საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაბანი არ ჩაიკეტება - რა ვითარებაა რეგიონში და რაზე აფრთხილებს გამყრელიძე მოსახლეობას
გარდაბანი არ ჩაიკეტება - რა ვითარებაა რეგიონში და რაზე აფრთხილებს გამყრელიძე მოსახლეობას

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაბ­ნის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს არ მი­უ­ღია.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, გარ­და­ბან­ში მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბა, ასე­ვე ჩა­ტარ­დე­ბა თერ­მოსკრი­ნინ­გიც.

„გარ­დაბ­ნის ჩა­კეტვის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქნა მი­ღე­ბუ­ლი. თერ­მოსკრი­ნინ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­ღე­ბუ­ლი გა­ჩი­ა­ნის შე­სას­ვლელ­ში და და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში და ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის ამ რე­გი­ონ­ში“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

გამ­ყრე­ლი­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, არ მო­ეშ­ვას და არ შე­იქ­მნას ილუ­ზია, რომ ქვე­ყა­ნამ კო­ვიდ19 და­ა­მარ­ცხა. მი­სი­ვე თქმით, ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბამ­დე ჯერ კი­დევ დიდი დროა დარ­ჩე­ნი­ლი.

მან ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმა­ზე, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა პირ­ბა­დის ტა­რე­ბი­სა და სხვა რე­კო­მენ­და­ცი­ებს აღარ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„ყვე­ლას გთხოვთ, მო­სახ­ლე­ო­ბას მეტი ინ­ფორ­მა­ცია მივ­ცეთ, რომ მოშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ალ­ბათ, ატყობთ, რომ მო­ვეშ­ვით. პირ­ბა­დე­ებს აღარ ატა­რე­ბენ შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, დიდი შეკ­რე­ბე­ბი და თავ­ყრი­ლო­ბე­ბი ისევ იმარ­თე­ბა და იმ ილუ­ზი­ის შექ­მნა ისევ ხდე­ბა, რომ ქვე­ყა­ნამ კო­ვი­დინ­ფექ­ცია და­ა­მარ­ცხა. არა ბა­ტო­ნე­ბო, კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის და­მარ­ცხე­ბამ­დე ჯერ კი­დევ შორს არის, მარ­ტო ერთი ქვე­ყა­ნა ამას ვერ გა­ა­კე­თებს. ეს უნდა გა­კეთ­დეს ერ­თი­ა­ნად, გლო­ბა­ლუ­რად. ამ მხრივ კი გლო­ბა­ლუ­რად ეპიდსი­ტუ­ა­ცია უა­რეს­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო ამ ეტა­პამ­დე შე­და­რე­ბით უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ყვე­ლამ ერ­თად უნდა გა­ვა­კე­თოთ ის, რომ ეს უკე­თე­სი ეპიდსი­ტუ­ა­ცია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ,“ - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სა­სურ­სა­თო ბაზ­რო­ბა­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბა.

„გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბი­დან ჩვენ უკვე გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ და­ახ­ლო­ე­ბით 1077 ადა­მი­ა­ნი. 24 კო­რო­ნა­ვირუს­ზე პო­ზი­ტი­უ­რი იყო. 84 ადა­მი­ა­ნი კა­რან­ტინ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ცოტა რთუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა - კა­რან­ტინ­ში გა­დაყ­ვა­ნა რთულ­დე­ბა. დი­ლის 8 სა­ა­თი­დან და­ი­წყო გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა გარ­დაბ­ნის სოფ­ლებ­ში. 6 ბრი­გა­და მუ­შა­ობს სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლარ­ში.

გაგ­რძელ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, რათა სრუ­ლად მო­ვიც­ვათ ადა­მი­ა­ნე­ბი. სა­დაც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ინ­ფექ­ცია, გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან სამ­კურ­ნა­ლოდ, რათა დრო­უ­ლად ჩა­ვახ­შოთ მცი­რე ეპი­და­ფეთ­ქე­ბა. არ მივ­ცეთ ინ­ფექ­ცი­ას გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რა­მე­თუ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან. მუ­შა­ო­ბენ სხვა­დას­ხვა ბაზ­რო­ბებ­ზე- ლი­ლოს ბაზ­რო­ბა, დი­ნა­მოს ბაზ­რო­ბა, სხვა­დას­ხვა სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბის ბაზ­რო­ბებ­ზე გა­სამ­კაც­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მეტი ყუ­რა­დღე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თერ­მოსკრი­ნინ­გი“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
elene
7

კრიტიკას ვერ უძლებს ტაქსის მძღოლების ქმედება. მგზავრის მხრიდან პირბადის გაკეთების მოთხოვნის მიუხედავად უარს ამბობენ და იწყებენ მგზვრის "დაგოიმებას", რომ ვირუი ბლეფია, ამერიკამ და ჩინეთმა მოიგონა და ამის მარტო არიფებს სჯერათ. თუ მიაღწიე და გაიკეთა პირბადე - უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ პირზე ან სულაც ნიკაპზე. ყველანაირად ირღვევა მომხმარებლის უფლება. კი არიან "ორდიპლომიანები", მაგრამ საკუთარი ტაქსის იქეთ რა ხდება სამყაროში აზრზე არ არიან. მიეცეთ მკაცრი რეკომენდაცია რომ დაიცვან რეგულეციები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდნენ, სხვა ენა, როგორც ჩანს არ ესმით, მით უმეტეს საზღვრები იხსნება და რისკები იზრდება.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გარდაბანი არ ჩაიკეტება - რა ვითარებაა რეგიონში და რაზე აფრთხილებს გამყრელიძე მოსახლეობას

გარდაბანი არ ჩაიკეტება - რა ვითარებაა რეგიონში და რაზე აფრთხილებს გამყრელიძე მოსახლეობას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაბანში მოსახლეობას გაფართოებული ტესტირება ჩაუტარდება, ასევე ჩატარდება თერმოსკრინინგიც.

„გარდაბნის ჩაკეტვის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. თერმოსკრინინგის გადაწყვეტილებაა მიღებული გაჩიანის შესასვლელში და დასახლებულ პუნქტებში და ასევე მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების ამ რეგიონში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, არ მოეშვას და არ შეიქმნას ილუზია, რომ ქვეყანამ კოვიდ19 დაამარცხა. მისივე თქმით, ვირუსის დამარცხებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსახლეობა პირბადის ტარებისა და სხვა რეკომენდაციებს აღარ ითვალისწინებს.

„ყველას გთხოვთ, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მივცეთ, რომ მოშვება არ შეიძლება. ალბათ, ატყობთ, რომ მოვეშვით. პირბადეებს აღარ ატარებენ შესაბამის დაწესებულებებში, დიდი შეკრებები და თავყრილობები ისევ იმართება და იმ ილუზიის შექმნა ისევ ხდება, რომ ქვეყანამ კოვიდინფექცია დაამარცხა. არა ბატონებო, კოვიდინფექციის დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორს არის, მარტო ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს. ეს უნდა გაკეთდეს ერთიანად, გლობალურად. ამ მხრივ კი გლობალურად ეპიდსიტუაცია უარესდება, საქართველო ამ ეტაპამდე შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ეს უკეთესი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა სხვადასხვა სასურსათო ბაზრობაზე აქტიურად მუშაობს და აუცილებელია უსაფრთხოების ზომების გამკაცრება.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ დაახლოებით 1077 ადამიანი. 24 კორონავირუსზე პოზიტიური იყო. 84 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი. ცოტა რთულია მოსახლეობასთან ურთიერთობა - კარანტინში გადაყვანა რთულდება. დილის 8 საათიდან დაიწყო გაფართოებული ტესტირება გარდაბნის სოფლებში. 6 ბრიგადა მუშაობს სოფელ ყარაჯალარში.

გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა სრულად მოვიცვათ ადამიანები. სადაც იდენტიფიცირებული იქნება ინფექცია, გადაყვანილები იქნებიან სამკურნალოდ, რათა დროულად ჩავახშოთ მცირე ეპიდაფეთქება. არ მივცეთ ინფექციას გავრცელების საშუალება, რამეთუ, ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან. მუშაობენ სხვადასხვა ბაზრობებზე- ლილოს ბაზრობა, დინამოს ბაზრობა, სხვადასხვა სასურსათო პროდუქტების ბაზრობებზე გასამკაცრებელი იქნება მეტი ყურადღება, აუცილებელია თერმოსკრინინგი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეიძლება თუ არა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ელ ოქტომბერს არ განახლდეს? - თამარ გაბუნიას პასუხი

ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი" - რას ამბობს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი