სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, წესის აგება დაკრძალვის წინ არაა რაღაც მაგიური რიტუალი..." - რას წერს დეკანოზი
"გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, წესის აგება დაკრძალვის წინ არაა რაღაც მაგიური რიტუალი..." - რას წერს დეკანოზი

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის წე­სის აგე­ბის ქრის­ტი­ა­ნულ ტრა­დი­ცი­ა­ზე გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს:

"ხალ­ხო, ქრის­ტი­ა­ნე­ბო, ნუ იქ­ნე­ბით ცრუ­მორ­წმუ­ნე­ე­ბი. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის წე­სის აგე­ბა არ არის მის­თვის იმ­ქვეყ­ნი­უ­რი სამ­ყო­ფე­ლის ავ­ტო­მა­ტუ­რად მო­წყო­ბა. ნუ გგო­ნი­ათ, რომ ავუ­გებთ წესს, ამით "და­ვა­ჭერთ" იმ ჯა­დოს­ნურ ღი­ლაკს, გა­ი­ღე­ბა სა­სუ­ფევ­ლის კა­რე­ბი და უფალ­თან ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. ეს ცრურ­წმე­ნაა. რა­ტომ­ღაც ჩვენს, ქრის­ტი­ა­ნო­ბის უცოდ­ნელ ხალ­ხს, წე­სის აგე­ბა საქ­მის ჩა­წყო­ბა-მოგ­ვა­რე­ბა ჰგო­ნია ღმერ­თთან. თუნ­დაც მო­ნათ­ლუ­ლი იყოს კაცი, თუ ცხოვ­რე­ბა ურ­წმუ­ნო­ე­ბა­ში, სი­ბო­რო­ტე­ში და მო­უ­ნა­ნი­ე­ბელ ცოდ­ვებ­ში გა­ა­ტა­რა, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ებ­მა და ეპის­კო­პო­სებ­მა ერ­თად რომ აუ­გონ წესი, მა­ინც ვე­რა­ფერს უშ­ვე­ლის უფ­ლის სამ­სჯავ­როს წი­ნა­შე, რად­გან "ღმერ­თთან არაა მი­კერ­ძო­ე­ბა" (რომ. 2,11) და ვერც საქ­მეს ჩა­უ­წყობთ ვე­რა­ვის. გა­ი­გეთ, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, წე­სის აგე­ბა დაკ­რძალ­ვის წინ არაა რა­ღაც მა­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლი, რომ შე­ას­რუ­ლო მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის და სა­სუ­ფე­ველ­ში მო­უგ­ვა­რო საქ­მე. წე­სის აგე­ბა იმ­ქვეყ­ნი­უ­რი სახ­ლის აგე­ბა არ გე­გო­ნოთ. წე­სის აგე­ბა არის ბოლო დიდი პა­ნაშ­ვი­დი, სა­ბო­ლოო დიდი ლოც­ვა-ვედ­რე­ბა უფ­ლის წი­ნა­შე, რომ მან მი­ი­ბა­როს და შე­ი­წყა­ლოს მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სული. სხვა და­ნარ­ჩე­ნიც და ყვე­ლა­ფე­რიც, რაც მას უფალ­თან წარ­დგო­მი­სას ელის, და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის პი­რად რწმე­ნა­ზე იესო ქრის­ტე­სად­მი და ცხოვ­რე­ბა­ში აღ­სრუ­ლე­ბულ კე­თილ საქ­მე­ებ­ზე. შე­ას­რუ­ლეთ თუ სა­ჭი­რო გახ­და მიც­ვა­ლე­ბუ­ლის გა­ცი­ლე­ბის ეს წესი, მაგ­რამ სწო­რად და ქრის­ტი­ა­ნუ­ლად გეს­მო­დეთ მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა.ნუ გახ­დე­ბით ვინ­მეს­გან ამი­თი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის მსხვერ­პლი. ღმერ­თმა და­ი­ფა­როს ყვე­ლა!", - წერს დე­კა­ნო­ზი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ise
1

