მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ სტკივათ ბავშვებს მუცელი და რა საგანგაშო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ექიმთან დაგვიანებულმა მიმართვამ
რატომ სტკივათ ბავშვებს მუცელი და რა საგანგაშო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ექიმთან დაგვიანებულმა მიმართვამ

ბავ­შვთა ასაკ­ში მუც­ლის ტკი­ვი­ლი საკ­მა­ოდ ხში­რი მოვ­ლე­ნაა, თუმ­ცა ზოგ­ჯერ მშობ­ლე­ბი ამ ამ­ბავს ჯე­რო­ვა­ნი ყუ­რა­დღე­ბით არ ეკი­დე­ბი­ან. მუც­ლის ტკი­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გა­ზებ­მა, არას­წორ­მა კვე­ბამ, სხვა­დას­ხვა ნაწ­ლა­ვუ­რი ტი­პის ინ­ფექ­ცი­ებ­მა და მათ შო­რის მწვა­ვე აპენ­დი­ციტ­მა, რო­მე­ლიც ბავ­შვთა ასაკ­ში საკ­მა­ოდ ხში­რი პა­თო­ლო­გი­აა და ოპე­რა­ცი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის 65%–70% სწო­რედ აპენ­დიქ­ტო­მი­ა­ზე მო­დის.ეს ერთი შე­ხედ­ვით „მარ­ტი­ვი“ და­ა­ვა­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს თუ არ მოხ­და ექიმ­თან დრო­უ­ლი მი­მარ­თვა. სწო­რედ ამი­ტომ „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის ქი­რურ­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან ფე­რა­ძე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ თუ მუც­ლის ტკი­ვი­ლი გრძელ­დე­ბა 2 სა­ათ­ზე მეტ ხანს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. მწვა­ვე აპენ­დი­ციტ­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად კი თა­ვად ლე­ვან ფე­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა ნიშ­ნავს მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტი?

და­ვი­წყოთ იმით, რომ მწვა­ვე აპენ­დი­ციტს ხში­რად ეძა­ხი­ან ბრმა­ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბას,რე­ა­ლუ­რად კიეს არ არის. აპენ­დი­ცი­ტი ბრმა­ნაწ­ლა­ვის ჭია და­ნა­მა­ტის ან­თე­ბა­ა­და ოპე­რა­ცი­ის დროს სწო­რედ მისი მოკ­ვე­თა ხდე­ბა. თა­ვად ბრმა­ნაწ­ლა­ვი საკ­მა­ოდ მოზ­რდი­ლი და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უბა­ნია.

მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა მხო­ლოდ ქი­რურ­გი­უ­ლია - აპენ­დიქ­სის ამოკ­ვე­თით (აპენ­დექ­ტო­მია).

რა არის მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი?

ზო­გა­დად აპენ­დიქ­სი საჭ­მლის მომ­ნე­ლებლ სის­ტე­მა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ბა­ლა­ხისმჭა­მელ ცხო­ვე­ლებ­ში. ევო­ლუ­ცი­უ­რად ადა­მი­ა­ნებ­ში მას ეს ფუნ­ქცია და­კარ­გუ­ლი აქვს და წარ­მოდ­გე­ნი­ლია კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ერ­თგვა­რი ჩი­ხის სა­ხით. ვი­ნა­ი­დან ის ყრუ და­ბო­ლო­ე­ბაა, საკ­ვე­ბით ავ­სე­ბის შემ­დეგ რთულ­დე­ბა მისი დაც­ლა შე­სა­ბა­მი­სად, როცა შიგ­თავ­სის და­ყოვ­ნე­ბა ხდე­ბა დიდი ხნით და თან შიგ­თავ­სი სავ­სეა მიკ­რო­ბუ­ლი ფლო­რით, ან­თე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხდე­ბა. ან­თე­ბის დროს კი სა­ჭი­როა მისი ამოკ­ვე­თა. კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი, თუ რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ან­თე­ბა არ არ­სე­ბობს და ამას არც კვე­ბის ტი­პთან აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი. დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დგინ­დე­ბა, რომ აპენ­დი­ცი­ტის შემ­თხვე­ვა­ში გე­ნე­ტი­კურ გან­წყო­ბა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

რო­გორ უნდა ამო­ვიც­ნოთ მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტი? რო­გო­რია მისი სიმპტო­მე­ბი?

