მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას უკავშირებს ზურაბ ზვიადაურის მამა შვილის დაჭრას - როგორია დაჭრილი ოლიმპიური ჩემპიონის მდგომარეობა?
რას უკავშირებს ზურაბ ზვიადაურის მამა შვილის დაჭრას - როგორია დაჭრილი ოლიმპიური ჩემპიონის მდგომარეობა?

19 ივ­ლისს, გვი­ან ღა­მით, ახ­მე­ტა­ში ექსდე­პუ­ტა­ტი და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი დაჭ­რეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზვი­ა­და­უ­რი სუფ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, და­პი­რის­პი­რე­ბა კი ქუ­ჩა­ში მოხ­და. ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი ცივი ია­რა­ღით მკერ­დის არე­ში დაჭ­რეს. დაჭ­რი­ლია მას­თან ერ­თად მყო­ფი კი­დევ ერთი პირი ვანო და­ვი­თაშ­ვი­ლი.

„კუ­რი­ერ­თან“ სა­უბ­რი­სას ზვი­ა­და­უ­რის მამა, მა­მუ­კა ზვი­ა­და­უ­რი აცხა­დებს, რომ მომ­ხდა­რი შე­საძ­ლოა გი­ორ­გი ქის­ტა­ურ­თან წარ­სულ­ში არ­სე­ბულ უთან­ხმო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

მა­მუ­კა ზვი­ა­და­ურ­მა მის ოჯახ­სა და გი­ორ­გი ქის­ტა­ურს შო­რის რამ­დე­ნი­მე წლის წინ მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც მან მათი სახ­ლის მი­სა­მარ­თით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­ის­რო­ლა.

მისი თქმით, გი­ორ­გი ქის­ტა­უ­რი შე­საძ­ლოა შემ­თხვე­ვით შეხ­ვდა წუ­ხელ ქუ­ჩა­ში ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს და სწო­რედ ამას მოჰ­ყვა მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა. გი­ორ­გი ქის­ტა­უ­რის კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ უარ­ყოფს მისი დაც.

ექი­მის თქმით კი, დაჭ­რი­ლებს პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დათ.

"შე­მოყ­ვა­ნი­ლი იყო 2 პა­ცი­ენ­ტი, თვით­დი­ნე­ბით იყ­ვნენ შე­მო­სუ­ლე­ბი. გულ-მკერ­დის წინა კედ­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბით, მაგ­რამ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში არ იყო არც ერთი ჭრი­ლო­ბა შე­მა­ვა­ლი. ჩა­უ­ტარ­დათ პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­ჩერ­დნენ დი­ნა­მი­კა­ში დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ და 04:10 სა­ათ­ზე ორი­ვე გა­ე­წე­რა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით," - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა კუ­რი­ერ­თან.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თლა­დამ­ცა­ვე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა.

გელა
19

რაც დათესეთ, იმას იმკით. მოგიბრუნდათ. ჯერ სადა ხართ. თავისუფლად სუნთქვის საქმე როგორაა??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას უკავშირებს ზურაბ ზვიადაურის მამა შვილის დაჭრას - როგორია დაჭრილი ოლიმპიური ჩემპიონის მდგომარეობა?

რას უკავშირებს ზურაბ ზვიადაურის მამა შვილის დაჭრას - როგორია დაჭრილი ოლიმპიური ჩემპიონის მდგომარეობა?

19 ივლისს, გვიან ღამით, ახმეტაში ექსდეპუტატი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზვიადაური სუფრაზე იმყოფებოდა, დაპირისპირება კი ქუჩაში მოხდა. ზურაბ ზვიადაური ცივი იარაღით მკერდის არეში დაჭრეს. დაჭრილია მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი ვანო დავითაშვილი.

„კურიერთან“ საუბრისას ზვიადაურის მამა, მამუკა ზვიადაური აცხადებს, რომ მომხდარი შესაძლოა გიორგი ქისტაურთან წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდებოდეს.

მამუკა ზვიადაურმა მის ოჯახსა და გიორგი ქისტაურს შორის რამდენიმე წლის წინ მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა, როდესაც მან მათი სახლის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

მისი თქმით, გიორგი ქისტაური შესაძლოა შემთხვევით შეხვდა წუხელ ქუჩაში ზურაბ ზვიადაურს და სწორედ ამას მოჰყვა მათ შორის დაპირისპირება. გიორგი ქისტაურის კონფლიქტში მონაწილეობას არ უარყოფს მისი დაც.

ექიმის თქმით კი, დაჭრილებს პირველადი გადაუდებელი ქირურგიული დახმარება დასჭირდათ.

"შემოყვანილი იყო 2 პაციენტი, თვითდინებით იყვნენ შემოსულები. გულ-მკერდის წინა კედლის არეში ჭრილობებით, მაგრამ ორივე შემთხვევაში არ იყო არც ერთი ჭრილობა შემავალი. ჩაუტარდათ პირველადი გადაუდებელი ქირურგიული დახმარება, გარკვეული პერიოდი გაჩერდნენ დინამიკაში დაკვირვების ქვეშ და 04:10 საათზე ორივე გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შესაბამისი რეკომენდაციებით," - განაცხადა ექიმმა კურიერთან.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართლადამცავებისთვის ცნობილია ბრალდებულის ვინაობა.

"2 გოგო სხვა მანქანით იყო, ხმამაღლა კამათობდნენო..." - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა - კადრები სასამრთლოდან

სამართალდამცავი, რომელიც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დღეს დაასახელა, გამოკითხვაზე დაიბარეს