არსებობს ძველი ხატი -აქეთ დიდი მღვდელმთავარია კუბოში, მთელი სამღვდელოება, მოქვითინე ერი ესწრება წესის აგებას და მიცვალებულის სული ჯოჯოხეთში მიდის და მეორე მხარეს კი ღატაკი უსახლკარო უპატრონოდ მოკვდა და დიდებით შებრძანდება მისი სული სასუფეველში (ახლა ამას ნუ გავიგებთ უკუღმა, რომ ყველა ბომჟი სასუფეველში მიდის და ყველა მღვდელმთავარი ჯოჯოხეთში ).

ana
39

ეს თამაზა მოგვაშორეთ ძალიან გთხოვთ, ხომ მოიწყო ბრუკნერის წყალობით თბილი და უზრუნველი ცხოვრება, დაეტიოს და ევა ჩაიგდოს.

ან აქ რას წარმოადგენდა და ან იქ რას წარმოადგენს. მუხლებში უვარდებოდა იმ კაცს, ოღონდ გერმანიის ჰაერი ჩაესუნთქა. 

მისი აზრები არ გვაინტერესებს: უმადური ადამიანი, გაუნათლებელი და გაუწონასწორებელია.

ავტორი:

"გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, წესის აგება დაკრძალვის წინ არაა რაღაც მაგიური რიტუალი..." - რას წერს დეკანოზი

"გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, წესის აგება დაკრძალვის წინ არაა რაღაც მაგიური რიტუალი..." - რას წერს დეკანოზი

დეკანოზი თამაზ ლომიძე მიცვალებულისთვის წესის აგების ქრისტიანულ ტრადიციაზე განმარტებას აკეთებს:

"ხალხო, ქრისტიანებო, ნუ იქნებით ცრუმორწმუნეები. მიცვალებულისთვის წესის აგება არ არის მისთვის იმქვეყნიური სამყოფელის ავტომატურად მოწყობა. ნუ გგონიათ, რომ ავუგებთ წესს, ამით "დავაჭერთ" იმ ჯადოსნურ ღილაკს, გაიღება სასუფევლის კარები და უფალთან ყველაფერი რიგზეა. ეს ცრურწმენაა. რატომღაც ჩვენს, ქრისტიანობის უცოდნელ ხალხს, წესის აგება საქმის ჩაწყობა-მოგვარება ჰგონია ღმერთთან. თუნდაც მონათლული იყოს კაცი, თუ ცხოვრება ურწმუნოებაში, სიბოროტეში და მოუნანიებელ ცოდვებში გაატარა, მსოფლიოს ყველა ეკლესიებმა და ეპისკოპოსებმა ერთად რომ აუგონ წესი, მაინც ვერაფერს უშველის უფლის სამსჯავროს წინაშე, რადგან "ღმერთთან არაა მიკერძოება" (რომ. 2,11) და ვერც საქმეს ჩაუწყობთ ვერავის. გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, წესის აგება დაკრძალვის წინ არაა რაღაც მაგიური რიტუალი, რომ შეასრულო მიცვალებულისთვის და სასუფეველში მოუგვარო საქმე. წესის აგება იმქვეყნიური სახლის აგება არ გეგონოთ. წესის აგება არის ბოლო დიდი პანაშვიდი, საბოლოო დიდი ლოცვა-ვედრება უფლის წინაშე, რომ მან მიიბაროს და შეიწყალოს მიცვალებულის სული. სხვა დანარჩენიც და ყველაფერიც, რაც მას უფალთან წარდგომისას ელის, დამოკიდებულია მხოლოდ მიცვალებულის პირად რწმენაზე იესო ქრისტესადმი და ცხოვრებაში აღსრულებულ კეთილ საქმეებზე. შეასრულეთ თუ საჭირო გახდა მიცვალებულის გაცილების ეს წესი, მაგრამ სწორად და ქრისტიანულად გესმოდეთ მისი მნიშვნელობა.ნუ გახდებით ვინმესგან ამითი მანიპულაციის მსხვერპლი. ღმერთმა დაიფაროს ყველა!", - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.