აპენ­დი­ცი­ტი იწყე­ბა მოვ­ლი­თი ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლით ეპი­გას­ტრი­უ­მის მი­და­მო­ში ანუ კუ­ჭის მიმ­დე­ბა­რედ. და­ახ­ლო­ე­ბით 2-6 სა­ა­თის შემ­დეგ კი ტკი­ვი­ლი ინაც­ვლებს მარ­ჯვე­ნა თე­ძოს ფო­სოს­თან და ის იღებს მუდ­მივ ყრუ ხა­სი­ათს. ამ დროს უკვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­მარ­თოთ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურს ან პი­რად პე­დი­ატრს. ზო­გა­დად, რო­დე­საც ბავ­შვის მუც­ლის ტკი­ვი­ლი გრძელ­დე­ბა 2 სა­ათ­ზე მეტ ხანს და აქვს მუდ­მი­ვი ხა­სი­ა­თი, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­მარ­თვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

აპენ­დი­ცი­ტის სიმპტო­მე­ბი ასე­ვე მო­ი­ცავს და­ბალ სი­ცხი­ა­ნო­ბას, გუ­ლის­რე­ვას შეგ­რძნე­ბას პირ­ღე­ბი­ნე­ბით ან მის გა­რე­შე, უმა­დო­ბას, სი­სუს­ტეს. ბავ­შვი, რო­გორც წესი, წევს მარ­ჯვე­ნა გვერ­დზე და არ სურს სი­ა­რუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ა­აზ­რი რომ აპენ­დიქ­სის ან­თე­ბის დროს ბავ­შვს მარ­ჯვე­ნა ფეხი უკავ­დე­ბა. თუმ­ცა ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ყო­ველ­თვის ასე არ ხდე­ბა.

აქვე მინ­და ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხსაც შე­ვე­ხო, მუც­ლის ტკი­ვი­ლის დროს ბავ­შვს ხში­რად­თვით­ნე­ბუ­რად უკე­თე­ბენ ოყნას, რაც მი­უ­ღე­ბე­ლი პრაქ­ტი­კაა. რე­ა­ლუ­რად ოყნა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რაა.დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს, რო­გორ და რითი კეთ­დე­ბა. რო­გორც წესი ბი­ნა­ზე ოყნას აკე­თე­ბენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ონ­კა­ნის წყლით ან ჰი­პერ­ტო­ნუ­ლი (მა­რი­ლი­ა­ნი) წყლით, რაც სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არაა. ამ დროს ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რია. თუმ­ცა კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავ, რომ უმ­ჯო­ბე­სია ოყნა გა­კეთ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით და არა თვით­ნე­ბუ­რად სახ­ლში, რად­გან არას­წო­რად გა­კე­თე­ბულ­მა ოყნამ იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს რომ შემ­თხვე­ვა ფა­ტა­ლუ­რა­დაც კი დას­რულ­დეს.

რა ხდე­ბა, რო­დე­საც ამ სიმპტო­მე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის დროს არ ხდე­ბა დრო­უ­ლი მი­მარ­თვა სტა­ცი­ო­ნარ­ში?

სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ძა­ლი­ან ხში­რია. დაგ­ვი­ა­ნე­ბის დროს ხდე­ბა აპენ­დიქ­სის პერ­ფო­რა­ცია ანუ გა­ხეთ­ქვა, ვი­თარ­დე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა პე­რი­ტო­ნი­ტი - მუც­ლის ფა­რის ან­თე­ბა.მას მრა­ვა­ლი გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, მათ შო­რის სეფ­სი­სიც. ამ დროს ბავ­შვს უკვე სჭირ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია და ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, ფარ­თო სპექტრის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა. სწო­რედ ამი­ტომ აქვს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა­მუც­ლის ტკი­ვი­ლის და აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბი­სასკლი­ნი­კა­შიდ­რო­უ­ლად მი­მარ­თვას.პე­რი­ტო­ნი­ტის გან­ვი­თა­რე­ბის დრო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ის შე­იძ­ლე­ბა იყოს 10 - 24 სა­ა­თი.

რო­გორ ხდე­ბა აპენ­დი­ცი­ტის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

ამის­თვის არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ტი­პის კვლე­ვა, ვაგ­რო­ვებთ სუ­ბი­ექ­ტურ და ობი­ექ­ტურ მო­ნა­ცე­მებს, რომ­ლე­ბიც დი­აგ­ნო­ზის დას­მა­ში გვეხ­მა­რე­ბა. ზო­გა­დად ჩვენს კლი­ნი­კა­ში ასე­თი სტან­დარ­ტია - ვიდ­რე 100%–ით არ დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ საქ­მე გვაქვს აპენ­დი­ციტ­თან, ოპე­რა­ცი­ას არ ვა­კე­თებთ. ნე­ბის­მი­ერ ჩა­რე­ვას შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, ამი­ტომ მუც­ლის ტკი­ვი­ლის დროს ხე­ლა­ღე­ბით აპენ­დიქ­ტო­მი­ის­გა­კე­თე­ბა სწო­რი ტაქ­ტი­კა არ არის.

თუ­ე­ქოს­კო­პი­უ­რად მუც­ლის ღრუ­ში ვნა­ხუ­ლობთ თა­ვი­სუ­ფალ სი­თხეს, ესეც მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტის ერთ–ერთი მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. სი­თხის კონ­სის­ტენ­ცი­ის მი­ხედ­ვი­თაც შეგ­ვიძ­ლია გან­სა­ზღვრა ან­თე­ბა­დია იგი თუ არა. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექოს­კო­პის­ტი სა­ზღვრავს თა­ვად აპენ­დიქ­სის დი­ა­მეტრსაც.თუ იგი 6 მი­ლი­მეტრზე მე­ტია, ესეც ან­თე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

დრო­უ­ლი მი­მარ­თვი­სას აპენ­დი­ცი­ტის ამოკ­ვე­თა რამ­დე­ნად რთუ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაა?

თუ გვაქვს სა­წყი­სი სტა­დია და დესტრუქ­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის და­წყე­ბუ­ლი, ანუ პრო­ცე­სი ჩირ­ქო­ვან ან­თე­ბა­ში არ არის გა­და­სუ­ლი, მა­შინ აპენ­დი­ცი­ტი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვად იკურ­ნე­ბა ოპე­რა­ცი­უ­ლად. ოპე­რა­ცი­ას და­ახ­ლო­ე­ბით 30–40 წუთი სჭირ­დე­ბა და 2–3 დღის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კი­დან ეწე­რე­ბა.

თუმ­ცა, ზო­გა­დად, აპენ­დი­ცი­ტი არც ისე მარ­ტი­ვი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­გორც მას ხში­რად ექი­მე­ბიც და პა­ცი­ენ­ტის მშობ­ლე­ბიც უყუ­რე­ბენ ხოლ­მე. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოპე­რა­ცია 2 სა­ათ­ნა­ხე­ვა­რიც კი გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია აპენ­დიქ­სის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ა­ზე.ზოგ­ჯერ საქ­მე გვაქვს მის ატი­პი­უ­რი მდე­ბა­რე­ო­ბას­თან, რაც ტექ­ნი­კუ­რად არ­თუ­ლებს ოპე­რა­ცი­ას და შე­სა­ბა­მი­სად სა­ჭი­რო­ებს მეტ დროს.

აპენ­დიქ­ტო­მია კეთ­დე­ბა რო­გორც ღია წე­სით, ისე ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლად. ორი­ვეს აქვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მო­მენ­ტე­ბი.

რო­გო­რია ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია?

თუ გვაქვს მარ­ტი­ვი ფორ­მის მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტი, მა­შინ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ძა­ლი­ან იო­ლია. პა­ცი­ენტს 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ენიშ­ნე­ბა დი­ე­ტა. ხოლო პე­რი­ტო­ნი­ტის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სიც საკ­მა­ოდ ჭი­ა­ნურ­დე­ბა. ინიშ­ნე­ბა ფარ­თო სპექტრის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი და ხან­გრძლი­ვი დი­ე­ტა, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავს ისეთ საკ­ვებს, რო­მე­ლიც მუც­ლის შე­ბერ­ვას იწ­ვევს და ძნე­ლია მო­სა­ნე­ლებ­ლად. აქვე იზ­რდე­ბა ისე­თი და­ა­ვა­დე­ბის რის­კი, რო­გო­რი­ცაა ნაწ­ლავ­თა შე­ხორ­ცე­ბი­თი გა­უ­ვა­ლო­ბა.

რა ასა­კის ბავ­შვებ­ში გვხვდე­ბა მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტი ყვე­ლა­ზე ხში­რად?

ყვე­ლა­ზე ხში­რად მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტი 6–15 წლის ასა­კის ბავ­შვებ­ში გვხვდე­ბა. შემ­თხვე­ვა­თა 70% სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ზე მო­დის. შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თია მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტი 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში, თუმ­ცა თუ გვხვდე­ბა, იგი გა­მო­ირ­ჩე­ვა საკ­მა­ოდ მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­თა და ხში­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბით.

5 წლამ­დე ბავ­შვებ­ში აპენ­დი­ცი­ტი რა­ტომ გვხვდე­ბა იშ­ვი­ა­თად, თუმ­ცა რთუ­ლი ფორ­მით?

5 წლამ­დე ბავ­შვებ­ში აპენ­დიქსს აქვს ძაბ­რის ფორ­მა და შე­სა­ბა­მი­სად მისი დაც­ლა ად­ვი­ლად ხდე­ბა. სწო­რედ ამი­ტო­მა­ცაა მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტი იშ­ვი­ა­თი ამ ასაკ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ფორ­მა იც­ვლე­ბა და ყა­ლიბ­დე­ბა გარ­კვე­ულ­ჩი­ხად, რო­მე­ლიც უკვე ვახ­სე­ნეთ ზე­მოთ.

5 წლამ­დე პა­ტა­რებ­ში­ა­პენ­დი­ცი­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში და სა­ყუ­რა­დღე­ბოა იმი­ტომ, რომ ვი­თარ­დე­ბა ატი­პი­უ­რად და დი­აგ­ნო­ზის დას­მა შე­და­რე­ბით რთუ­ლია. ბავ­შვი ვერ აფიქ­სი­რებს ტკი­ვი­ლის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ას, ხში­რად არ იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას გულ­დას­მით ჩა­ტარ­დეს მუც­ლის პალ­პა­ცია.შე­ში­ნე­ბუ­ლია და ძნე­ლად შე­მო­დის კონ­ტაქ­ტში. აქ ბავ­შვთა ქი­რურგს სჭირ­დე­ბა დიდი ტაქ­ტი და მოთ­მი­ნე­ბა, პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტთან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბის უნა­რი. მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხო და და­მამ­შვი­დე­ბე­ლი გა­რე­მოს შექ­მნა.

პრო­ცე­სი იწყე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლად - თა­ვი­დან­ვე მუც­ლის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით,მა­ღა­ლი სი­ცხით, ღე­ბი­ნე­ბით. ბრმა ნაწ­ლა­ვის არას­წო­რი ფიქ­სა­ცი­ის გამო, აპენ­დიქ­სის მდე­ბა­რე­ო­ბა ატი­პი­უ­რია და მი­ე­მარ­თე­ბა მცი­რე მენ­ჯის­კენ (რაც ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რის აზ­რით არის კი­დე­ვაც ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ამ ასაკ­ში მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტის გან­ვი­თა­რე­ბის) ამი­ტომ ან­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აღი­ზი­ა­ნებს შარ­დის ბუშ­ტის უკა­ნა და სწო­რი ნაწ­ლა­ვის ზედა კე­დელს. შე­დე­გად ხში­რია ცის­ტი­ტის და ნაწ­ლავ­თა აშ­ლი­ლო­ბის (დი­ა­რეა) მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბებს მათ შო­რი­სენ­ტე­რო­ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ა­სა­ცუ­კავ­ში­რე­ბენ. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბას იწყე­ბენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით, რაც თა­ვის მხრივ შლის ზო­გად კლი­ნი­კურ ფონს და უფრო არ­თუ­ლებს დი­აგ­ნოს­ტი­კას.

სწო­რედ ამ მი­ზე­ზე­ბის გამო ხდე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბამ­ძი­მე შე­დე­გის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნოს.

ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით ვი­მე­ო­რებ -2 სა­ათ­ზე მეტ ხანს გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი მუც­ლის ტკი­ვი­ლის დროს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თეთ ექიმს. არ მის­ცეთ პა­ცი­ენტს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი, არ გა­უ­კე­თოთ ოყნა ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­რე­შე და ამ სინ­დრომს ზო­გა­დად მეტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით მო­ვე­კი­დოთ რო­გორც მშობ­ლე­ბი ასე­ვე ექი­მე­ბიც.გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას მთელ ოჯახს!

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 2 190 190

Xx
0

ბავშვებში სისტემატიური მუცლის ტკივილი სტრესმაც იცის. თუ გამოირიცხა ორგანული ავადმყოფობა, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ კუთხით. ეს არანაკლებ მისახედი ამბავია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

რატომ სტკივათ ბავშვებს მუცელი და რა საგანგაშო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ექიმთან დაგვიანებულმა მიმართვამ

რატომ სტკივათ ბავშვებს მუცელი და რა საგანგაშო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ექიმთან დაგვიანებულმა მიმართვამ

ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილი საკმაოდ ხშირი მოვლენაა, თუმცა ზოგჯერ მშობლები ამ ამბავს ჯეროვანი ყურადღებით არ ეკიდებიან. მუცლის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს გაზებმა, არასწორმა კვებამ, სხვადასხვა ნაწლავური ტიპის ინფექციებმა და მათ შორის მწვავე აპენდიციტმა, რომელიც ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა და ოპერაციული აქტივობის 65%–70% სწორედ აპენდიქტომიაზე მოდის.ეს ერთი შეხედვით „მარტივი“ დაავადება სერიოზული გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს თუ არ მოხდა ექიმთან დროული მიმართვა. სწორედ ამიტომ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი ლევან ფერაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ მუცლის ტკივილი გრძელდება 2 საათზე მეტ ხანს, აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას. მწვავე აპენდიციტზე უფრო დეტალურად კი თავად ლევან ფერაძე გვესაუბრება.

რა ნიშნავს მწვავე აპენდიციტი?

დავიწყოთ იმით, რომ მწვავე აპენდიციტს ხშირად ეძახიან ბრმანაწლავის ანთებას,რეალურად კიეს არ არის. აპენდიციტი ბრმანაწლავის ჭია დანამატის ანთებაადა ოპერაციის დროს სწორედ მისი მოკვეთა ხდება. თავად ბრმანაწლავი საკმაოდ მოზრდილი და მსხვილი ნაწლავის მნიშვნელოვანი უბანია.

