კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამკაცრებული ზომები თუშეთის გზაზე - პოლიცია ყველა მძღოლს ალკოტესტზე შეამოწმებს
გამკაცრებული ზომები თუშეთის გზაზე - პოლიცია ყველა მძღოლს ალკოტესტზე შეამოწმებს

თუ­შე­თის გზა­ზე გამ­კაც­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი მოქ­მე­დებს. პო­ლი­ცია გზა­ზე მოძ­რავ ყვე­ლა ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლს ალ­კო­ტესტს უტა­რე­ბენ. კა­ხე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სო­ფელ ომა­ლოს­თან დგა­ნან და შემსვლე­ლი და გამ­სვე­ლე­ლი მან­ქა­ნე­ბის მძღო­ლებს სიმ­თვრა­ლე­ზე ამოწ­მე­ბენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა მას შემ­დეგ გახ­და სა­ჭი­რო, რაც ყო­ველ­წლი­უ­რად ამ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ათო­ბით ადა­მი­ა­ნი ავა­რი­ით იღუ­პე­ბო­და, მი­ზე­ზად კი მძღო­ლის ნას­ვამ მდგო­ნა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა სა­ხელ­დე­ბა.

თუ­შე­თის გამ­გებ­ლის, ლადო კა­ხო­ი­ძის თქმით, პო­ლი­ცის ინი­ცი­ა­ტი­ა­ვით შე­ირ­ჩა სო­ფე­ლი ომა­ლო, რად­გან მთი­დან წამ­სვლე­ლი და შემსვლე­ლი მან­ქა­ნე­ბი სწო­რედ ამ გზას გა­დი­ან.

რო­გორც ის ამ­ბობს, მო­ე­წყო პოს­ტი, სა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში დგა­ნან და მძღო­ლებს სიმ­თვრა­ლე­ზე ამოწ­მე­ბენ, რომ გზით გა­მოწ­ვე­უ­ლი საფრ­თხე­ბი თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი და უსაფრ­თხო­ე­ბა იყოს და­ცუ­ლი.

"თუ­შეთ­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი ახლა აქ­ტი­ურ­დე­ბა, იწყე­ბა დღე­ო­ბე­ბი და ხალ­ხიც ბევ­რი იქ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს ზო­მე­ბი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და უნდა ით­ქვას, რომ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვამ გა­ა­მარ­თლა და შე­დე­გი არის კარ­გი.

წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით არ გვაქვს არ­ცერ­თი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. პო­ლი­ცია ისეთ ლო­კა­ცი­ა­ზე დგას, სა­დაც გზე­ბი იყო­ფა და სხვა­დას­ხვა სოფ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის. ვფიქ­რობ ეს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია" - აღ­ნიშ­ნა ლადო კა­ხო­ი­ძემ.

კა­ხეთ­ში ტუ­რის­ტე­ბის­თვის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლი თუ­შე­თია. მთამ­დე მი­სას­ვლე­ლი ექ­სტრე­მა­ლუ­რი და სა­ხი­ფა­თო გზა კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის. ბა­რი­დან მთის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ერ­თა­დერ­თი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა სო­ფელ ლე­ჩუ­რი­დან იწყე­ბა. მგზავ­რებს დახ­ლო­ე­ბით 50 კი­ლო­მეტ­რი ვიწ­რო და ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უწევთ მგზავ­რო­ბა.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იმა­ტებს. თუმ­ცა, ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბო­და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბიც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თუ­შე­თის გზა მსოფ­ლი­ოს სა­ში­ში გზე­ბის ათე­ულ­შია შე­სუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

ორი კვირის წინ ვიმოგზაურებთ გადასარევად. Როგორც მანდ მოძრაობენ მძღოლები ყველგან, რომ მასე იყოს ავარია არ მოხდებოდა. Ისეთი გზის დათმობა და თავაზიანი მისალმებები იყო იტირებდით. 

