საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1073-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 907-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში მე-16 პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5692 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 275.
როცა პიკი იყო 4-5 შემთხვევა იყო და ახლა ახლოვდება არჩევნები?
რა კომენტარი? სუფრას ვერ ავაგლიჯეთ ეს ქართველები, არაფერი არ ჭრის... არც რეკომენდაცია, არც შიში...იცხოვრონ როგორც უნდათ,უსაქმურების ქვეყანააა