საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წერილი არ მინახავს, საბუთები წაიღეს... წამლები ე.წ. "კოსმეტიჩკაში" ელაგა" - დატოვა თუ არა გარდაცვლილმა თამარ ბაჩალიაშვილმა წერილი?
"წერილი არ მინახავს, საბუთები წაიღეს... წამლები ე.წ. "კოსმეტიჩკაში" ელაგა" - დატოვა თუ არა გარდაცვლილმა თამარ ბაჩალიაშვილმა წერილი?

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, სა­დაც 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მის მიერ ოჯა­ხის­თვის და­ტო­ვე­ბუ­ლი წე­რი­ლიც ნა­ხეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "პრა­იმ­თა­იმ­მა" გა­ავ­რცე­ლა. გა­მო­ცე­მის მტკი­ცე­ბით, წე­რილ­ში არის ასე­თი ფრა­ზა: „ანა­ბარ­ზე თან­ხაა, გა­მო­ი­ყე­ნეთ“.

ცნო­ბი­ლია, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან სხვა­დას­ხვა ნივ­თებ­თან ერ­თად, კრი­მი­ნა­ლის­ტებ­მა მე­დი­კა­მენ­ტე­ბიც ამო­ი­ღეს. ამო­ღე­ბუ­ლი ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ambebi.ge ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც არ აკონ­კრე­ტე­ბენ, რა სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზეა ლა­პა­რა­კი.

"მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ამო­ღე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი ნივ­თე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლად რა ნივ­თე­ბი, ამას ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებთ", - გვი­თხრეს უწყე­ბა­ში.

ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს:

- წე­რი­ლის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი, გარ­დაც­ვლი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ბევ­რი ნივ­თი ამო­ი­ღეს, თუმ­ცა იქ წე­რი­ლი არ მი­ნა­ხავს. სა­ბუ­თე­ბი ამო­ი­ღეს და წა­ი­ღეს. ამას­თა­ნა­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია რა­ღაც წამ­ლე­ბი, ისი­ნი ე.წ. "კოს­მე­ტი­ჩკა­ში" ელა­გა, რო­მე­ლიც ხელ­ჩან­თა­ში იდო. ამო­ი­ღეს სა­ბუ­თე­ბი, თან­ხა და ა.შ. ყვე­ლა­ფერს ნა­ხავს და და­ად­გენს ექ­სპერ­ტი­ზა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი რომ დას­რულ­დე­ბა, მერე ყვე­ლა­ფე­რი მე­ცო­დი­ნე­ბა, წი­ნას­წარ დას­კვნებს არ გა­ვა­კე­თებ. ვეც­დე­ბი, ყვე­ლა კი­თხვა­ზე მი­ვი­ღო პა­სუ­ხი. აქ ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბია, ყვე­ლა­ფე­რი. ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ცხე­და­რი, ვფიქ­რობ, იმა­ვე დღე­საა გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი, რა დღე­საც გა­უ­ჩი­ნარ­და.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
63

ვინც მოკლა იმან დაუწერა ფაქტია, რომ თვითმკვლელობა ეფიქრათ. ფაქტია მაგ სამსახურიდან მოკლეს, რადგან ისიც იცოდნენ, რომ ანაბარზე თანხა ქონდა. ნატქვამი ექნებოდა ტანამშრომლებისთვის ვაგროვებო ალბათ.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"წერილი არ მინახავს, საბუთები წაიღეს... წამლები ე.წ. "კოსმეტიჩკაში" ელაგა" - დატოვა თუ არა გარდაცვლილმა თამარ ბაჩალიაშვილმა წერილი?

"წერილი არ მინახავს, საბუთები წაიღეს... წამლები ე.წ. "კოსმეტიჩკაში" ელაგა" - დატოვა თუ არა გარდაცვლილმა თამარ ბაჩალიაშვილმა წერილი?

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტომანქანაში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, სამართალდამცველებმა მის მიერ ოჯახისთვის დატოვებული წერილიც ნახეს. ამის შესახებ ინფორმაცია "პრაიმთაიმმა" გაავრცელა. გამოცემის მტკიცებით, წერილში არის ასეთი ფრაზა: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“.

ცნობილია, რომ ავტომანქანიდან სხვადასხვა ნივთებთან ერთად, კრიმინალისტებმა მედიკამენტებიც ამოიღეს. ამოღებული ნივთმტკიცებულებების შესახებ ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც არ აკონკრეტებენ, რა სახის მტკიცებულებებზეა ლაპარაკი.

"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულია გარკვეული ნივთები და კონკრეტულად რა ნივთები, ამას ვერ დავაკონკრეტებთ", - გვითხრეს უწყებაში.

ასევე დავუკავშირდით თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს:

- წერილის შესახებ არაფერი ვიცი, გარდაცვლილის ავტომანქანიდან ბევრი ნივთი ამოიღეს, თუმცა იქ წერილი არ მინახავს. საბუთები ამოიღეს და წაიღეს. ამასთანავე, ამოღებულია რაღაც წამლები, ისინი ე.წ. "კოსმეტიჩკაში" ელაგა, რომელიც ხელჩანთაში იდო. ამოიღეს საბუთები, თანხა და ა.შ. ყველაფერს ნახავს და დაადგენს ექსპერტიზა. საგამოძიებო მოქმედებები რომ დასრულდება, მერე ყველაფერი მეცოდინება, წინასწარ დასკვნებს არ გავაკეთებ. ვეცდები, ყველა კითხვაზე მივიღო პასუხი. აქ ყველაფერი დასაშვებია, ყველაფერი. ისეთ მდგომარეობაშია ცხედარი, ვფიქრობ, იმავე დღესაა გოგონა გარდაცვლილი, რა დღესაც გაუჩინარდა.

ნანა ფიცხელაური

არჩილ გაგნიძის ადვოკატის თქმით, შაქარაშვილის ჩანთაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის დნმ არ აღმოჩნდა, პროკურორის განცხადებით კი, დნმ-ის პასუხები ჯერ არ მიუღიათ

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობდა, რომ მას ვიღაცამ შუბლის არეში მიაყენა დაზიანება" -  შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან გ.მ.-ს ადვოკატი - "არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან"