პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორგანიზმში ანტისხეულები და T-უჯრედები გამოამუშავა" -   ახალი დეტალები  ოქსფორდში შექმნილ ვაქცინაზე, რომელიც მოხალისეებს უკვე ჩაუტარდა
"ორგანიზმში ანტისხეულები და T-უჯრედები გამოამუშავა" -   ახალი დეტალები  ოქსფორდში შექმნილ ვაქცინაზე, რომელიც მოხალისეებს უკვე ჩაუტარდა

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის, COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს, უსაფრ­თხოა და ვირუ­სი­სად­მი ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტეტს აუმ­ჯო­ბე­სებს. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

ვაქ­ცი­ნა­ცია 1077 მო­ხა­ლი­სეს ჩა­უ­ტარ­და და აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს ორ­გა­ნიზ­მში გა­მო­უ­მუ­შავ­დათ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, ასე­ვე T-უჯრე­დე­ბი, რომ­ლებ­საც კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა შე­უძ­ლი­ათ.

მეც­ნი­ერ­თა თქმით, აღ­მო­ჩე­ნა და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია, თუმ­ცა ეჭვგა­რე­შე ვერ ამ­ბო­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა 100%-ით ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა მისი 100 მი­ლი­ო­ნი დოზა უკვე შე­უკ­ვე­თა.

  • რო­გორ მუ­შა­ობს ვაქ­ცი­ნა?

სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში ვაქ­ცი­ნის სა­ხე­ლია ChAdOx1 nCoV-19 და ის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ სწრა­ფად შე­იქ­მნა. ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლის­გან შექ­მნეს და მისი ფუნ­ქცი­აა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ვირუ­სი­სად­მი იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, ასე­ვე უკვე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნუ­რად გა­ჯან­სა­ღე­ბა . აღ­ნიშ­ნუ­ლი ეფექ­ტი კი მა­შინ მი­იღ­წე­ვა, თუ ორ­გა­ნიზ­მში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და T-უჯრე­დე­ბი გაჩ­ნდე­ბა.

  • რა არის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და T-უჯრე­დე­ბი?
ასევე დაგაინტერესებთ
10:09 / 12-06-2020

უხანში კორონავირუსმა 2019 წლის აგვისტოში იფეთქა? - თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ჰარვარდში სკანდალური კვლევა მოამზადეს

10:26 / 17-06-2020

"სიცოცხლის გადამრჩენელი სამეცნიერო გარღვევა" - როგორ აფასებს ჯანმო "დექსამეტაზონთან" დაკავშირებულ აღმოჩენას

11:06 / 24-07-2020

როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - უახლესი ცნობები საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან

13:21 / 27-07-2020

COVID-19-ის აფეთქების ახალი ეტაპი ესპანეთში - ბრიტანეთმა ის უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

10:45 / 29-07-2020

რუსეთს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 აგვისტომდე ექნება? - "ეს "სპუტნიკის“ მომენტია, ამერიკელებს ისე გავაკვირვებთ, როგორც თანამგზავრის გაშვებისას“

14:56 / 31-07-2020

მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ თამბაქოს ნერგზე დამზადებული ვაქცინის კლინიკურ კვლევას იწყებენ

კო­რო­ნა­ვირუ­სის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, თუმ­ცა ეს არ არის საკ­მა­რი­სი და მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბის გზა­ზე.

ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ცი­ლე­ბია, რომ­ლებ­საც ვირუ­სის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ. რაც შე­ე­ხე­ბა T-უჯრე­დებს, ეს არის სის­ხლის თეთ­რი უჯრე­დე­ბი, რო­მელ­საც T ლიმ­ფო­ცი­ტებ­საც უწო­დე­ბენ და ისი­ნი სპე­ცი­ა­ლიზ­დე­ბი­ან B - უჯრე­დე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე და და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბის და­ხოც­ვა­ზე. მას "მკვლელ T-საც" უწო­დე­ბენ.

მე­დი­კოს­თა თქმით, ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტუ­რი მა­შინ იქ­ნე­ბა, თუ ის ხელს შე­უ­წყობს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში რო­გორც ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის, ასე­ვე T-უჯრე­დე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას.

ოქსფორ­დელ მეც­ნი­ერ­თა თქმით, მათ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ­მა ვაქ­ცი­ნამ ორ­გა­ნიზმს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბიც გა­მო­უ­მუ­შა­ვა და T-უჯრე­დე­ბიც. პრო­ფე­სო­რი, ენ­დრიუ პო­ლარ­დი ვაქ­ცი­ნას "ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­ულს“ უწო­დებს.

  • არის თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხო?

