კვლევები ჩაატარეს და ნახეს, რომ საბურთალოზე ცუდი მდგომარეობა ჰქონდათ, იფიქრეს, რა გავაკეთოთ, რომ ელისაშვილს მოვუგოთო და დააყენეს დავით სერგეენკო ,- ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.
მისი თქმით, დავით სერგეენკო მაღალი რეიტინგის მქონე და მისთვის ღირსეული კონკურენტია.
"ჩემთვის სასიამოვნო იყო, დავინახე, რომ ჩემი ეშინიათ. ჩემი ეშინიათ და ამიტომ დაასახელეს დავით სერგეენკო. კვლევებსაც ატარებდნენ და ნახეს, რომ ვიღაც ხარახურას, მაგალითად მამუკა მდინარაძისნაირი ან დანარჩენი პოლიტიკურ ჯართში ჩასაბარებელი ჯართის დაყენების შემთხვევაში, პირველ ტურში წააგებდნენ საბურთალოს.
ბიძინა ივანიშვილი იპოდრომზე პარკს გააკეთებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეშინიათ ჩემთან არ წააგონ არჩევნები“, - აღნიშნა ელისაშვილმა.