ტიტველი
46

მაშ უნდა ველოდოთ ჯახს პოლიციასა და ადგილობრივებს შორის, ეგ ისეთი გზაა ფხიზელი ვერ გაივლი, ასევე მაგ გზას მიუჩვეველი და ქალაქელი მძღოლებიც ვერ გაივლიან რაც არ უნდა ფხიზელი იყო, მთავარია ყოველდღიურად თითონ გზის გაწმენდას მიხედონ და ტექნიკამაც იმუშაოს ოპერატიულად

sponsored by ContentRoom
ავტორი:

გამკაცრებული ზომები თუშეთის გზაზე - პოლიცია ყველა მძღოლს ალკოტესტზე შეამოწმებს

გამკაცრებული ზომები თუშეთის გზაზე - პოლიცია ყველა მძღოლს ალკოტესტზე შეამოწმებს

თუშეთის გზაზე გამკაცრებული ზომები მოქმედებს. პოლიცია გზაზე მოძრავ ყველა ავტომანქანის მძღოლს ალკოტესტს უტარებენ. კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სოფელ ომალოსთან დგანან და შემსვლელი და გამსველელი მანქანების მძღოლებს სიმთვრალეზე ამოწმებენ.

აღნიშნული ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოველწლიურად ამ მონაკვეთებზე ათობით ადამიანი ავარიით იღუპებოდა, მიზეზად კი მძღოლის ნასვამ მდგონარეობაში ყოფნა სახელდება.

თუშეთის გამგებლის, ლადო კახოიძის თქმით, პოლიცის ინიციატიავით შეირჩა სოფელი ომალო, რადგან მთიდან წამსვლელი და შემსვლელი მანქანები სწორედ ამ გზას გადიან.

როგორც ის ამბობს, მოეწყო პოსტი, სადაც სამართალდამცველები 24 საათის განმავლობაში დგანან და მძღოლებს სიმთვრალეზე ამოწმებენ, რომ გზით გამოწვეული საფრთხები თავიდან იქნას აცილებული და უსაფრთხოება იყოს დაცული.

"თუშეთში ტურისტული სეზონი ახლა აქტიურდება, იწყება დღეობები და ხალხიც ბევრი იქნება. აქედან გამომდინარე ეს ზომები არის მნიშვნელოვანი და უნდა ითქვას, რომ ამ ინიციატივამ გაამართლა და შედეგი არის კარგი.

წინა წლებთან შედარებით არ გვაქვს არცერთი უბედური შემთხვევა. პოლიცია ისეთ ლოკაციაზე დგას, სადაც გზები იყოფა და სხვადასხვა სოფლების მიმართულებით მიდის. ვფიქრობ ეს პრევენციული ზომები ძალიან მნიშვნელოვანია" - აღნიშნა ლადო კახოიძემ.

კახეთში ტურისტებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და მიმზიდველი ადგილი თუშეთია. მთამდე მისასვლელი ექსტრემალური და სახიფათო გზა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მოგზაურებისთვის. ბარიდან მთის მიმართულებით, ერთადერთი საავტომობილო გზა სოფელ ლეჩურიდან იწყება. მგზავრებს დახლოებით 50 კილომეტრი ვიწრო და ექსტრემალურ სიტუაციაში უწევთ მგზავრობა.

ამის მიუხედავად, მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს. თუმცა, ყოველწლიურად იზრდებოდა უბედური შემთხვევებიც. აღსანიშნავია, რომ თუშეთის გზა მსოფლიოს საშიში გზების ათეულშია შესული.

"გახდა აგრესიული, ხმაურობდა... შემდეგ დაბრუნდა ოთახში და მეოთხე სართულიდან გადახტა" - შსს-ს განცხადება საკარანტინო ზონაში მომხდარ ინციდენტზე

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს თავს დაესხა - შსს-ს განცხადება

"რთული პაროლი ექნებოდა... საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არ შეინახავდა" - რას ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი წაშლილ ფაილებზე