რო­გორც BBC წერს, ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა, მაგ­რამ აქვს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი არ არის სა­ხი­ფა­თო. მეც­ნი­ერ­თა გან­მარ­ტე­ბით, მო­ხა­ლი­სე­თა 70%-ს, რომ­ლებ­მაც ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ი­ტა­რეს, გა­ნუ­ვი­თარ­დათ ან სი­ცხე, ან თა­ვის ტკი­ვი­ლი. მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­თან გამ­კლა­ვე­ბა პა­რა­ცე­ტა­მო­ლი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რია სა­მუ­შაო, სა­ნამ და­ზუს­ტე­ბით და­ვა­დას­ტუ­რებთ, რომ ჩვე­ნი ვაქ­ცი­ნა COVID-19-ის პან­დე­მი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად ეფექ­ტუ­რია, მაგ­რამ ეს ად­რე­უ­ლი შე­დე­გი არის და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი“, - ამ­ბობს ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, სარა გილ­ბერ­ტი.

  • რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი?

ვაქ­ცი­ნა იმე­დის­მომ­ცე­მია, მაგ­რამ სა­ნამ მეც­ნი­ე­რებს დარ­წმუ­ნე­ბით არ ეცო­დი­ნე­ბათ, რომ ის ეფექ­ტუ­რია, ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე ვერ მი­აღ­წევს. მარ­თა­ლია, ვაქ­ცი­ნამ ორ­გა­ნიზ­მში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი წარ­მოქ­მნა, მაგ­რამ ჯერ უც­ნო­ბია, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბით ან­ტის­ხე­უ­ლე­ბია სა­ჭი­რო ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა კვლე­ვა იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბაა სა­ჭი­რო ვირუ­სის და­სა­მარ­ცხებ­ლად, ან და­ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. მეც­ნი­ე­რებს უკვე აქვთ და­გეგმლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

  • რო­დის გვექ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა

თუ ის იმე­დი გა­მარ­თლდე­ბა, რო­მე­ლიც ახლა არ­სე­ბობს, წლის ბო­ლომ­დე ვაქ­ცი­ნა ადა­მი­ან­თა ფარ­თო ჯგუ­ფე­ბის­თვის უნდა იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ვაქ­ცი­ნა­ცია მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ მყო­ფებს ჩა­უ­ტარ­დე­ბათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არ არის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შექ­მნი­ლი ერ­თა­დერ­თი ვაქ­ცი­ნა. მის შე­საქ­მენ­ლად სხვა­დას­ხვა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბენ. რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა უკვე და­ი­წყო მო­ხა­ლი­სე­თა ვაქ­ცი­ნა­ცია და ახლა შე­დე­გებს ელო­დე­ბი­ან (გა­ე­ცა­ნით ვრცლად: ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია COVID-19-ის ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ - ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ჩა­ტა­რე­ბულ მო­ხა­ლი­სე­ებს, ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­უ­მუ­შავ­დათ)

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას მსოფ­ლიო 11 მარ­ტი­დან ებ­რძვის. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, COVID-19 ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში გაჩ­ნდა და მალე მთელ მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო. ამ დრომ­დე, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 14,8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 613,550 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 8,9 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით კი მსოფ­ლი­ოს 10 ქვე­ყა­ნა ასე­თია: აშშ, ბრა­ზი­ლია, ინ­დო­ე­თი, რუ­სე­თი, სამ­ხრეთ აფ­რი­კა, პერუ, მექ­სი­კა, ჩილე, ესპნა­ე­თი და დიდი ბრი­ტა­ნე­თი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
BBC წერს, ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა
12

ესეიგი, ეს ვაქცინა სახიფათოა.

არ დაბლოკოთ
3

თქვენ თავებს გაუკეთეთ ქართველ ერს არ ჩირდება ბილ გეითსის მკვლელი ვაკცინები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ორგანიზმში ანტისხეულები და T-უჯრედები გამოამუშავა" -   ახალი დეტალები  ოქსფორდში შექმნილ ვაქცინაზე, რომელიც მოხალისეებს უკვე ჩაუტარდა

"ორგანიზმში ანტისხეულები და T-უჯრედები გამოამუშავა" -   ახალი დეტალები  ოქსფორდში შექმნილ ვაქცინაზე, რომელიც მოხალისეებს უკვე ჩაუტარდა

კორონავირუსის ახალი შტამის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს, უსაფრთხოა და ვირუსისადმი ადამიანის იმუნიტეტს აუმჯობესებს. ამის შესახებ BBC წერს.

ვაქცინაცია 1077 მოხალისეს ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს ორგანიზმში გამოუმუშავდათ ანტისხეულები, ასევე T-უჯრედები, რომლებსაც კორონავირუსთან ბრძოლა შეუძლიათ.

მეცნიერთა თქმით, აღმოჩენა დამაიმედებელია, თუმცა ეჭვგარეშე ვერ ამბობენ, რომ ვაქცინა 100%-ით ეფექტური იქნება. მიუხედავად იმისა, დიდმა ბრიტანეთმა მისი 100 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა.

  • როგორ მუშაობს ვაქცინა?

სამეცნიერო წრეებში ვაქცინის სახელია ChAdOx1 nCoV-19 და ის უპრეცედენტოდ სწრაფად შეიქმნა. ვაქცინა კორონავირუსის გენეტიკური მასალისგან შექმნეს და მისი ფუნქციაა ადამიანის ორგანიზმში ვირუსისადმი იმუნიტეტის გამომუშავება, ასევე უკვე ინფიცირებული ორგანიზმის იმუნურად გაჯანსაღება . აღნიშნული ეფექტი კი მაშინ მიიღწევა, თუ ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები და T-უჯრედები გაჩნდება.

  • რა არის ანტისხეულები და T-უჯრედები?

კორონავირუსის ანტისხეულების გამომუშავება მასთან საბრძოლველად უმნიშვნელოვანესია, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მხოლოდ ნაწილია იმუნიტეტის გაძლიერების გზაზე.

ანტისხეულები ცილებია, რომლებსაც ვირუსის განეიტრალება შეუძლიათ. რაც შეეხება T-უჯრედებს, ეს არის სისხლის თეთრი უჯრედები, რომელსაც T ლიმფოციტებსაც უწოდებენ და ისინი სპეციალიზდებიან B - უჯრედების დახმარებაზე და დაინფიცირებული უჯრედების დახოცვაზე. მას "მკვლელ T-საც" უწოდებენ.

მედიკოსთა თქმით, ვაქცინა ეფექტური მაშინ იქნება, თუ ის ხელს შეუწყობს ადამიანის ორგანიზმში როგორც ანტისხეულების, ასევე T-უჯრედების გამომუშავებას.

ოქსფორდელ მეცნიერთა თქმით, მათ მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ ორგანიზმს ანტისხეულებიც გამოუმუშავა და T-უჯრედებიც. პროფესორი, ენდრიუ პოლარდი ვაქცინას "ძალიან პერსპექტიულს“ უწოდებს.

  • არის თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო?

როგორც BBC წერს, ვაქცინა უსაფრთხოა, მაგრამ აქვს გვერდითი ეფექტები. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს გვერდითი ეფექტები არ არის სახიფათო. მეცნიერთა განმარტებით, მოხალისეთა 70%-ს, რომლებმაც ვაქცინაცია ჩაიტარეს, განუვითარდათ ან სიცხე, ან თავის ტკივილი. მედიკოსები ამბობენ, რომ ამ გვერდით მოვლენებთან გამკლავება პარაცეტამოლითაა შესაძლებელი.

"ჯერ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო, სანამ დაზუსტებით დავადასტურებთ, რომ ჩვენი ვაქცინა COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად ეფექტურია, მაგრამ ეს ადრეული შედეგი არის დამაიმედებელი“, - ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, სარა გილბერტი.

  • რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

ვაქცინა იმედისმომცემია, მაგრამ სანამ მეცნიერებს დარწმუნებით არ ეცოდინებათ, რომ ის ეფექტურია, ადამიანებამდე ვერ მიაღწევს. მართალია, ვაქცინამ ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები წარმოქმნა, მაგრამ ჯერ უცნობია, თუ რა რაოდენობით ანტისხეულებია საჭირო ვირუსის საწინააღმდეგოდ.

ამის გათვალისწინებით, შემდეგი ნაბიჯი იქნება კვლევა იმის გასარკვევად, თუ რა რაოდენობის ანტისხეულების გამომუშავებაა საჭირო ვირუსის დასამარცხებლად, ან დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად. მეცნიერებს უკვე აქვთ დაგეგმლი ამ მიმართულებით კონკრეტული კვლევების ჩატარება.

  • როდის გვექნება ვაქცინა

თუ ის იმედი გამართლდება, რომელიც ახლა არსებობს, წლის ბოლომდე ვაქცინა ადამიანთა ფართო ჯგუფებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მედიკოსები ამბობენ, რომ თავდაპირველად ვაქცინაცია მაღალი რისკის ქვეშ მყოფებს ჩაუტარდებათ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ერთადერთი ვაქცინა. მის შესაქმენლად სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიები დამოუკიდებლად მუშაობენ. რამდენიმე მათგანმა უკვე დაიწყო მოხალისეთა ვაქცინაცია და ახლა შედეგებს ელოდებიან (გაეცანით ვრცლად: ახალი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შესახებ - ვაქცინაციაჩატარებულ მოხალისეებს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ)

კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო 11 მარტიდან ებრძვის. ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გაჩნდა და მალე მთელ მსოფლიოს მოედო. ამ დრომდე, გლობალური მასშტაბით, 14,8 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 613,550 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8,9 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კი მსოფლიოს 10 ქვეყანა ასეთია: აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, პერუ, მექსიკა, ჩილე, ესპნაეთი და დიდი ბრიტანეთი.

კორონავირუსით ინფიცირებული იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა

"მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 4%-ით, გარდაცვალების კი - 12%-ით შემცირდა" - ჯანმო

მსოფლიოს 10 ადგილი, სადაც კორონავირუსის არც ერთი  შემთხვევა არ გამოვლენილა