პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დადგა დრო "მასტერშეფში“ კაცმა გაიმარჯვოს“ - რა შეიცვალა ნუცა სურგულაძის ცხოვრებაში გამარჯვების შემდეგ
"დადგა დრო "მასტერშეფში“ კაცმა გაიმარჯვოს“ - რა შეიცვალა ნუცა სურგულაძის ცხოვრებაში გამარჯვების შემდეგ

ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პრო­ექ­ტის, "მას­ტერ­შე­ფის“ მე­სა­მე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლამ­დე 1 კვი­რა­ზე ნაკ­ლე­ბი დარ­ჩა. ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ნამ­დვი­ლად რთუ­ლი იქ­ნე­ბა და მა­ყუ­რე­ბე­ლი უკვე მო­უთ­მენ­ლად ელის, ვინ გახ­დე­ბა "მას­ტერ­შე­ფის" ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი - სერ­გო, იანა, თუ ანნა.

სა­ნამ მე­სა­მე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბას გა­ვი­გებთ, Gemrielia.ge მე­ო­რე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბულს, ნუცა სურ­გუ­ლა­ძეს, და­უ­კავ­შირ­და. რო­გორ შე­იც­ვა­ლა ნუ­ცას ცხოვ­რე­ბა „მას­ტერ­შეფ­ში“ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნა კა­რან­ტი­ნის პე­რი­ო­დი ახა­ლი საქ­მის და­სა­წყე­ბად და ვის გულ­შე­მატ­კივ­რობს მე­სა­მე სე­ზო­ნის ფი­ნალ­ში, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- რო­გორ გაგ­რძელ­და ცხოვ­რე­ბა "მას­ტერ­შე­ფის“ შემ­დეგ?

- გეგ­მე­ბი მქონ­და, თე­ბერ­ვალ­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად უცხო­ეთ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუს­მა, რო­გორც ყვე­ლას, მეც შე­მიც­ვა­ლა გეგ­მე­ბი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნე ეს პე­რი­ო­დი, სა­კუ­თა­რი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ბლო­გი გა­ვა­კე­თე, რომ­ლის ცნო­ბა­დო­ბას „მას­ტერ­შეფ­ში“ გა­მარ­ჯვე­ბამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყო ხელი. ბლოგს ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და უზო­მოდ მი­ხა­რია.

ამა­ვე დროს, რამ­დე­ნი­მე რეს­ტო­რანს ვუ­წევ კონ­სულ­ტა­ცი­ას. ასე რომ, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი მაქვს და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ვერც კო­რო­ნამ ვერ გა­მა­ჩე­რა.

- მე­სა­მე სე­ზონს თუ ადევ­ნებ­დი თვალს, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დი?

- რა თქმა უნდა, ყო­ველ კვი­რას ვუ­ყუ­რებ, რად­გან ასე­თი პრო­ექ­ტი ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ნამ­დვი­ლად იშ­ვი­ა­თია. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა მე­სა­მე სე­ზო­ნი წინა სე­ზო­ნე­ბის­გან: გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პა­ჟის კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი მა­ღა­ლია, ძა­ლი­ან დახ­ვე­წილ კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ. სე­ზო­ნი ნამ­დვი­ლად შედ­გა!

- სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში თუ გყავ­და უკვე რჩე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­საც გულ­შე­მა­ტივ­რობ­დი?

- დიახ, ქეთო, რად­გან ბევ­რი სა­ერ­თო გვაქვს - ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბი ვართ, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან გვიყ­ვარს კუ­ლი­ნა­რია. ია, მე, ქეთო - „მას­ტერ­შე­ფის“ გა­მარ­ჯვე­ბულ­თა კარ­გი ტან­დე­მი იქ­ნე­ბო­და და ძა­ლი­ან დამ­წყდა გული, რომ ქეთო ფი­ნალ­ში ვერ მოხ­ვდა.

- ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის ვის გულ­შე­მატ­კივ­რობ?

- სერ­გოს, რად­გან ვთვლი, რომ დად­გა დრო "მას­ტერ­შეფ­ში“ კაც­მა გა­ი­მარ­ჯვოს. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია და ყო­ველ­თვის მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს მას­ტერ­შე­ფის ტი­ტულს.

- რა რჩე­ვას მის­ცემ­დი ფი­ნა­ლის­ტებს დიდი ფი­ნა­ლის წინ?

- რად­გან თა­ვად გეგ­მა­ვენ მე­ნი­უს, აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად, დე­ტა­ლუ­რად უნდა გა­წე­რონ თა­ვი­ან­თი კერ­ძე­ბი, რომ დრო­შიც ჩა­ე­ტი­ონ და მე­ნი­უს თი­თო­ე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტი ერ­თმა­ნეთს უხ­დე­ბო­დეს. ვერ ვე­ტყვი, რომ არ ინერ­ვი­უ­ლონ, რად­გან ნერ­ვი­უ­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ად­რე­ნა­ლი­ნის გა­მო­ყო­ფა სა­ო­ცა­რი მო­მენ­ტია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
5

ოჰ რა ამბობ, ანააა ღირსეული შეფი და გაიმარჯვებს კიდეც 

123
0

სერგო გაიმარჯვებს აუცილებლად, თანაც შენც გჯობია და იასაც ნამდვილად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დადგა დრო "მასტერშეფში“ კაცმა გაიმარჯვოს“ - რა შეიცვალა ნუცა სურგულაძის ცხოვრებაში გამარჯვების შემდეგ

"დადგა დრო "მასტერშეფში“ კაცმა გაიმარჯვოს“ - რა შეიცვალა ნუცა სურგულაძის ცხოვრებაში გამარჯვების შემდეგ

ქვეყნის ყველაზე მაღალრეიტინგული კულინარიული პროექტის, "მასტერშეფის“ მესამე სეზონის ფინალამდე 1 კვირაზე ნაკლები დარჩა. ფინალისტებს შორის არჩევანის გაკეთება ნამდვილად რთული იქნება და მაყურებელი უკვე მოუთმენლად ელის, ვინ გახდება "მასტერშეფის" ტიტულის მფლობელი - სერგო, იანა, თუ ანნა.

სანამ მესამე სეზონის გამარჯვებულის ვინაობას გავიგებთ, Gemrielia.ge მეორე სეზონის გამარჯვებულს, ნუცა სურგულაძეს, დაუკავშირდა. როგორ შეიცვალა ნუცას ცხოვრება „მასტერშეფში“ გამარჯვების შემდეგ, როგორ გამოიყენა კარანტინის პერიოდი ახალი საქმის დასაწყებად და ვის გულშემატკივრობს მესამე სეზონის ფინალში, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- როგორ გაგრძელდა ცხოვრება "მასტერშეფის“ შემდეგ?

- გეგმები მქონდა, თებერვალში სწავლის გასაგრძელებლად უცხოეთში უნდა წავსულიყავი, მაგრამ კორონავირუსმა, როგორც ყველას, მეც შემიცვალა გეგმები. ამის მიუხედავად, წარმატებულად გამოვიყენე ეს პერიოდი, საკუთარი კულინარიული ბლოგი გავაკეთე, რომლის ცნობადობას „მასტერშეფში“ გამარჯვებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ბლოგს ძალიან ბევრი კარგი გამოხმაურება მოჰყვა და უზომოდ მიხარია.

ამავე დროს, რამდენიმე რესტორანს ვუწევ კონსულტაციას. ასე რომ, ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს და ბედნიერი ვარ, რომ ვერც კორონამ ვერ გამაჩერა.

- მესამე სეზონს თუ ადევნებდი თვალს, როგორ შეაფასებდი?

- რა თქმა უნდა, ყოველ კვირას ვუყურებ, რადგან ასეთი პროექტი ქართულ რეალობაში ნამდვილად იშვიათია. ვფიქრობ, ძალიან განსხვავდება მესამე სეზონი წინა სეზონებისგან: განსხვავებული ტიპაჟის კონკურსანტები არიან, პროფესიონალიზმი მაღალია, ძალიან დახვეწილ კერძებს ამზადებენ. სეზონი ნამდვილად შედგა!

- სეზონის დასაწყისში თუ გყავდა უკვე რჩეული კონკურსანტი, რომელსაც გულშემატივრობდი?

- დიახ, ქეთო, რადგან ბევრი საერთო გვაქვს - ახალგაზრდა გოგონები ვართ, რომლებსაც ძალიან გვიყვარს კულინარია. ია, მე, ქეთო - „მასტერშეფის“ გამარჯვებულთა კარგი ტანდემი იქნებოდა და ძალიან დამწყდა გული, რომ ქეთო ფინალში ვერ მოხვდა.

- ფინალისტებს შორის ვის გულშემატკივრობ?

- სერგოს, რადგან ვთვლი, რომ დადგა დრო "მასტერშეფში“ კაცმა გაიმარჯვოს. ძალიან ნიჭიერია და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. ამიტომ, ვფიქრობ, ნამდვილად იმსახურებს მასტერშეფის ტიტულს.

- რა რჩევას მისცემდი ფინალისტებს დიდი ფინალის წინ?

- რადგან თავად გეგმავენ მენიუს, აუცილებლად კარგად, დეტალურად უნდა გაწერონ თავიანთი კერძები, რომ დროშიც ჩაეტიონ და მენიუს თითოეული კომპონენტი ერთმანეთს უხდებოდეს. ვერ ვეტყვი, რომ არ ინერვიულონ, რადგან ნერვიულობა აუცილებელია, ადრენალინის გამოყოფა საოცარი მომენტია.

ავსტრალიაში "ავტოსტოპით“ ჩასულ "ამერიკელ მტრედს“ კარანტინის წესების დარღვევის გამო "შეიპყრობენ" და მოკლავენ

ქართველი ძიუდოისტების წარმატება პრესტიჟულ ტურნირზე - კატარში საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი, მათ შორის 2 ოქრო მოიპოვა

"კოვიდი არ აქვს, თუმცა კოვიდიან პაციენტებთან ერთად წევს" - რა ინფორმაციას ავრცელებს მაკა რაზმაძე დავით სოკოლოვზე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის