23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. 5 დღის წინ დაკარგული გოგონას ცხედარს თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ მანქანაში მიაგნეს..
მეზობლებისა და ოჯახის ახლობლების განცხადებით, გამოძიებამ არაეფექტურად იმუშავა.
როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, შეუძლებელია გამოძიებას ვერ დაენახა მანქანა, რომელიშიც 23 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მათი თქმით, ტყის ტერიტორია პატარაა და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო იქ მანქანის ვერპოვნა.
ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გარადცვლილი გოგონას მამამ.
„აი ჩვენი მთავრობა, აი ჩვენი პოლიცია, ვეხვეწები 5 დღეა, ხალხო, ბავშვი დავკარგე, ხალხო, ვითომ გადიან საძებრად. ერთ ადგილას თქვეს, ვიყავითო და მივედი იმ ადგილას სოფელში და მითხრეს, არანაირი პოლიცია აქ არ ყოფილაო, აი, აქედან დამებადა ეჭვი უკვე. დეტალები უკვე გაიგო მეუღლემ, ვინ დარეკა, არ ვიცი. აწამეს და მოკლეს ბავშვი, 100-პროცენტიანი აქედან მოტყუებით გაიყვანეს... ეს ყველაფერი მოდის სამსახურის მხრიდან, ზეწოლის ქვეშ იყო, მეორე კიდე სხვა ვარიანტიც, ვიღაცა ბიჭმა მოიტაცა, არ ვიცი, სამსახურიდან რო მოდიოდა სულ ნატირები იყო, არ ვიცი, ვერსია ბევრია", - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.