მწვავე აპენდიციტის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია - აპენდიქსის ამოკვეთით (აპენდექტომია).

რა არის მწვავე აპენდიციტის გამომწვევი მიზეზები?

ზოგადად აპენდიქსი საჭმლის მომნელებლ სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბალახისმჭამელ ცხოველებში. ევოლუციურად ადამიანებში მას ეს ფუნქცია დაკარგული აქვს და წარმოდგენილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთგვარი ჩიხის სახით. ვინაიდან ის ყრუ დაბოლოებაა, საკვებით ავსების შემდეგ რთულდება მისი დაცლა შესაბამისად, როცა შიგთავსის დაყოვნება ხდება დიდი ხნით და თან შიგთავსი სავსეა მიკრობული ფლორით, ანთების განვითარების შანსი საკმაოდ მაღალი ხდება. ანთების დროს კი საჭიროა მისი ამოკვეთა. კონკრეტული მიზეზი, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ანთება არ არსებობს და ამას არც კვების ტიპთან აქვს განსაკუთრებული კავშირი. დაკვირვების საფუძველზე დგინდება, რომ აპენდიციტის შემთხვევაში გენეტიკურ განწყობასაც აქვს მნიშვნელობა.

როგორ უნდა ამოვიცნოთ მწვავე აპენდიციტი? როგორია მისი სიმპტომები?

აპენდიციტი იწყება მოვლითი ხასიათის ტკივილით ეპიგასტრიუმის მიდამოში ანუ კუჭის მიმდებარედ. დაახლოებით 2-6 საათის შემდეგ კი ტკივილი ინაცვლებს მარჯვენა თეძოს ფოსოსთან და ის იღებს მუდმივ ყრუ ხასიათს. ამ დროს უკვე აუცილებელია მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ან პირად პედიატრს. ზოგადად, როდესაც ბავშვის მუცლის ტკივილი გრძელდება 2 საათზე მეტ ხანს და აქვს მუდმივი ხასიათი, სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა აუცილებელია.

აპენდიციტის სიმპტომები ასევე მოიცავს დაბალ სიცხიანობას, გულისრევას შეგრძნებას პირღებინებით ან მის გარეშე, უმადობას, სისუსტეს. ბავშვი, როგორც წესი, წევს მარჯვენა გვერდზე და არ სურს სიარული. საზოგადოებაში გავრცელებულიააზრი რომ აპენდიქსის ანთების დროს ბავშვს მარჯვენა ფეხი უკავდება. თუმცა ეს ინდივიდუალურია და ყოველთვის ასე არ ხდება.

აქვე მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც შევეხო, მუცლის ტკივილის დროს ბავშვს ხშირადთვითნებურად უკეთებენ ოყნას, რაც მიუღებელი პრაქტიკაა. რეალურად ოყნა საკმაოდ სერიოზული სამედიცინო პროცედურაა.დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, როგორ და რითი კეთდება. როგორც წესი ბინაზე ოყნას აკეთებენ ჩვეულებრივი ონკანის წყლით ან ჰიპერტონული (მარილიანი) წყლით, რაც სამედიცინო თვალსაზრისით რეკომენდებული არაა. ამ დროს ყველაზე უსაფრთხო ფიზიოლოგიური ხსნარია. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ უმჯობესია ოყნა გაკეთდეს სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის რეკომენდაციით და არა თვითნებურად სახლში, რადგან არასწორად გაკეთებულმა ოყნამ იმდენად სერიოზული გართულება შეიძლება გამოიწვიოს რომ შემთხვევა ფატალურადაც კი დასრულდეს.

რა ხდება, როდესაც ამ სიმპტომების დაფიქსირების დროს არ ხდება დროული მიმართვა სტაციონარში?

სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. დაგვიანების დროს ხდება აპენდიქსის პერფორაცია ანუ გახეთქვა, ვითარდება საკმაოდ მძიმე დაავადება პერიტონიტი - მუცლის ფარის ანთება.მას მრავალი გართულება შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის სეფსისიც. ამ დროს ბავშვს უკვე სჭირდება ინტენსიური თერაპია და ძალიან ძლიერი, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობა. სწორედ ამიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობამუცლის ტკივილის და აღნიშნული სიმპტომების დაფიქსირებისასკლინიკაშიდროულად მიმართვას.პერიტონიტის განვითარების დრო ინდივიდუალურია და ის შეიძლება იყოს 10 - 24 საათი.

როგორ ხდება აპენდიციტის დიაგნოსტირება?

ამისთვის არსებობს სხვადასხვა ტიპის კვლევა, ვაგროვებთ სუბიექტურ და ობიექტურ მონაცემებს, რომლებიც დიაგნოზის დასმაში გვეხმარება. ზოგადად ჩვენს კლინიკაში ასეთი სტანდარტია - ვიდრე 100%–ით არ დავრწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს აპენდიციტთან, ოპერაციას არ ვაკეთებთ. ნებისმიერ ჩარევას შეიძლება გარკვეული გართულება მოჰყვეს, ამიტომ მუცლის ტკივილის დროს ხელაღებით აპენდიქტომიისგაკეთება სწორი ტაქტიკა არ არის.

თუექოსკოპიურად მუცლის ღრუში ვნახულობთ თავისუფალ სითხეს, ესეც მწვავე აპენდიციტის ერთ–ერთი მიმანიშნებელია. სითხის კონსისტენციის მიხედვითაც შეგვიძლია განსაზღვრა ანთებადია იგი თუ არა. კვალიფიციური ექოსკოპისტი საზღვრავს თავად აპენდიქსის დიამეტრსაც.თუ იგი 6 მილიმეტრზე მეტია, ესეც ანთების მაჩვენებელია.

დროული მიმართვისას აპენდიციტის ამოკვეთა რამდენად რთული ქირურგიული ჩარევაა?

თუ გვაქვს საწყისი სტადია და დესტრუქციული ცვლილებები არ არის დაწყებული, ანუ პროცესი ჩირქოვან ანთებაში არ არის გადასული, მაშინ აპენდიციტი საკმაოდ მარტივად იკურნება ოპერაციულად. ოპერაციას დაახლოებით 30–40 წუთი სჭირდება და 2–3 დღის შემდეგ პაციენტი კლინიკიდან ეწერება.

თუმცა, ზოგადად, აპენდიციტი არც ისე მარტივი დაავადებაა, როგორც მას ხშირად ექიმებიც და პაციენტის მშობლებიც უყურებენ ხოლმე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ოპერაცია 2 საათნახევარიც კი გაგრძელებულა. ეს დამოკიდებულია აპენდიქსის ლოკალიზაციაზე.ზოგჯერ საქმე გვაქვს მის ატიპიური მდებარეობასთან, რაც ტექნიკურად ართულებს ოპერაციას და შესაბამისად საჭიროებს მეტ დროს.

აპენდიქტომია კეთდება როგორც ღია წესით, ისე ლაპარასკოპიულად. ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მომენტები.

როგორია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია?

თუ გვაქვს მარტივი ფორმის მწვავე აპენდიციტი, მაშინ რეაბილიტაცია ძალიან იოლია. პაციენტს 2 კვირის განმავლობაში ენიშნება დიეტა. ხოლო პერიტონიტის განვითარების შემთხვევაში, რეაბილიტაციის პროცესიც საკმაოდ ჭიანურდება. ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები და ხანგრძლივი დიეტა, რომელიც გამორიცხავს ისეთ საკვებს, რომელიც მუცლის შებერვას იწვევს და ძნელია მოსანელებლად. აქვე იზრდება ისეთი დაავადების რისკი, როგორიცაა ნაწლავთა შეხორცებითი გაუვალობა.

რა ასაკის ბავშვებში გვხვდება მწვავე აპენდიციტი ყველაზე ხშირად?

