რამდენიმე დღის წინ საზოგადოება შეძრა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გადაღებულმა კადრებმა, სადაც ჩანს, როგორ დაგლიჯა ძაღლმა 67 წლის ქალი. დაშავებული ამ დრომდე კლინიკაშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.
სოციალურ ქსელში ფაქტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ნაწილი, რომლებიც ძაღლს იცნობდნენ ამბობდნენ, რომ ის აგრესიული პატრონის ქმედებება გახადა.
კერძოდ, სამოქალაქო აქტივისტი და გადაცემა "სხვა შუადღის" თანაწამყვანი ქეთა გაბუნია წერდა, რომ აღნიშნულ პიდბულს პატრონი ძაღლების დაგლეჯვაში ავარჯიშებდა.
როგორ უნდა აღვზარდოთ ძაღლი ისე, რომ აგრესიული არ იყოს და რომელი კანონი უნდა იცოდეს ძაღლის პატრონმა. ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტუალურ თემებზე გადაცემა "დღის თემის" სტუმრებმა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარმა იურისტმა კახაბერ იოსელიანმა და ზოოფსიქოლოგმა გია მჭედლიშვილმა ისაუბრეს:
კახაბერ იოსელიანი: "მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. სამწუხაროა, რომ მოსახლეობა არ იცავს იმ წესებს, რომელის აუცილებელია მებრძოლი ჯიშის ძაღლის ყოლისას.
რა წესებია ეს - ზოგადად, თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, ცხოველების მოვლა პატრონობის წესების შემუშავება მინდობილი აქვთ მუნიციპალიტეტებს. იქ გაწერილია პატრონის ვალდებულებები.
პატრონის ერთ-ერთი ვალდებულებაა დაიცვას ცხოველის გადაადგილების წესი. თბილისში ასეთი წესი გვაქვს, ცხოველის გადაადგილება არადეკორატიული ჯიშის შემთვევაში ხდება დილის 7 საათიდან 23 საათამდე, გრძელი საბმელითა და ალიკაპით ან მოკლე საბმელით (50 სმ-იანი).
რაც შეეხება შუაღამის საათებს, მოცემულ საათებში ძაღლის გადაადგილება შეიძლება საბმელის გარეშე, მაგრამ უნდა ეკეთოს ალიკაპი. თბილისში აღნიშნული საკითხის ადმინისტრირებას ცხოველთა მონიტორიუნგის სააგენტო ახორციელებს. 24 საათის განმავლობაში ეკიპაჟები აკონტროლებენ მოვლა პატრონოს წესებს. ჩვენ თვის განმავლობაში ათეულობით ჯარიმას ვწერთ უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე. გვაქვს განმეორებით დარვევებიც".
გია მჭედლიშვილი, ზოოფსიქოლოგი: "სასურველია ძაღლის აღზრდა ცემით და ყვირილით არ მოხდეს. რაც შეეხება მიდგომას, ძაღლთან ყველაფერი მშვიდად უნდაა გააკეთოთ, არ არის კარგი დამუქრება გაზეთით ან ჯოხით. ასეევე რაც მნიშვნელოვანია, არ უნდა მოხდეს ძაღლისთვის სტრეს-ფაქტორების შექმნა.
და რაც მთავარია, როცა ძაღლს ზრდით მის მიმართ უნდა გქონდთ დამოკიდებულება, როგორც ცხოველის მიმართ და არ უნდა გააადამიანოთ. ამას ბალანსი შემოაქვს პატრონსა და ძაღლს შორის ურთიერთობაში.
მაგალითად, მიზანშეწონილი არ არის მისი საწოლში ჩაწვენა, თქვენ რომ საჭმელს მიირთმევთ, მაგ მისთვის დროს საკვების მიღება, დაბადების დღეების გადახდა - ბუნებაში ასეთი რამეები ფიზიკურად არ ხდება. არც ერთ ცხოველს დაბადების დღეს არ უხდიან.
არ მოუსმინოთ ვიღაც უნიჭოს გადაუხადეთ დაბადების დღეები გაათამამედ ლოგინშიც ჩაიწვინეთ და ნახავთ ყოველი დღე ვისაც ძაღლი გყავთ სიყვარულით სავსე იქნება და ვისაც ზოგადად ძაღლი არ უყვარს ის საერთოდ ადამიანიც სრ მგონია უგულო ბოროტი არსება და ეს ძაღლების წინააღმდეგი პროპაგანდა ამირან გამყრელიძემ დაიწყო ისტერიული ქალივით ატიქა ცოფია მაწანწალა ძაღლები ამოწყვიტეთო და გამოდის მერე კიდე და კაი ადამიანობაზე აქვს პრეტენზია მიდით კეთილო ქართველებო მიადექით ეხლა ყველაზე კეთილ არსებებს ესეთი გაბოროტებული ერი ნეტავ თუ არსებობს კიდევ სადმე? შიზოფრენიკების ნაცია სწორედ გვიწოდეს რუსებმა!
მართალია ეს პიროვნება ვინც დააკომენტარა ძაღლს არა მხოლოდ დაბადების დღეეები უნდა გადაუხადოთ არამედ იუბილეებიც სასურველია ფილარმონიაში ხოლო ლოგინში ჩაწვენას რაც შეეხება საწოლი აუცილებლად ორადგილიანი უნდა იყოს და რბილი მატრასით რადგან შეიძლება მაგარ მატრასზე შეწუხდეს და რომ გაღიზიანდეს მერე შემორიგებას რამხელა დრო და ნერვები უნდა,ჩაი ან ყავა ცხელი არ უნდა იყოს და აუცილებლად ლოგინში უნდა მიართვათ რადგან დილიდანვე კარგ ხასიათზე რომ იყოს თან აუცილებლად შეეკითხეთ ზედ რას დააყოლებს