ავტორი:

"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილის ახლობლებს ყინულზე ეთქვათ უარი" - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს განცხადება

"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილის ახლობლებს ყინულზე ეთქვათ უარი" - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს განცხადება

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ყინულზე უარი ეთქვა. ამის შესახებ მათ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებას პასუხობენ.

"უპირველეს ყოვლისა, გამოვთქვამთ მწუხარებას თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ამ დრომდე მიმდინარეობდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად დასრულებულია. ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და ესწრებოდა ოჯახის მიერ წარდგენილი პირი. ამ მომენტისთვის ბიურო მზად არის ოჯახს გადასცეს გარდაცვლილის ცხედარი.

სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბიუროს გარდაცვლილის ახლობლებმა მოთხოვეს ყინული და მათ ბიუროს მხრიდან ეთქვათ უარი. ასეთი შინაარსის კომუნიკაცია ბიუროს ექსპერტებსა და ოჯახის წარმომადგენლებს შორის არ შემდგარა. აქვე განვმარტავთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს სპეციალური, შესაბამისი დანადგარები, რომელშიც ხდება გვამის განთავსება იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის წევრების მიერ არ მიიღება გადაწყვეტილება გარდაცვლილის გადასვენების შესახებ.

აღნიშნული პროცედურა არაერთხელ განხორციელებულა ბიუროში. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა ბიურო მზად არის განათავსოს გარდაცვლილის ცხედარი სპეციალურ სირვცეში, ოჯახის მხრიდან გაადასვენების მზაობის გამოთქმამდე.ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება და არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, საექსპერტო დაწესებულებას არ გამოუყენებია ყინული ან, სხვა რაიმე სახის ე.წ. სარიტუალო აღჭურვილობა.ბიურო მზად არის, იმოქმედოს ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად და მათ მიერ დასახელებულ ნებისმიერ დროს მოხდეს გვამის გადასვენება" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა აღნიშნა, რომ გუშინ ცხედარი სახლში ვერ გადაასვენეს, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ამის მიზეზად, ყინულის არქონა დაასახელა.

"გვითხრეს, ძალიან ისეთ მდგომარეობაში ვართო... თან ყინული არ გვაქვსო და ამიტომ შევფერხდით.

ჩემი ბიძაშვილი იყო იქ და ასე უთხრეს. არ გვაქვს ამჟამადო, მერე რუსთავში ირბინეს ბიჭებმა. ყინული ჩვენ ვიშოვეთ და დილით გადმოვასვენებთ ცხედარს" - აღნიშნა გარდაცვლილის მამამ "მთავარის" ეთერში.

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, გუშინ თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

"ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი, შენთან ჩამოვედი, შენს წასაყვანად", - გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის დედის მიმართვა

კლანური დაპირისპირება აფხაზ "პოლიტიკოსებს" შორის და პანდემიის ფონზე გამძაფრებული ეკონომიკური კრიზისი - აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა