კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, წესები კი მკაცრდება
თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, წესები კი მკაცრდება

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დე­და­ქა­ლაქ­ში პარ­კი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის ჯა­რი­მე­ბი იზ­რდე­ბა, წე­სე­ბი კი მკაცრ­დე­ბა.

რო­გორც მან თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კი­სა და პარ­კი­რე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში, მე­რი­ამ მო­ამ­ზა­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, სა­დაც მთე­ლი რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი იყო გა­წე­რი­ლი. პარ­ლა­მენ­ტმა კი ეს კა­ნო­ნი მი­ი­ღო.

„ვფიქ­რობ ამ ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც პარ­კი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა, ყვე­ლა­ნა­ი­რად იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და ქა­ლაქ­ში ყვე­ლამ იცო­დეს თა­ვი­სი ად­გი­ლი.

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ად­გილ­ზე სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პარ­კი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჯა­რი­მა არ­სე­ბუ­ლი 10 ლა­რის ნაც­ვლად, გახ­და 50 ლარი. ეს სივ­რცე­ე­ბი არის გა­მო­ყო­ფი­ლი მხო­ლოდ A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის.

ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის და­მუხ­ტვის­თვის გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლებ­ზე გვაქვს შემ­თხვე­ვე­ბი, რომ არის ამ ად­გი­ლებ­ში არა ელექტრო­მო­ბი­ლე­ბი, არა­მედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი დგა­ნან, რაც სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას უქ­მნის ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც იყო 10 ლარი, გახ­დე­ბა 50 ლარი.

ასე­ვე, პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლებ­ზე სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე, სა­დაც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი თვე­ო­ბით და წლო­ბით იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, კოტე აფხა­ზის და სხვა ქუ­ჩებ­ზე, სე­რი­ო­ზულ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნი­და რო­გორც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, ასე­ვე სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლებს, აქაც ჯა­რი­მა 10 ლა­რი­დან 100 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და, გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხვე­ვა­ში კი გა­ორ­მაგ­დე­ბა ჯა­რი­მა და იქ­ნე­ბა 200 ლარი.

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გზა­ზე მი­ტო­ვე­ბა მფლო­ბელს მხო­ლოდ 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლე­ბა, მეტი დრო­ით გა­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის მე­სა­კუთ­რე და­ჯა­რიმ­დე­ბა 50 ლა­რით. აკ­რძა­ლუ­ლი ნიშ­ნის „აქ დგო­მა აკ­რძა­ლუ­ლია“ და ა.შ. მო­თხოვ­ნის და­უც­ვე­ლო­ბი­სას კი ჩვენს უფ­ლე­ბებს, მან­ქა­ნის ბლო­კი­რე­ბის უფ­ლე­ბაც და­ე­მა­ტე­ბა.

პარ­კი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე სა­ჯა­რი­მო ქვით­რის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­უ­ბა­რებ­ლო­ბის ან ჩა­ბა­რე­ბა­ზე უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჯა­რი­მო ქვი­თა­რი ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, ხოლო თუ პირი პარ­კი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის გა­მო­წე­რილ ჯა­რი­მას 10 კა­ლენ­და­რულ დღე­ში გა­და­იხ­დის მას ჯა­რი­მის თან­ხა 20 პრო­ცენ­ტით შე­უმ­ცირ­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სი-თი ზენი
0

2023 ამ ჯარიმებსაც ჩამოწერენ - არ გადაიხადოთო ?

ვოოტ
0

ცალსახად მივესალმები ჩვენი მერის ინიციატივას, რომ ყველამ თავის ადგილი იცოდეს და მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით - ვინ უნდა ჰყიდდეს ნივრის მწნილს სამტრედიის ბაზარში?!...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, წესები კი მკაცრდება

თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, წესები კი მკაცრდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, წესები კი მკაცრდება.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკისა და პარკირების რეფორმის ფარგლებში, მერიამ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, სადაც მთელი რიგი ცვლილებები იყო გაწერილი. პარლამენტმა კი ეს კანონი მიიღო.

„ვფიქრობ ამ ცვლილებების გატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემები, რაც პარკირების მიმართულებითაა, ყველანაირად იყოს მოწესრიგებული და ქალაქში ყველამ იცოდეს თავისი ადგილი.

ცვლილებების თანახმად, A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ ადგილზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების პარკირების შემთხვევაში, ჯარიმა არსებული 10 ლარის ნაცვლად, გახდა 50 ლარი. ეს სივრცეები არის გამოყოფილი მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.

ელექტრომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ადგილებზე გვაქვს შემთხვევები, რომ არის ამ ადგილებში არა ელექტრომობილები, არამედ ჩვეულებრივი ავტომობილები დგანან, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის ელექტრომობილების მფლობელებს. შესაბამისად, ჯარიმა, რომელიც იყო 10 ლარი, გახდება 50 ლარი.

ასევე, პარკირების ადგილებზე სხვადასხვა რაიონებში განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც ავტომობილები თვეობით და წლობით იყო გაჩერებული, მაგალითად, კოტე აფხაზის და სხვა ქუჩებზე, სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სხვა ავტომობილების მძღოლებს, აქაც ჯარიმა 10 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა, განმეორებით შემთხვევაში კი გაორმაგდება ჯარიმა და იქნება 200 ლარი.

სატრანსპორტო საშუალებების გზაზე მიტოვება მფლობელს მხოლოდ 3 თვის განმავლობაში შეეძლება, მეტი დროით გაჩერების შემთხვევაში ავტომობილის მესაკუთრე დაჯარიმდება 50 ლარით. აკრძალული ნიშნის „აქ დგომა აკრძალულია“ და ა.შ. მოთხოვნის დაუცველობისას კი ჩვენს უფლებებს, მანქანის ბლოკირების უფლებაც დაემატება.

პარკირების წესების დარღვევაზე საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის ან ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებ-ვერდზე გამოქვეყნდება, ხოლო თუ პირი პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის მას ჯარიმის თანხა 20 პროცენტით შეუმცირდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

"სასტუმროებში სამკურნალოდ არ გადავლენ ბავშვები და 65 წელს გადაცილებული პაციენტები" - საკარანტინო სივრცეში ინფიცირებულების მკურნალობა დღეიდან იწყება

ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება

წელს "თბილისობა" არ გაიმართება - კახა კალაძე