მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ნიშნით გამოარჩია ქართული ხარისხის ფონდმა კლინიკა ჰეალაინი და მიანიჭა მას ხარისხის ნიშანი?
რა ნიშნით გამოარჩია ქართული ხარისხის ფონდმა კლინიკა ჰეალაინი და მიანიჭა მას ხარისხის ნიშანი?

„მე თმა ჰე­ა­ლა­ინ­ში გა­და­ვი­ნერ­გე!“ - სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ სი­ტყვებს ამი­ე­რი­დან უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იტყვის, მას შემ­დეგ, რაც თმის აღ­დგე­ნი­თი მე­დი­ცი­ნის სამ­კურ­ნა­ლო სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრს, „ჰე­ა­ლა­ინს“ სა­ქარ­თვე­ლოს ხა­რის­ხის ასო­ცი­ა­ცი­ის­გან „ხა­რის­ხის ნი­შა­ნი - ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხი“ მი­ე­ნი­ჭა. ეს, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ნიშ­ნავს იმა­საც, რომ კლი­ნი­კის საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა რგო­ლი აკ­მა­ყო­ფი­ლებს და­სავ­ლურ სტან­დარ­ტებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ხა­რის­ხის ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, თეა რაზ­მა­ძე ასო­ცი­ა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და „ხა­რის­ხის ნიშ­ნის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სა­ქარ­თვე­ლოს ხა­რის­ხის ასო­ცი­ა­ცია არის ხა­რის­ხის სფე­რო­ში პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო, არა­კო­მერ­ცი­უ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ბიზ­ნე­სის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ხა­რის­ხის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ულ და თვით­მარ­თვე­ლო­ბის პრინ­ცი­პებ­ზე. ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლია, რო­გორც უწყვე­ტი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი­სა­კენ. დღეს, სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მუდ­მი­ვად ეძე­ბენ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, და­არ­წმუ­ნონ დამ­კვე­თი თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი, შე­ი­ძი­ნონ მათი პრო­დუქ­ცია ან ისარ­გებ­ლონ მათი მომ­სა­ხუ­რე­ბით. ერთ-ერთი ასე­თი ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ წარ­მო­ად­გი­ნოს პრო­დუქ­ცი­ის (სა­ქო­ნე­ლი, მომ­სა­ხუ­რე­ბა, სა­მუ­შაო) სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბე­ბი, გა­ცე­მუ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ. სწო­რედ ამი­ტომ, 2003 წელს შე­ვი­მუ­შა­ვეთ შე­სა­ბა­მი­სი მე­თო­დუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და შევ­ქმე­ნით რვა დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ჩვენს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას, პროგ­რა­მის­თვის: “ხა­რის­ხის ნი­შა­ნი - ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხი”, რომ­ლის სერ­ტი­ფი­კა­ტი და ემბლე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას სა­ქარ­თვე­ლოს მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­გორც პრო­დუქ­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ერ­თო ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოწ­მო­ბა.

„ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შა­ნი” კომ­პა­ნი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მი­ი­ღონ მამ­ტკი­ცე­ბე­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და­დას­ტუ­რე­ბა თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცი­ის /მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის შე­სა­ხებ, დამ­კვე­თებ­სა და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს (მაგ: სა­ტენ­დერო კო­მი­ტე­ტებს, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებს და სხვ.) წა­რუდ­გი­ნონ პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ექ­სპერ­ტო შე­ფა­სე­ბი­სა და ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბის ან­გა­რი­ში, რო­გორც მომ­სა­ხუ­რე­ბის ან პრო­დუქ­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ხოლო მომ­ხმა­რე­ბელს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, „ხა­რის­ხის ნიშ­ნით“ ამო­იც­ნოს პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი და მომ­სა­ხუ­რე­ბა. ამას გარ­და, 2005 წლი­დან „სა­ქარ­თვე­ლოს ხა­რის­ხის ასო­ცი­ა­ცია“ ევ­რო­პის ხა­რის­ხის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი წევ­რია ხმი­სა და ვე­ტოს უფ­ლე­ბით. მათი მხრი­დან პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რამ „ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შა­ნი“ უფრო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი გა­ხა­და.

- რა არის ის მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რო­მელ­თაც ით­ვა­ლის­წი­ნებთ კომ­პა­ნი­ე­ბის გან­ხილ­ვის და ხა­რის­ხის ნიშ­ნის მი­ნი­ჭე­ბის დროს?

-პროგ­რა­მის “ხა­რის­ხის ნი­შა­ნი - ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხი“ მი­ზა­ნია სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა გა­მოვ­ლე­ნა და მათ შე­სა­ხებ მომ­ხმა­რე­ბელ­თათ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ხა­რის­ხის ასო­ცი­ა­ცია, კომ­პა­ნი­ებს , რომ­ლე­ბიც ქმნის ხა­რის­ხი­ან პრო­დუქ­ცი­ას/მომ­სა­ხუ­რე­ბას, სთა­ვა­ზობს პროგ­რა­მა­ში „ხა­რის­ხის ნი­შა­ნი -ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხი“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას. პროგ­რა­მა არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კონ­კურ­სის წეს­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, არ ით­ვა­ლის­წი­ნებს პრო­დუქ­ცი­ის შე­და­რე­ბით შე­ფა­სე­ბას. „ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხის ნიშ­ნის“ შე­ფა­სე­ბის პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით ფას­დე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტრა­ტე­გია, მი­სია, მიზ­ნე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ხა­რის­ხის სფე­რო­ში, ასე­ვე, ლი­დერ­თა და პერ­სო­ნა­ლის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ”ხა­რის­ხის ნიშ­ნის” ექ­სპერ­ტე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან და აფა­სე­ბენ ხა­რის­ხის მე­ნე­ჯმენტს, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ ბა­ზას, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბას, ჰი­გი­ე­ნურ და სა­ნი­ტა­რულ ნორ­მებს. ტარ­დე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი და ტეს­ტი­რე­ბე­ბი. ასე­ვე, პროგ­რა­მით დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი­თა და იდუ­მა­ლი კლი­ენ­ტის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით ფას­დე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი. 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში „ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხის ნიშ­ნის“ მფლო­ბე­ლი 150- მდე კომ­პა­ნია გახ­და, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე მათ­გან მხო­ლოდ 50 ინარ­ჩუ­ნებს “ ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხის ნიშ­ნით“ სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის მარ­კი­რე­ბის უფ­ლე­ბას.

- რო­მელ კომ­პო­ნენ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და „ჰე­ა­ლა­ი­ნი“ და რა გახ­და უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ სწო­რედ ამ კომ­პა­ნი­ას მი­ე­ნი­ჭა ხა­რის­ხის ნი­შა­ნი?

- კლი­ნი­კა „ჰე­ა­ლა­ინ ინ­ტერ­ნე­იშნლ“ არის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­თხოვ­ნე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­კენ. კომ­პა­ნია გა­მო­ირ­ჩე­ვა თმის გა­და­ნერგვის ინო­ვა­ცი­უ­რი სის­ტე­მე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვით, მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლით და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბით. პროგ­რა­მით „ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შა­ნი“ შე­ფა­სე­ბის ფარ­გლებ­ში ექ­სპერტთა მიერ ჩა­ტარ­და ყვე­ლა იმ დო­კუ­მენ­ტის ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს მო­თხოვ­ნებს მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის მი­მართ: მომ­სა­ხუ­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა, საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მა­სა­ლე­ბი, პერ­სო­ნა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცია, სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბა, რისკ-მე­ნე­ჯმენ­ტი. შე­მოწ­მდა მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის პრო­ცე­სი პა­ცი­ენ­ტის პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი­დან სა­ბო­ლოო შე­დე­გამ­დე. ყვე­ლა ეტაპ­ზე და­ცუ­ლია სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი; პერ­სო­ნა­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბით.

სა­ექ­სპერ­ტო კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის და შე­ფა­სე­ბის შე­დეგ­თა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით, კლი­ნი­კა „ჰე­ა­ლა­ინ ინ­ტერ­ნე­იშნლ“ მიერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი შე­ე­სა­ბა­მე­ბა პროგ­რა­მით დად­გე­ნი­ლი ხა­რის­ხის უმაღ­ლეს დო­ნეს და კომ­პა­ნი­ას მი­ე­ნი­ჭა „ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხის ნიშ­ნის“ ემბლე­მის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა 3 წლის ვა­დით.

-მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ, რა სტან­დარ­ტე­ბი უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ან დახ­ვე­წოს კომ­პა­ნი­ამ და ამ შემ­თხვე­ვა­ში, „ჰე­ა­ლა­ინ­მა“?

- „ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხის ნიშ­ნის“ მი­ნი­ჭე­ბით ასო­ცი­ა­ცია კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად იღებს უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას კლი­ნი­კის მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღალ ხა­რისხზე. ხა­რის­ხის ნიშ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ კომ­პა­ნია და მის მიერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მუდ­მივ კონ­ტროლს მო­ნი­ტო­რინ­გის გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად.

სწო­რედ ამი­ტომ, სერ­ტი­ფი­კა­ტის მოქ­მე­დე­ბის ვა­და­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ჩა­ტარ­დე­ბა სა­ინ­სპექ­ციო აუ­დი­ტი, რათა და­დას­ტურ­დეს, ინარ­ჩუ­ნებს თუ არა კლი­ნი­კა მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარტს და შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა კლი­ნი­კის ხა­რის­ხის მენ­ჯე­მენ­ტი და მომ­სა­ხუ­რე­ბა ხა­რის­ხის ნიშ­ნით დად­გე­ნილ უმაღ­ლეს დო­ნეს. „ჰე­ა­ლა­ი­ნი“,ამ ეტაპ­ზე , უმაღ­ლეს დო­ნე­ზე აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა მო­თხოვ­ნას და ვი­მე­დოვ­ნებთ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შეძ­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვას. ეს მათ მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, კი­დევ უფრო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვა­ნონ თმის გა­და­ნერგვის სფე­რო­ში მათ მიერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი და ღირ­სე­უ­ლი კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ონ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან კლი­ნი­კებს.

„ჰე­ა­ლა­ი­ნის“ წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი და თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი ირაკ­ლი ბე­ბი­აშ­ვი­ლი ესა­უბ­რა. მისი თქმით, ეს აღი­ა­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი გა­დად­გმუ­ლი დიდი ნა­ბი­ჯია.

- „ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხის” ნიშ­ნის მო­ნი­ჭე­ბა მოხ­და ზ/ა ასო­ცი­ა­ცი­ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ კლი­ნი­კის საქ­მი­ა­ნო­ბის რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი კვლე­ვე­ბის, ტეს­ტი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ­მა პან­დე­მი­ამ მოგ­ვცა სტი­მუ­ლი, რომ გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დრო არ დაგ­ვე­კარ­გა და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის შეგ­ვემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა ის რუ­ტი­ნა, რო­მე­ლიც თან ახ­ლავს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­კე­თე­სო სერ­ვი­სის ან პრო­დუქ­ცი­ის შერ­ჩე­ვა/ამორ­ჩე­ვას. ამი­ე­რი­დან, „ჰე­ა­ლა­ინ ინ­ტერ­ნე­იშნლ“-ს ნამ­დვი­ლად აქვს რა­ო­დე­ნობ­რივ და ობი­ექ­ტუ­რად გა­ზო­მილ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი მამ­ტკი­ცე­ბე­ლი, რომ „ჰე­ა­ლა­ი­ნის“ თმის გა­და­ნერგვის სერ­ვი­სი სა­უ­კე­თე­სოა და შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს, ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხის ფონ­დის ზ/ა ყვე­ლა კრი­ტე­რი­უ­მით. მინ­და შე­ვა­ქო „ჰე­ა­ლა­ი­ნის“ მთე­ლი, უც­ვლე­ლი გუნ­დი და მი­ვუ­ლო­ცო ეს აღი­ა­რე­ბა, არ გვაკ­ლდა უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ აღი­ა­რე­ბე­ბი, მაგ­რამ ეს ხა­რის­ხის ნი­შა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნეა, მით უმე­ტეს, რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც ერ­თი­ო­რად გაგ­ვე­ზარ­და ჩვე­ნი სერ­ვი­სის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე: ხა­რისხს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და მუდ­მი­ვი ამაღ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. „ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხის“ მო­პო­ვე­ბა ნამ­დვი­ლად დიდი სტი­მუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში მოღ­ვა­წე სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რომ ანა­ლო­გი­უ­რად იმოძ­რა­ვონ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის­კენ.

ასე­ვე, ვთვლი, რომ ეს არის ეროვ­ნუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქმე­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან პან­დე­მი­ით შექ­მნი­ლი ახა­ლი რე­ა­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის და და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­თვი­საც ვიქ­ნე­ბით სან­დო­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით სა­სურ­ვე­ლი კლი­ნი­კა, სა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით მოგ­ვმარ­თა­ვენ თმის გა­და­ნერგვის სერ­ვი­სის მი­სა­ღე­ბად, ეს კი ეკო­ნო­მი­კურ ჭრილ­ში ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ტუ­რიზ­მის სფე­როს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ში სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მი იქ­ნე­ბა წამ­ყვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა.

- კონ­კუ­რენ­ტე­ბად ვის მო­ი­აზ­რებ­დით და რა იყო ის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც სწო­რედ თქვენ მი­ი­ღეთ ხა­რის­ხის ნი­შა­ნი?

- თმის გა­და­ნერგვა გუნ­დუ­რი პრო­ცე­დუ­რაა, სა­დაც გა­მოც­დი­ლე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, ერ­თად მუ­შა­ო­ბის დახ­ვე­წი­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ზუს­ტად ამით გა­მო­ვირ­ჩე­ვით, რომ მედ­პერ­სო­ნა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გარ­და, მთე­ლი 16 წე­ლია ერ­თად საქ­მი­ა­ნობს, არის ნო­ვა­ტო­რო­ბა­ზე და პა­ცი­ენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ბევ­რი სი­ახ­ლე ამ დარ­გში და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი გვაქვს, რო­მელ­საც არა მარ­ტო ჩვენ, არა­მედ, სხვა უცხო­უ­რი კლი­ნი­კე­ბიც იყე­ნე­ბენ. გვაქვს უთა­ნა­მედ­რო­ვე­სი აპა­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია და მო­იხ­სე­ნე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ აპა­რა­ტად, თმის გა­და­ნერგვის ყვე­ლა ეტაპს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ნო­ვა­ტო­რუ­ლი მე­თო­დე­ბით: მო­პო­ვე­ბუ­ლი გრაფ­ტე­ბი (თმის ფო­ლი­კუ­ლუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი) 100%-იანი სი­ცო­ცხლის უნა­რი­ა­ნია, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­რე­ცი­პი­ენ­ტო არე­ში კა­ნის სის­ხლით­მო­მა­რა­გე­ბის ხა­რისხს და სა­სურ­ვე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი სიხ­ში­რით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ თმის ჩა­ნერგვას (50-64 გრაფ­ტი/სმ2-ში), ვნერ­გავთ გრძელ თმას, წვერს, წარ­ბებს. FUE უნა­კე­რო მე­თო­დით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ თმის გა­და­ნერგვას ტა­ნი­დან და წვე­რი­დან თავ­ზე (თავ­ზე სა­დო­ნო­რო მა­რა­გის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში). ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ თმის ცვე­ნის მკურ­ნა­ლო­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, მათ შო­რის თრომ­ბო­ცი­ტე­ბით და ცი­ტო­კი­ნე­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი პლაზ­მით. ამ ყვე­ლაფ­რის ერთ-ერთი სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი კი გახ­ლავთ პრო­ფე­სო­რი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში თმის გა­და­ნერგვის დარ­გის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ნიუ-იორკში მოღ­ვა­წე­ობს და უძღვე­ბა „ჰე­ა­ლა­ი­ნის“ კლი­ნი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას. „ჰე­ა­ლა­ი­ნის“ წარ­მა­ტე­ბა­ზე ასე­ვე მე­ტყვე­ლებს თმის გა­და­ნერგვის შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი - თით­ქმის აბ­სო­ლი­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ვინც თმის გა­და­ნერგვის სერ­ვი­სი ჩვენ­თან მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კუ­რენ­ცი­ას, პო­ტენ­ცი­ურ პა­ცი­ენ­ტე­ბად ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს მი­ვიჩ­ნევთ, თმის გა­და­ნერგვის უამ­რა­ვი კლი­ნი­კა არ­სე­ბობს მთელს მსოფ­ლი­ო­ში, თუმ­ცა გა­მორ­ჩე­უ­ლი რა­მო­დე­ნი­მეა და „ჰე­ა­ლა­ინ ინ­ტერ­ნე­იშნლ“-იც მათ შო­რის შე­დის. ამის ნა­თე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა ზ/ა ბოლო ჯილ­დოც - „ხა­რის­ხის ნი­შა­ნი - ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხი“

R

ჯონი
1

ნერგები სად იყიდება თმის....?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა ნიშნით გამოარჩია ქართული ხარისხის ფონდმა კლინიკა ჰეალაინი და მიანიჭა მას ხარისხის ნიშანი?

რა ნიშნით გამოარჩია ქართული ხარისხის ფონდმა კლინიკა ჰეალაინი და მიანიჭა მას ხარისხის ნიშანი?

„მე თმა ჰეალაინში გადავინერგე!“ - სავარაუდოდ, ამ სიტყვებს ამიერიდან უფრო მეტი ადამიანი იტყვის, მას შემდეგ, რაც თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო სამეცნიერო ცენტრს, „ჰეალაინს“ საქართველოს ხარისხის ასოციაციისგან „ხარისხის ნიშანი - ქართული ხარისხი“ მიენიჭა. ეს, ყველაფერთან ერთად, ნიშნავს იმასაც, რომ კლინიკის საქმიანობის ყველა რგოლი აკმაყოფილებს დასავლურ სტანდარტებს.

საქართველოს ხარისხის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თეა რაზმაძე ასოციაციის საქმიანობისა და „ხარისხის ნიშნის შესახებ გვესაუბრება:

- საქართველოს ხარისხის ასოციაცია არის ხარისხის სფეროში პირველი და ერთადერთი არასამთავრობო, არაკომერციული, დამოუკიდებელი და ბიზნესის, მეცნიერებისა და ხარისხის პროფესიონალთა გაერთიანება საქართველოში, დაფუძნებული დემოკრატიულ და თვითმართველობის პრინციპებზე. ჩვენი ასოციაციის საქმიანობა ჩაფიქრებულია, როგორც უწყვეტი ეროვნული მოძრაობა მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტებისაკენ. დღეს, საბაზრო ეკონომიკაში არსებული კონკურენციის პირობებში ორგანიზაციები მუდმივად ეძებენ ალტერნატივას, დაარწმუნონ დამკვეთი თუ მომხმარებელი, შეიძინონ მათი პროდუქცია ან ისარგებლონ მათი მომსახურებით. ერთ-ერთი ასეთი ძირითადი საშუალებაა, ორგანიზაციამ წარმოადგინოს პროდუქციის (საქონელი, მომსახურება, სამუშაო) საუკეთესო ხარისხის დამადასტურებელი მოწმობები, გაცემული დამოუკიდებელი ორგანოების მიერ. სწორედ ამიტომ, 2003 წელს შევიმუშავეთ შესაბამისი მეთოდური უზრუნველყოფა და შევქმენით რვა დებულება, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებას, პროგრამისთვის: “ხარისხის ნიშანი - ქართული ხარისხი”, რომლის სერტიფიკატი და ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, როგორც პროდუქციის მაღალი ხარისხის დამადასტურებელი საერთო ნაციონალური მოწმობა.

„ქართული ხარისხის ნიშანი” კომპანიებს საშუალებას აძლევს, ნებაყოფლობით მიიღონ მამტკიცებელი და ავტორიტეტული დადასტურება თავიანთი პროდუქციის /მომსახურების მაღალი ხარისხის შესახებ, დამკვეთებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს (მაგ: სატენდერო კომიტეტებს, სახელმწიფო ორგანოებს და სხვ.) წარუდგინონ პროგრამით გათვალისწინებული საექსპერტო შეფასებისა და ტესტირების შედეგების ანგარიში, როგორც მომსახურების ან პროდუქციის მაღალი ხარისხის დოკუმენტალური მტკიცებულება, ხოლო მომხმარებელს აძლევს საშუალებას, „ხარისხის ნიშნით“ ამოიცნოს პროფესიონალთა მიერ აღიარებული საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება. ამას გარდა, 2005 წლიდან „საქართველოს ხარისხის ასოციაცია“ ევროპის ხარისხის ორგანიზაციის ნაციონალური წევრია ხმისა და ვეტოს უფლებით. მათი მხრიდან პროექტის მხარდაჭერამ „ქართული ხარისხის ნიშანი“ უფრო ავტორიტეტული და აღიარებული გახადა.

- რა არის ის მთავარი კრიტერიუმები, რომელთაც ითვალისწინებთ კომპანიების განხილვის და ხარისხის ნიშნის მინიჭების დროს?

-პროგრამის “ხარისხის ნიშანი - ქართული ხარისხი“ მიზანია საუკეთესო ხარისხის პროდუქციისა და მომსახურებისა გამოვლენა და მათ შესახებ მომხმარებელთათვის ინფორმაციის მიწოდება. სწორედ ამიტომ, ხარისხის ასოციაცია, კომპანიებს , რომლებიც ქმნის ხარისხიან პროდუქციას/მომსახურებას, სთავაზობს პროგრამაში „ხარისხის ნიშანი -ქართული ხარისხი“ მონაწილეობის მიღებას. პროგრამა არ არის დაფუძნებული კონკურსის წესზე, შესაბამისად, არ ითვალისწინებს პროდუქციის შედარებით შეფასებას. „ქართული ხარისხის ნიშნის“ შეფასების პროგრამის მიხედვით ფასდება ორგანიზაციის სტრატეგია, მისია, მიზნები და ვალდებულებები ხარისხის სფეროში, ასევე, ლიდერთა და პერსონალის მუშაობის შედეგები. თითოეული კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ”ხარისხის ნიშნის” ექსპერტები შეისწავლიან და აფასებენ ხარისხის მენეჯმენტს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, შრომის უსაფრთხოებას, ჰიგიენურ და სანიტარულ ნორმებს. ტარდება ლაბორატორიული კვლევები და ტესტირებები. ასევე, პროგრამით დადგენილი წესებითა და იდუმალი კლიენტის მეთოდის გამოყენებით ფასდება მომსახურების ხარისხი. 17 წლის განმავლობაში „ქართული ხარისხის ნიშნის“ მფლობელი 150- მდე კომპანია გახდა, თუმცა ამ ეტაპზე მათგან მხოლოდ 50 ინარჩუნებს “ ქართული ხარისხის ნიშნით“ საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების მარკირების უფლებას.

- რომელ კომპონენტებს აკმაყოფილებდა „ჰეალაინი“ და რა გახდა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ სწორედ ამ კომპანიას მიენიჭა ხარისხის ნიშანი?

- კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“ არის მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისკენ. კომპანია გამოირჩევა თმის გადანერგვის ინოვაციური სისტემების და ტექნოლოგიების დანერგვით, მაღალკვალიფიციური პერსონალით და მაღალი ხარისხის მომსახურებით. პროგრამით „ქართული ხარისხის ნიშანი“ შეფასების ფარგლებში ექსპერტთა მიერ ჩატარდა ყველა იმ დოკუმენტის ანალიზი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს მომსახურების ხარისხის მიმართ: მომსახურების მოცულობა და გამოცდილება, საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, გამოყენებული სამედიცინო მასალები, პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, შრომის უსაფრთხოება, რისკ-მენეჯმენტი. შემოწმდა მომსახურების გაწევის პროცესი პაციენტის პირველი ვიზიტიდან საბოლოო შედეგამდე. ყველა ეტაპზე დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხოების წესები; პერსონალი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით.

საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შეფასების შედეგთა მაჩვენებლების ანალიზის მიხედვით, კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი შეესაბამება პროგრამით დადგენილი ხარისხის უმაღლეს დონეს და კომპანიას მიენიჭა „ქართული ხარისხის ნიშნის“ ემბლემის გამოყენების უფლება 3 წლის ვადით.

-მინიჭების შემდეგ, რა სტანდარტები უნდა შეინარჩუნოს ან დახვეწოს კომპანიამ და ამ შემთხვევაში, „ჰეალაინმა“?

- „ქართული ხარისხის ნიშნის“ მინიჭებით ასოციაცია კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად იღებს უდიდეს პასუხისმგებლობას კლინიკის მომსახურების მაღალ ხარისხზე. ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების შემდეგ კომპანია და მის მიერ გაწეული მომსახურება ექვემდებარება მუდმივ კონტროლს მონიტორინგის გეგმის შესაბამისად.

სწორედ ამიტომ, სერტიფიკატის მოქმედების ვადაში ყოველწლიურად ჩატარდება საინსპექციო აუდიტი, რათა დადასტურდეს, ინარჩუნებს თუ არა კლინიკა მომსახურების მაღალი სტანდარტს და შეესაბამება თუ არა კლინიკის ხარისხის მენჯემენტი და მომსახურება ხარისხის ნიშნით დადგენილ უმაღლეს დონეს. „ჰეალაინი“,ამ ეტაპზე , უმაღლეს დონეზე აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში შეძლებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ეს მათ მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანონ თმის გადანერგვის სფეროში მათ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი და ღირსეული კონკურენცია გაუწიონ მსოფლიოს წამყვან კლინიკებს.

„ჰეალაინის“ წარმატების შესახებ AMBEBI.GE-ს კლინიკის დირექტორი და თანადამფუძნებელი, პლასტიკური ქირურგი ირაკლი ბებიაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, ეს აღიარება საერთაშორისო სტანდარტებისკენ მიმართული გადადგმული დიდი ნაბიჯია.

- „ქართული ხარისხის” ნიშნის მონიჭება მოხდა ზ/ა ასოციაციის დამოუკიდებელი ექსპერტებისა და მეცნიერების მიერ კლინიკის საქმიანობის რამდენიმეთვიანი კვლევების, ტესტირების საფუძველზე. ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მოგვცა სტიმული, რომ გამოთავისუფლებული დრო არ დაგვეკარგა და ჩვენი მოქალაქეებისთვის შეგვემსუბუქებინა ის რუტინა, რომელიც თან ახლავს საჭიროების შემთხვევაში საუკეთესო სერვისის ან პროდუქციის შერჩევა/ამორჩევას. ამიერიდან, „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ს ნამდვილად აქვს რაოდენობრივ და ობიექტურად გაზომილ მონაცემებზე დაყრდნობილი ავტორიტეტული, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ დოკუმენტალურად გაფორმებული მამტკიცებელი, რომ „ჰეალაინის“ თმის გადანერგვის სერვისი საუკეთესოა და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ქართული ხარისხის ფონდის ზ/ა ყველა კრიტერიუმით. მინდა შევაქო „ჰეალაინის“ მთელი, უცვლელი გუნდი და მივულოცო ეს აღიარება, არ გვაკლდა უცხოური კომპანიების მიერ აღიარებები, მაგრამ ეს ხარისხის ნიშანი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, მით უმეტეს, რომ ვალდებულებებიც და პასუხისმგებლობაც ერთიორად გაგვეზარდა ჩვენი სერვისის მომხმარებლების, განსაკუთრებით კი ჩვენი თანამემამულეების წინაშე: ხარისხს შენარჩუნება და მუდმივი ამაღლება სჭირდება. „ქართული ხარისხის“ მოპოვება ნამდვილად დიდი სტიმულია სამედიცინო სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებისთვის, რომ ანალოგიურად იმოძრავონ ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისკენ.

ასევე, ვთვლი, რომ ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქმედება, ვინაიდან პანდემიით შექმნილი ახალი რეალობის პირობებში ევროპელებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც ვიქნებით სანდოობის თვალსაზრისით სასურველი კლინიკა, სადაც სიამოვნებით მოგვმართავენ თმის გადანერგვის სერვისის მისაღებად, ეს კი ეკონომიკურ ჭრილში ჩვენი სახელმწიფოსთვისაც მნიშვნელოვანია. ეჭვი არ მეპარება, რომ ტურიზმის სფეროს რეაბილიტაციაში სამედიცინო ტურიზმი იქნება წამყვანი მიმართულება.

- კონკურენტებად ვის მოიაზრებდით და რა იყო ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც სწორედ თქვენ მიიღეთ ხარისხის ნიშანი?

- თმის გადანერგვა გუნდური პროცედურაა, სადაც გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ერთად მუშაობის დახვეწილი სულისკვეთება ყველაზე მნიშვნელოვანია. ზუსტად ამით გამოვირჩევით, რომ მედპერსონალი პროფესიონალიზმის გარდა, მთელი 16 წელია ერთად საქმიანობს, არის ნოვატორობაზე და პაციენტების ინტერესებზე ორიენტირებული. ბევრი სიახლე ამ დარგში დაპატენტებული გვაქვს, რომელსაც არა მარტო ჩვენ, არამედ, სხვა უცხოური კლინიკებიც იყენებენ. გვაქვს უთანამედროვესი აპარატურა, რომელიც უნიკალურია და მოიხსენება ინტელექტუალურ აპარატად, თმის გადანერგვის ყველა ეტაპს ვახორციელებთ ნოვატორული მეთოდებით: მოპოვებული გრაფტები (თმის ფოლიკულური გაერთიანებები) 100%-იანი სიცოცხლის უნარიანია, ვითვალისწინებთ სარეციპიენტო არეში კანის სისხლითმომარაგების ხარისხს და სასურველი მაქსიმალური სიხშირით ვახორციელებთ თმის ჩანერგვას (50-64 გრაფტი/სმ2-ში), ვნერგავთ გრძელ თმას, წვერს, წარბებს. FUE უნაკერო მეთოდით ვახორციელებთ თმის გადანერგვას ტანიდან და წვერიდან თავზე (თავზე სადონორო მარაგის არარსებობის შემთხვევაში). ვახორციელებთ თმის ცვენის მკურნალობას თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის თრომბოციტებით და ციტოკინებით გამდიდრებული საკუთარი პლაზმით. ამ ყველაფრის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი კი გახლავთ პროფესორი თამაზ თამაზაშვილი, საქართველოში და ამიერკავკასიაში თმის გადანერგვის დარგის დამფუძნებელი, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში მოღვაწეობს და უძღვება „ჰეალაინის“ კლინიკურ საქმიანობას. „ჰეალაინის“ წარმატებაზე ასევე მეტყველებს თმის გადანერგვის შედეგით კმაყოფილი პაციენტები - თითქმის აბსოლიტური უმრავლესობა, ვინც თმის გადანერგვის სერვისი ჩვენთან მიიღო.

რაც შეეხება კონკურენციას, პოტენციურ პაციენტებად ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს მივიჩნევთ, თმის გადანერგვის უამრავი კლინიკა არსებობს მთელს მსოფლიოში, თუმცა გამორჩეული რამოდენიმეა და „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-იც მათ შორის შედის. ამის ნათელი მტკიცებულებაა ზ/ა ბოლო ჯილდოც - „ხარისხის ნიშანი - ქართული ხარისხი“

R

ყველაზე გავრცელებული მეთოდები, როგორ ითვისებენ უკანონოდ მოხუცების ქონებას?

კომპანია „ალმამ“ GOLDEN BRAND-ის მიმდინარე წლის დაჯილდოებაზე N1 სარეკლამო კომპანიის ტიტული მიიღო

ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის აქციაა