მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაყურებელი სტადიონებზე, კონცერტები ღია ცის ქვეშ და გამკაცრებული კონტროლი ბაზრობებზე - როგორია მოხსნილი და თავიდან დაწესებული რეგულაციები
მაყურებელი სტადიონებზე, კონცერტები ღია ცის ქვეშ და გამკაცრებული კონტროლი ბაზრობებზე - როგორია მოხსნილი და თავიდან დაწესებული რეგულაციები

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ღია ტი­პის სტა­დი­ო­ნებ­ზე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პრო­ტო­კო­ლის დაც­ვის შე­სა­ბა­მი­სად და­იშ­ვე­ბა. რო­გორც მან უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ღია ტი­პის სტა­დი­ო­ნებ­ზე გულ­შე­მატ­კივ­რის დაშ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საბ­ჭოს სხდო­მა­ზე იმ­სჯე­ლეს. მისი თქმით, ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით შე­სა­ბა­მის პრო­ტო­კოლ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მომ­დევ­ნო კვი­რა­ში შევა, რის შემ­დე­გაც ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

„ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტია ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა, თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რა­ღაც შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და საბ­ჭოს წევ­რებს სტა­დი­ო­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მო­ვახ­სე­ნე. ალ­ბათ, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ნახა კად­რე­ბი, რო­დე­საც სტა­დი­ონს მიღ­მა ვიწ­რო სივ­რცე­ში იკ­რი­ბე­ბი­ან გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი. ნამ­დვი­ლად არ არის სა­სურ­ვე­ლი თუნ­დაც უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით, ან თუნ­დაც კო­ვიდ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მათი ერ­თად ყოფ­ნა და ნახ­ვა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის სტა­დი­ონ­ზე დაშ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კი­თხი დად­გა. ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რაა ამ კუ­თხით. ანუ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე პრო­ტო­კოლ­ში იქ­ნე­ბა შე­ტა­ნი­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დაშ­ვე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს არ მოხ­დე­ბა ქა­ო­ტუ­რად. ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა სტან­დარ­ტის დაც­ვით. გა­ნი­საღ­ვრე­ბა თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ სტა­დი­ონ­ზე. ეს იქ­ნე­ბა დის­ტან­ცი­ის დაც­ვით. არ მოხ­დე­ბა ისე, რომ ყვე­ლა ერთ ად­გი­ლას იყოს თავ­შეყ­რი­ლი. სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტია, რომ გულ­შე­მატ­კივ­რებს ვნა­ხავთ, სტა­დი­ონ­ზე და­ვუშ­ვებთ. თუმ­ცა, ხაზს ვუს­ვამ, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ და­იც­ვას ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რაც პრო­ტო­კო­ლით იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სტა­დი­ონ­ზე შეს­ვლამ­დე იქ­ნე­ბა ე.წ. თერ­მოსკრი­ნინ­გი. ასე­ვე ყვე­ლა ის ზომა იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, რაც თი­თო­ე­უ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბი­აშ­ვილ­მა.

დღე­ი­დან უკვე დაშ­ვე­ბუ­ლია ღია სივ­რცე­ში სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვა. რო­გორც დღეს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, ნა­თია თურ­ნა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით უნდა და­იც­ვან.

„ყვე­ლა ახალ­გაზ­რდას ვუ­ლო­ცავ ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სუს­ტე­ბას. ამ შემ­თხვე­ვა­შიც უნდა და­ვიც­ვათ ზო­მი­ე­რე­ბა. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს რომ რე­კო­მენ­და­ცია არის 100 კაც­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი არ იყ­რი­დეს თავს და არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­ცაა, რაც ჯან­დაც­ვის პრო­ტო­კო­ლი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მთლი­ა­ნო­ბა­ში უკვე ღია ცის­ქვეშ ასე­თი სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი არის დაშ­ვე­ბუ­ლი. ვიცი რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მთე­ლი რიგი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვის. მათ შო­რის არი­ან ფო­ტოგ­რა­ფე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი, ივენთ მე­ნე­ჯე­რე­ბი, სატ­რან­სპორ­ტო კო­მა­ნი­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი, დღე­ი­დან უკვე გარ­კვე­უ­ლი სიფრ­თხი­ლის დაც­ვით შეგ­ვიძ­ლია ამ საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, უწყე­ბა­თა­შო­რის საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ო­პე­რა­ციო შტა­ბის უფ­რო­სის, ალექ­სან­დრე ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბაზ­რებ­ში კონ­ტრო­ლი გამ­კაცრ­დე­ბა.

„რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გარ­თუ­ლე­ბუ­ლია ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, სწო­რედ ამი­ტომ, დღეს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე მი­ვი­ღეთ მთე­ლი რიგი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. კონ­კრე­ტუ­ლად, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთელ რიგ სოფ­ლებ­ში გა­ვა­აქ­ტი­უ­რებთ თერ­მოსკრი­ნინგს. ასე­ვე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბაზ­რებ­სა და ბაზ­რო­ბებ­ზე კი­დევ უფრო გამ­კაცრ­დეს კონ­ტრო­ლი, კი­დევ უფრო გამ­კაცრ­დეს პრო­ცე­სი და ინ­ტენ­სი­ურ ფა­ზა­ში გა­და­ვი­დეს თერ­მოსკრი­ნინ­გი, შე­საძ­ლო სიმპტო­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი მყი­სი­ე­რად იქ­ნენ გა­დაყ­ვა­ნი­ლი შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ჩა­უ­ტარ­დეთ მათ ტეს­ტე­ბი. ყვე­ლა ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც დღეს იქნა მი­ღე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და აღ­ნიშ­ნულ ბაზ­რო­ბებ­ზე, მიზ­ნად ისა­ხავს მეტ კონ­ტროლს, რომ რა­ი­მე უფრო გარ­თუ­ლე­ბის­კენ არ წა­ვი­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, რა სა­ხის შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბათ ად­გი­ლობ­რი­ვებს, ამას ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ად­გილ­ზე გა­და­წყვეტს.

„ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მიგ­ვი­ღია, რად­გან ამ ეტაპ­ზე ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის. რო­გორც კი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა გა­მოჩ­ნდე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­ტაქ­ტე­ბის ძი­ე­ბა, გა­მოკ­ვლე­ვა და ეს პრო­ცე­სი ინ­ტენ­სი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მაყურებელი სტადიონებზე, კონცერტები ღია ცის ქვეშ და გამკაცრებული კონტროლი ბაზრობებზე - როგორია მოხსნილი და თავიდან დაწესებული რეგულაციები

მაყურებელი სტადიონებზე, კონცერტები ღია ცის ქვეშ და გამკაცრებული კონტროლი ბაზრობებზე - როგორია მოხსნილი და თავიდან დაწესებული რეგულაციები

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივარი ვირუსის პრევენციისთვის განკუთვნილი პროტოკოლის დაცვის შესაბამისად დაიშვება. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივრის დაშვებასთან დაკავშირებით საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. მისი თქმით, ამ საკითხთან მიმართებით შესაბამის პროტოკოლში ცვლილებები მომდევნო კვირაში შევა, რის შემდეგაც ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია რაღაც შეზღუდვების მოხსნა. დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს და საბჭოს წევრებს სტადიონებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა მოვახსენე. ალბათ, უამრავმა ადამიანმა ნახა კადრები, როდესაც სტადიონს მიღმა ვიწრო სივრცეში იკრიბებიან გულშემატკივრები. ნამდვილად არ არის სასურველი თუნდაც უსაფრთხოების კუთხით, ან თუნდაც კოვიდთან მიმართებაში მათი ერთად ყოფნა და ნახვა ასეთ მდგომარეობაში. შესაბამისად, გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით საკითხი დადგა. ძალიან პოზიტიური მხარდაჭერაა ამ კუთხით. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება. რასაკვირველია, ეს არ მოხდება ქაოტურად. ეს იქნება ყველა სტანდარტის დაცვით. განისაღვრება თუ რა რაოდენობის გულშემატკივარი შეიძლება დავუშვათ სტადიონზე. ეს იქნება დისტანციის დაცვით. არ მოხდება ისე, რომ ყველა ერთ ადგილას იყოს თავშეყრილი. სასიხარულო ფაქტია, რომ გულშემატკივრებს ვნახავთ, სტადიონზე დავუშვებთ. თუმცა, ხაზს ვუსვამ, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა, რომ დაიცვას ის მოცემულობა, რაც პროტოკოლით იქნება განსაზღვრული. ეს ნიშნავს იმას, რომ სტადიონზე შესვლამდე იქნება ე.წ. თერმოსკრინინგი. ასევე ყველა ის ზომა იქნება დაცული, რაც თითოეული გულშემატკივრის ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კობიაშვილმა.

დღეიდან უკვე დაშვებულია ღია სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების გამართვა. როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოქალაქეებმა რეკომენდაციები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაიცვან.

„ყველა ახალგაზრდას ვულოცავ ამ რეგულაციების შესუსტებას. ამ შემთხვევაშიც უნდა დავიცვათ ზომიერება. არ დაგვავიწყდეს რომ რეკომენდაცია არის 100 კაცზე მეტი ადამიანი არ იყრიდეს თავს და არ მონაწილეობდეს ამ ღონისძიებებში. რასაკვირველია, სხვა აუცილებელი რეკომენდაციებიცაა, რაც ჯანდაცვის პროტოკოლითაა გათვალისწინებული. მთლიანობაში უკვე ღია ცისქვეშ ასეთი სადღესასწაულო ღონისძიებები, კონცერტები არის დაშვებული. ვიცი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი ადამიანებისთვის და დასაქმებულებისთვის. მათ შორის არიან ფოტოგრაფები, მუსიკოსები, ივენთ მენეჯერები, სატრანსპორტო კომანიები, რესტორნები, სასტუმროები, დღეიდან უკვე გარკვეული სიფრთხილის დაცვით შეგვიძლია ამ საქმიანობის განხორციელება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბაზრებში კონტროლი გამკაცრდება.

„როგორც მოგეხსენებათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სწორედ ამიტომ, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ მთელი რიგი გადაწყვეტილებები. კონკრეტულად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში გავააქტიურებთ თერმოსკრინინგს. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო გამკაცრდეს პროცესი და ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი, შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იქნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, ჩაუტარდეთ მათ ტესტები. ყველა ეს ღონისძიება, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება მუნიციპალიტეტსა და აღნიშნულ ბაზრობებზე, მიზნად ისახავს მეტ კონტროლს, რომ რაიმე უფრო გართულებისკენ არ წავიდეს“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, რა სახის შემოწმება ჩაუტარდებათ ადგილობრივებს, ამას ეპიდემიოლოგიური სამსახური ადგილზე გადაწყვეტს.

„ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რადგან ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის. როგორც კი ამის საჭიროება გამოჩნდება, აუცილებლად შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების ძიება, გამოკვლევა და ეს პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება.

"COVID-19 გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებსაც აქვთ - ისინი ბაზრობებზე მუშაობდნენ" - ამირან გამყრელიძე

რა არის მდინარე აჭყვაში თევზების მასიური დახოცვის მიზეზი - გარემოს ზედამხედველობის სამსახური წყლის სინჯებს აიღებს

ტყიბულში, 65 წლის მეშახტემ, დირექტორის კაბინეტში, ვენები გადაიჭრა