ყველაზე ხშირად მწვავე აპენდიციტი 6–15 წლის ასაკის ბავშვებში გვხვდება. შემთხვევათა 70% სწორედ ამ პერიოდზე მოდის. შედარებით იშვიათია მწვავე აპენდიციტი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა თუ გვხვდება, იგი გამოირჩევა საკმაოდ მძიმე მიმდინარეობითა და ხშირი გართულებებით.

5 წლამდე ბავშვებში აპენდიციტი რატომ გვხვდება იშვიათად, თუმცა რთული ფორმით?

5 წლამდე ბავშვებში აპენდიქსს აქვს ძაბრის ფორმა და შესაბამისად მისი დაცლა ადვილად ხდება. სწორედ ამიტომაცაა მწვავე აპენდიციტი იშვიათი ამ ასაკში. მოგვიანებით მისი ფორმა იცვლება და ყალიბდება გარკვეულჩიხად, რომელიც უკვე ვახსენეთ ზემოთ.

5 წლამდე პატარებშიაპენდიციტი განსაკუთრებით საშიში და საყურადღებოა იმიტომ, რომ ვითარდება ატიპიურად და დიაგნოზის დასმა შედარებით რთულია. ბავშვი ვერ აფიქსირებს ტკივილის ლოკალიზაციას, ხშირად არ იძლევა საშუალებას გულდასმით ჩატარდეს მუცლის პალპაცია.შეშინებულია და ძნელად შემოდის კონტაქტში. აქ ბავშვთა ქირურგს სჭირდება დიდი ტაქტი და მოთმინება, პატარა პაციენტთან კომუნიკაციის დამყარების უნარი. მაქსიმალურად უსაფრთხო და დამამშვიდებელი გარემოს შექმნა.

პროცესი იწყება განსხვავებულად - თავიდანვე მუცლის ძლიერი ტკივილით,მაღალი სიცხით, ღებინებით. ბრმა ნაწლავის არასწორი ფიქსაციის გამო, აპენდიქსის მდებარეობა ატიპიურია და მიემართება მცირე მენჯისკენ (რაც ზოგიერთი მკვლევარის აზრით არის კიდევაც ძირითადი მიზეზი ამ ასაკში მწვავე აპენდიციტის განვითარების) ამიტომ ანთების შემთხვევაში აღიზიანებს შარდის ბუშტის უკანა და სწორი ნაწლავის ზედა კედელს. შედეგად ხშირია ცისტიტის და ნაწლავთა აშლილობის (დიარეა) მოვლენები, რომელსაც სხვადასხვა დაავადებებს მათ შორისენტეროვირუსულ ინფექციასაცუკავშირებენ. ხშირ შემთხვევაში მკურნალობას იწყებენ ანტიბიოტიკებით, რაც თავის მხრივ შლის ზოგად კლინიკურ ფონს და უფრო ართულებს დიაგნოსტიკას.

სწორედ ამ მიზეზების გამო ხდება დაგვიანებული დიაგნოსტიკა, რამაც შეიძლებამძიმე შედეგის წინაშე დაგვაყენოს.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ -2 საათზე მეტ ხანს გახანგრძლივებული მუცლის ტკივილის დროს აუცილებლად უნდა მიმართეთ ექიმს. არ მისცეთ პაციენტს ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, არ გაუკეთოთ ოყნა ექიმის რეკომენდაციის გარეშე და ამ სინდრომს ზოგადად მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ როგორც მშობლები ასევე ექიმებიც.გისურვებთ ჯანმრთელობას მთელ ოჯახს!

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190

დაისვენე საქართველოში და მოიგე კიდევ ერთი მოგზაურობა - „ლიდერფუდმა“ შიდა ტურიზმის მხარდამჭერი ახალი პროექტი დაიწყო

აჭარელი ეკომიგრანტი წალკაში ბროკოლის წარმოებას აფართოებს

Taycan - პორშეს პირველი ელექტრო ავტომობილის წარდგენა