მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისი-რიგას მიმართულებით და თბილისი-პარიზს შორის რეისები აგვისტოდან შესრულდება
თბილისი-რიგას მიმართულებით და თბილისი-პარიზს შორის რეისები აგვისტოდან შესრულდება

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის, ნა­თია თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, აგ­ვის­ტოს და­სა­წყი­სი­დან „ეარფრან­სი“კვი­რა­ში 2-ჯერ პა­რი­ზის შარლ დე გო­ლი­სა და თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან ფრე­ნებს შე­ას­რუ­ლებს.

რო­გორც ნა­თია თურ­ნა­ვა გან­მარ­ტავს, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ასე­ვე „ეარ­ბალ­ტიკ­თა­ნაც“.

„თქვენ იცით, რომ ვე­რო­კავ­ში­რის იმ 5 ქვეყ­ნის ფარ­გლებ­ში, ვინც ჩვენ უპი­რო­ბოდ გაგ­ვიხ­სნა თა­ვი­სი სა­ზღვრე­ბი, ვსა­უბ­რობ­დით პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა­ზე აგ­ვის­ტო­ში. იცით, რომ გერ­მა­ნი­ას­თან „ლუფ­თან­ზას“ მეშ­ვე­ო­ბით ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა შედ­გა. „ლუფ­თან­ზამ“ უკვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა თა­ვი­სი ფრე­ნე­ბის გან­რი­გი და ბი­ლე­თე­ბიც გა­ყიდ­ვა­შია. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი იყო „ეარფრანსთან“. დღეს ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და და­ვუ­დას­ტუ­რეთ „ეარფრანსს“ აგ­ვის­ტოს და­სა­წყი­სი­დან ფრე­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ზუსტ თა­რიღს თვი­თონ კომ­პა­ნია გან­სა­ზღვრავს. მათ შე­ეძ­ლე­ბათ კვი­რა­ში ორი ფრე­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პა­რი­ზის შარლ დე გო­ლი­სა და თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან.

ვაგ­რძე­ლებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბას „ეარ­ბალ­ტიკ­თან“ თბი­ლი­სი-რი­გას მი­მარ­თუ­ლე­ბით და აქაც მალე გვექ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამას ვა­კე­თებთ მხო­ლოდ იმ ქვეყ­ნებ­თან, ვის­თა­ნაც უპი­რო­ბოდ არის დაშ­ვე­ბუ­ლი მი­მოს­ვლა და გვაქვს პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, უნდა იცო­დეთ, რომ აგ­ვის­ტო­ში კვლა­ვაც გა­ვა­ხან­გრძლი­ვებთ რე­გუ­ლა­რუ­რი ფრე­ნე­ბის დრო­ე­ბით აკ­რძალ­ვას ყვე­ლა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეტა­პობ­რი­ვად ვზრდით რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბის არე­ალს.

ასე­ვე, გა­აგ­რძე­ლებს „აირ­ზე­ნა“ კო­მერ­ცი­ულ ჩარ­ტე­რებს, რა­საც აქამ­დე აკე­თებ­და. და­ახ­ლო­ე­ბით, 16 ფრე­ნა ექ­ნე­ბა, ან ოდ­ნავ მეტი, ვიდ­რე ჰქონ­და ივ­ლი­სის თვე­ში. ეს იქ­ნე­ბა, ძი­რი­თა­დად, ვენა და ამ­სტერ­და­მი. სხვა კო­მერ­ცი­უ­ლი ჩარ­ტე­რე­ბიც ჩვენ­თან შე­თან­ხმე­ბით, სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, პე­რი­ო­დუ­ლად იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. სო­ცი­ა­ლურ ჩარ­ტე­რებს, 5 მი­მარ­თუ­ლე­ბა სრულ­დე­ბა, ამას და­ე­მა­ტა, თბი­ლი­სი-ბერ­ლი­ნი-თბი­ლი­სი, ეს იყო იმ ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნი­ა­ში მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მე­ბით აპი­რებ­და ჩას­ვლას. ჩვენ ჩავ­თვა­ლეთ, რომ ეს ის კა­ტე­გო­რი­აა, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფომ სწო­რე­დაც რომ თა­ვი­სი სუბ­სი­დი­რე­ბის რე­სურ­სი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს და შე­და­რე­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მი ბი­ლე­თე­ბი შეს­თა­ვა­ზოს. ვი­მუ­შა­ვეთ ახალ­გაზ­რდო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტთან ერ­თად და ეს ფრე­ნაც შედ­გე­ბა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

თბილისი-რიგას მიმართულებით და თბილისი-პარიზს შორის რეისები აგვისტოდან შესრულდება

თბილისი-რიგას მიმართულებით და თბილისი-პარიზს შორის რეისები აგვისტოდან შესრულდება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აგვისტოს დასაწყისიდან „ეარფრანსი“კვირაში 2-ჯერ პარიზის შარლ დე გოლისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს შეასრულებს.

როგორც ნათია თურნავა განმარტავს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე „ეარბალტიკთანაც“.

„თქვენ იცით, რომ ვეროკავშირის იმ 5 ქვეყნის ფარგლებში, ვინც ჩვენ უპირობოდ გაგვიხსნა თავისი საზღვრები, ვსაუბრობდით პირდაპირი რეგულარული ფრენების აღდგენაზე აგვისტოში. იცით, რომ გერმანიასთან „ლუფთანზას“ მეშვეობით ეს მოლაპარაკება შედგა. „ლუფთანზამ“ უკვე გამოაქვეყნა თავისი ფრენების განრიგი და ბილეთებიც გაყიდვაშია. შემდეგი ნაბიჯი იყო „ეარფრანსთან“. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავუდასტურეთ „ეარფრანსს“ აგვისტოს დასაწყისიდან ფრენების შესრულება. ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს. მათ შეეძლებათ კვირაში ორი ფრენა განახორციელონ პარიზის შარლ დე გოლისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

ვაგრძელებთ მოლაპარაკებას „ეარბალტიკთან“ თბილისი-რიგას მიმართულებით და აქაც მალე გვექნება გადაწყვეტილება. ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმ ქვეყნებთან, ვისთანაც უპირობოდ არის დაშვებული მიმოსვლა და გვაქვს პირდაპირი ფრენები. შესაბამისად, უნდა იცოდეთ, რომ აგვისტოში კვლავაც გავახანგრძლივებთ რეგულარური ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით. ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს.

ასევე, გააგრძელებს „აირზენა“ კომერციულ ჩარტერებს, რასაც აქამდე აკეთებდა. დაახლოებით, 16 ფრენა ექნება, ან ოდნავ მეტი, ვიდრე ჰქონდა ივლისის თვეში. ეს იქნება, ძირითადად, ვენა და ამსტერდამი. სხვა კომერციული ჩარტერებიც ჩვენთან შეთანხმებით, საკარანტინე სივრცეების უზრუნველყოფით, პერიოდულად იქნება დაშვებული.

რაც შეეხება ე.წ. სოციალურ ჩარტერებს, 5 მიმართულება სრულდება, ამას დაემატა, თბილისი-ბერლინი-თბილისი, ეს იყო იმ ქართველი სტუდენტების მოთხოვნა, რომლებიც გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების პროგრამებით აპირებდა ჩასვლას. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ის კატეგორიაა, სადაც სახელმწიფომ სწორედაც რომ თავისი სუბსიდირების რესურსი უნდა გამოიყენოს და შედარებით ხელმისაწვდომი ბილეთები შესთავაზოს. ვიმუშავეთ ახალგაზრდობის დეპარტამენტთან ერთად და ეს ფრენაც შედგება უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა თურნავამ.

როგორ გამოიყურება კერძო სახლი წყნეთში, რომელიც 6.122 მლნ ლარად იყიდება - ნახეთ ფოტოები

როგორ გამოიყურება "ჭკვიანი" სახლი მცხეთის ისტორიულ უბანში, რომელიც 5 მლნ-ზე მეტი ღირს - ფოტოები

ქუჩები საბურთალოზე, სადაც პარკირების საათობრივი სისტემა ამოქმედდება