მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის "მაქსიმ პლახოი", რომელმაც უკრაინაში მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა და რა მოთხოვნები აქვს  - ახალი დეტალები
ვინ არის "მაქსიმ პლახოი", რომელმაც უკრაინაში მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა და რა მოთხოვნები აქვს  - ახალი დეტალები

მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ქა­ლაქ ლუც­კის ცენ­ტრი­დან მგზავ­რე­ბით სავ­სე ავ­ტო­ბუ­სი გა­ი­ტა­ცა, ნა­სა­მარ­თლე­ვია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ან­ტონ გე­რაშ­ჩენ­კო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი იური ბუ­ტუსო­ვი აცხა­დებს, რომ მას ავ­ტო­ბუ­სის გამ­ტა­ცე­ბელ­მა და­უ­რე­კა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მის­ვლა მო­ი­თხო­ვა.

"ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან თა­ვი­სი მო­თხოვ­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ითხოვს. მან თქვა, სურს, ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი მი­ვი­დეს მას­თან, მე კი ვუ­პა­სუ­ხე, რომ მზად ვარ მი­ვი­დე, თუკი ის ავ­ტო­ბუ­სი­დან ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს,“- აცხა­დებს ბუ­ტუსო­ვი.

მი­სი­ვე თქმით, გამ­ტა­ცე­ბელ­მა უთხრა, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია წიგ­ნი "დამ­ნა­შა­ვის ფი­ლო­სო­ფია“, რომ­ლის ავ­ტო­რიც "მაქ­სიმ პლა­ხო­ია“, სა­დაც ის ცი­ხე­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდსა და ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბებს აღ­წერს. მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ავ­ტო­ბუ­სი გა­ი­ტა­ცა, თა­ვის თავს სწო­რედ "მაქ­სიმ პლა­ხო­ის" უწო­დებს.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ლუცკ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ავ­ტო­ბუ­სი გა­ი­ტა­ცა და მგზავ­რე­ბი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა, გა­ტა­ცე­ბამ­დე მა­მა­კაც­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ყვე­ლას ულო­ცავს "ან­ტი­სის­ტე­მის“ დღეს და აცხა­დებს, რომ "სა­ხელ­მწი­ფო - პირ­ვე­ლი ტე­რო­რის­ტია.“

მა­მა­კა­ცი მო­ი­თხოვს, რომ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა ჩა­წე­რონ, სა­დაც იტყვი­ან, რომ "კა­ნო­ნი­ე­რი ტე­რო­რის­ტე­ბი“ არი­ან. კერ­ძოდ, ის აღ­ნიშ­ნუ­ლი ში­ნა­არ­სის ვი­დე­ო­მი­მარ­თვის გავ­რცე­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო­ე­ბის, სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის, პრო­კუ­რა­ტუ­რის, პარ­ლა­მენ­ტი­სა და ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რე­ბის­გან ითხოვს. გამ­ტა­ცე­ბე­ლი აცხა­დებს, რომ ერთი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ხალ­ხმრა­ვალ ად­გილ­ზე აქვს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­ბუს­ში 20-მდე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოღონდაცა რააააააააა
9

ტერორიზმი მიუღებელია რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს. მოთხოვნას რაც შეეხება ვეთანხმები

პლახოის
10

დაგიჟდა მსოფლიო,კორონამ სულ გააფრენინა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ვინ არის "მაქსიმ პლახოი", რომელმაც უკრაინაში მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა და რა მოთხოვნები აქვს  - ახალი დეტალები

ვინ არის "მაქსიმ პლახოი", რომელმაც უკრაინაში მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა და რა მოთხოვნები აქვს  - ახალი დეტალები

მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ლუცკის ცენტრიდან მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა, ნასამართლევია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, უკრაინელი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი აცხადებს, რომ მას ავტობუსის გამტაცებელმა დაურეკა და ჟურნალისტების მისვლა მოითხოვა.

"ის ჟურნალისტებისგან თავისი მოთხოვნების გავრცელებას ითხოვს. მან თქვა, სურს, ყველა ჟურნალისტი მივიდეს მასთან, მე კი ვუპასუხე, რომ მზად ვარ მივიდე, თუკი ის ავტობუსიდან ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს,“- აცხადებს ბუტუსოვი.

მისივე თქმით, გამტაცებელმა უთხრა, რომ შეიარაღებულია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელი სამართალდამცველების თქმით, ინტერნეტში გავრცელებულია წიგნი "დამნაშავის ფილოსოფია“, რომლის ავტორიც "მაქსიმ პლახოია“, სადაც ის ციხეში ყოფნის პერიოდსა და ცხოვრების შესახებ თავის შეხედულებებს აღწერს. მამაკაცი, რომელმაც ავტობუსი გაიტაცა, თავის თავს სწორედ "მაქსიმ პლახოის" უწოდებს.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, გატაცებამდე მამაკაცმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას ულოცავს "ანტისისტემის“ დღეს და აცხადებს, რომ "სახელმწიფო - პირველი ტერორისტია.“

მამაკაცი მოითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ "კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს. გამტაცებელი აცხადებს, რომ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალ ადგილზე აქვს დამონტაჟებული. არსებული ინფორმაციით, ავტობუსში 20-მდე ადამიანი იმყოფება.

თურქეთში პანდემიის "მესამე ტალღას" ებრძვიან - 40 000-ზე მეტი ინფიცირებული ყოველდღე და კვლავ შეზღუდვები: როგორია ვითარება მეზობელ ქვეყანაში

"რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა" - ვითარება დონბასში

სახელმწიფო დეპარტამენტი: "რუსეთს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს უკრაინაში ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან" - აშშ მზადაა პროცესებში ჩაერთოს