესახებ არასდროს ემთხვეოდა მათ მიერ მოპოვებული ნავთობისა თუ გაზის რეალურ მოცულობას.

ტარიბანის ველზე ნავთობის ჭაბურღილის გახსნას ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ესწრებოდა და ნავთობის აღმოჩენის აღსანიშნავად ფიალიდან "ქართული" ნავთობიც გასინჯა. შევარდნაძე ამბობდა, რომ უცხოელმა სპეციალისტებმა შირაქში ნავთობის დიდ მარაგს მიაკვლიეს, რაც ეკონომიკისთვის კარგი იქნებოდა, დედოფლისწყაროელებს კი სამუშაო ადგილები და უფასო ნავთობპროდუქტები ელოდებოდათ. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა რეალურად ეს იყო მცდელობა, კარგი სიახლის გახმაურებით ხელი შეეწყოთ კომპანიის აქციების ფასის ზრდისთვის საფონდო ბირჟაზე. როგორც ჩანს, არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან დედოფლისწყაროში ქუვეითელების ბედს ჯერაც შენატრიან.

  • "ფრონტერას" კიდევ ერთი "აღმოჩენა"

კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება, ამჯერად საქართველოში აურაცხელი გაზის მარაგების აღმოჩენის შესახებ "ფრონტერამ" 2014 წელს გააკეთა. ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ნიკანდროსი აცხადებდა, რომ აღმოაჩინეს გაზის საბადო 42 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობით, რაც მომავალში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინა პირობა გახდებოდა. მოგეხსენებათ, საქართველო დღესაც პრაქტიკულად 100%-ით იმპორტირებულ გაზს მოიხმარს, ადგილობრივი გაზის მოპოვება კი ძალიან მცირეა (ჯამური წლიური მოხმარების 0,5%-ზე ნაკლები). საინტერესოა, რომ საქართველოს მთავრობა, ფაქტობრივად, რეაგირების გარეშე ტოვებდა "ფრონტერას" "აღმოჩენებს". არადა, წესით, ყურადღება უნდა გაემახვილებინათ მათ სენსაციურ მიგნებებზე, რადგან "ფრონტერას" გაანგარიშებით გამოდიოდა, რომ საქართველოს თითქმის სამჯერ მეტი გაზის რესურსი ჰქონდა. ერთადერთი, ვინც მაშინ ამაზე კომენტარს აკეთებდა, გაზისა და ნავთობის კორპორაცია იყო, სადაც აცხადებდნენ, რომ "ფრონტერას" ასეთი კოლოსალური მარაგების არსებობის შესახებ მათთვის ტექნიკური დასაბუთება არ წარუდგენია.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც უახლესი წარსულის შესახებ არქივმა შემოგვინახა. პრემიერობის პერიოდში "ფრონტერას" ხელმძღვანელობას ბიძინა ივანიშვილიც შეხვდა. შეხვედრა ივანიშვილსა და "ფრონტერა საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, სტივენ ნიკანდროსს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ბუნებრივია, რომ მედია ამ შეხვედრას არ დაასწრეს, თუმცა ამ საუბარს მაშინდელი ამერიკის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდა. რთული გამოსაცნობია, რის შესახებ ისაუბრეს მხარეებმა დახურულ კარს მიღმა, ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით კი ითქვა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა უკვე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. დღეს კი ამ კომპანიას ხელისუფლების წევრები არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებენ, ხოლო ამერიკელ კონგრესმენებს - ვიწრო, მერკანტილური ინტერესების გატარებაში.

  • დავა

ურთიერთობები ამერიკულ "ფრონტერასა" და საქართველოს ხელისუფლებას შორის ბოლო რამდენიმე წელია დაიძაბა. 2019 წლის ზაფხულში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წინა წლის აუდიტორული ანგარიშგება გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ ამ უკანასკნელს "ფრონტერას" წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი. იხილეთ სრულად

"გადავწყვიტე, ჩამოვცილდე პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობას" - რა გეგმები აქვს დავით ზურაბიშვილს "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შემდეგ

მთავრობის განცხადება ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოს გავლით, სომხეთში სამხედრო მანქანების გადასაყვანად ემზადება

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" -მზადება არჩევნებისთვის; ოპოზიციის გეგმები