მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის მდინარე აჭყვაში თევზების მასობრივად დახოცვის მიზეზი - გარემოს ზედამხედველობის სამსახური წყლის სინჯებს აიღებს
რა არის მდინარე აჭყვაში თევზების მასობრივად დახოცვის მიზეზი - გარემოს ზედამხედველობის სამსახური წყლის სინჯებს აიღებს

ქო­ბუ­ლეთ­ში მდი­ნა­რე აჭყვა­ში თევ­ზე­ბი იხო­ცე­ბა - ამის შე­სა­ხებ ქო­ბუ­ლე­თის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა AMBEBI.GE- ის­თან ისა­უბ­რა.

ბონ­დო თე­დო­რა­ძე ამ­ტკი­ცებს, რომ თევ­ზე­ბის და­ღუპ­ვა ციტ­რუ­სის ნარ­ჩე­ნებ­მა გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც ციტ­რუ­სის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნი­დან გა­ი­ტა­ნეს და მდი­ნა­რე­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ყა­რეს. თე­დო­რა­ძის თქმით, ნარ­ჩე­ნე­ბი პირ­და­პირ ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყრია, რაც თევ­ზე­ბის და­ღუპ­ვას­თან ერ­თად, ცუდს სუნ­საც ტო­ვებს.

"ციტ­რუ­სის ნარ­ჩე­ნე­ბი მდი­ნა­რე აჭყვა­ში შე­უშ­ვეს, ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა მი­ვი­ღეთ. პატ­რო­ნი არ გვყავს", - გა­ნა­ცხა­და ბონ­დო თე­დო­რა­ძემ. თა­ვის მხრივ, ქო­ბუ­ლე­თის მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მდი­ნა­რე­ში თევ­ზე­ბის და­ხოც­ვა სა­წარ­მო­ე­ბის მიერ მდი­ნა­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას არ გა­მო­უწ­ვე­ვია. ქო­ბუ­ლე­თის მე­რი­ა­ში ეკო­ლო­გი­ურ საფრ­თხეს გა­მო­რი­ცხა­ვენ.

"მინ­და მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დო, რომ მდი­ნა­რე აჭყვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სუნი და დის­კომ­ფორ­ტი არ არის კონ­კრე­ტუ­ლად რა­ი­მე ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის შე­დე­გი, რო­გორც ამას აცხა­დებს ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი, მათ მო­სახ­ლე­ო­ბა შეჰ­ყავთ შეც­დო­მა­ში. ეს მდი­ნა­რე­ში წყლის შემ­ცი­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რაც ორი დღის წინ და­წყე­ბულ სა­მე­ლი­ო­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს უკავ­შირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­დეს მე­რი­ა­ში.

გა­რე­მოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი დღეს მდი­ნა­რი­დან სინ­ჯე­ბის აღე­ბას გეგ­მავს, რის შემ­დე­გაც გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რამ გა­მო­იწ­ვია თევ­ზე­ბის და­ღუპ­ვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
v
3

დახოცვა მასიური თუ მასობრივი? 

ttt
1
ესეიგი,გამოდის,რომ მერიის ზედამხედველობას,თუ დავუჯერებთ,თევზებს თვითონ მოუკლავთ თავი!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა არის მდინარე აჭყვაში თევზების მასობრივად დახოცვის მიზეზი - გარემოს ზედამხედველობის სამსახური წყლის სინჯებს აიღებს

რა არის მდინარე აჭყვაში თევზების მასობრივად დახოცვის მიზეზი - გარემოს ზედამხედველობის სამსახური წყლის სინჯებს აიღებს

ქობულეთში მდინარე აჭყვაში თევზები იხოცება - ამის შესახებ ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა AMBEBI.GE- ისთან ისაუბრა.

ბონდო თედორაძე ამტკიცებს, რომ თევზების დაღუპვა ციტრუსის ნარჩენებმა გამოიწვია, რომელიც ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნიდან გაიტანეს და მდინარესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაყარეს. თედორაძის თქმით, ნარჩენები პირდაპირ ქალაქის ტერიტორიაზე ყრია, რაც თევზების დაღუპვასთან ერთად, ცუდს სუნსაც ტოვებს.

"ციტრუსის ნარჩენები მდინარე აჭყვაში შეუშვეს, ეკოლოგიური კატასტროფა მივიღეთ. პატრონი არ გვყავს", - განაცხადა ბონდო თედორაძემ. თავის მხრივ, ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ მდინარეში თევზების დახოცვა საწარმოების მიერ მდინარის დაბინძურებას არ გამოუწვევია. ქობულეთის მერიაში ეკოლოგიურ საფრთხეს გამორიცხავენ.

"მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მდინარე აჭყვასთან დაკავშირებული სუნი და დისკომფორტი არ არის კონკრეტულად რაიმე ეკოლოგიური პრობლემის შედეგი, როგორც ამას აცხადებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, მათ მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში. ეს მდინარეში წყლის შემცირებამ გამოიწვია, რაც ორი დღის წინ დაწყებულ სამელიორაციო სამუშაოებს უკავშირდება", - განაცხადეს მერიაში.

გარემოს ზედამხედველობის სამსახური დღეს მდინარიდან სინჯების აღებას გეგმავს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია თევზების დაღუპვა