საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებას" პარტია რამდენად შეიძლება ვუწოდო არ ვიცი... ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილი"
"ოცნებას" პარტია რამდენად შეიძლება ვუწოდო არ ვიცი... ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილი"

ეს არის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ვინ­ცი­უ­ლი სპექ­ტაკ­ლი, და­ბე­რე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბით, წყა­როს­თავ­ზე მცხოვ­რე­ბი რე­ჟი­სო­რით, მორ­ყე­უ­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბით, ფსი­ქო­პა­ტი გამ­ნა­თებ­ლე­ბი­თა და ხმის რე­ჟი­სო­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ოპო­ზი­ცია საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მუ­რია, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს.

„თვი­თონ მო­დე­ლი ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, პარ­ტია რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დო არ ვიცი, არის ის, რომ ყველ­გან კენ­ჭს იყ­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ის არის ამ პარ­ტი­ის აქ­ტი­ვე­ბის 100%-ის მფლო­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მისი სის­ტე­მუ­რი რე­სურ­სით ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბის გე­ნე­რა­ცია არ მომ­ხდა­რა. იქ ხომ არა­ვინ, გარ­და ერთი კა­ცი­სა, არა­ვინ არ არის. ოპო­ზი­ცია საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მუ­რია, ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ატა­რებს ნე­გა­ტი­ურ ხა­სი­ათს, ბუ­ნებ­რი­ვია ნე­გა­ტი­ურ არ­ჩევ­ნებ­ში რე­სურ­სებს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ვფიქ­რობ, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აქვს გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა, რაც არ გა­მო­რი­ცხავს ცალ­კე­ულ ანო­მა­ლი­ებს. იგი­ვე, ვა­კე­ში ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბი, რო­მელ­ზეც ლა­პა­რა­კი ღირს და აქვს სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­ოგ­რა­ფია, სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი წონა. ესე­თე­ბი „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ არ არი­ან, ყველ­გან კენ­ჭს იყ­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­სურ­სე­ბი და ბი­ძი­ნა პლუს გა­ხა­რია,“ - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ დღეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბი­სას ჰქონ­და ის ტონი, რო­გორც სჩ­ვე­ვია.

„ჩვენ ხომ ყვე­ლა სათ­ქმე­ლი ზე­პი­რად ვი­ცით. გუ­შინ რომ და­გე­რე­კათ ჩემ­თან, სა­ნამ წა­მო­ა­ყე­ნებ­დნენ კან­დი­და­ტუ­რას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად იგი­ვე სათ­ქმე­ლი მექ­ნე­ბო­და. ეს არის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ვინ­ცი­უ­ლი სპექ­ტაკ­ლი, და­ბე­რე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბით, წყა­როს­თავ­ზე მცხოვ­რე­ბი რე­ჟი­სო­რით, მორ­ყე­უ­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბით, ფსი­ქო­პა­ტი გამ­ნა­თებ­ლე­ბი­თა და ხმის რე­ჟი­სო­რე­ბით, ჩვენ ვართ ის მა­ყუ­რებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ზე­პი­რად ვი­ცით ყვე­ლა მი­ზან­სცე­ნა, ყვე­ლა ფრა­ზა, ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბა, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, ამას ვუ­ყუ­როთ, რად­გან სხვა გა­სარ­თო­ბი ჩვენს სო­ფელ­ში არ არის,“ - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
22

"ვსეზნაიკა" ეს მამაცხონებული რა ყველაფრის ექსპერტია

Ევა
12

,, ვსეზნაიკაა,, თუ ვინც არის, ფაქტია რომ სწორ ანალიზს აკეთებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ოცნებას" პარტია რამდენად შეიძლება ვუწოდო არ ვიცი... ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილი"

"ოცნებას" პარტია რამდენად შეიძლება ვუწოდო არ ვიცი... ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილი"

ეს არის წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლი, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, მორყეული დეკორაციებით, ფსიქოპატი გამნათებლებითა და ხმის რეჟისორებით, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია საკმაოდ პრობლემურია, „ქართულ ოცნებას“ გარკვეული უპირატესობა აქვს.

„თვითონ მოდელი ამ ორგანიზაციის, პარტია რამდენად შეიძლება ვუწოდო არ ვიცი, არის ის, რომ ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილი. ის არის ამ პარტიის აქტივების 100%-ის მფლობელი. შესაბამისად, მისი სისტემური რესურსით ხდება ყველაფერი. „ქართულ ოცნებაში“ რეალური პოლიტიკური ფიგურების გენერაცია არ მომხდარა. იქ ხომ არავინ, გარდა ერთი კაცისა, არავინ არ არის. ოპოზიცია საკმაოდ პრობლემურია, ჯერჯერობით, საარჩევნო კამპანია ატარებს ნეგატიურ ხასიათს, ბუნებრივია ნეგატიურ არჩევნებში რესურსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ აქვს გარკვეული უპირატესობა, რაც არ გამორიცხავს ცალკეულ ანომალიებს. იგივე, ვაკეში ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით. პოლიტიკური ფიგურები, რომელზეც ლაპარაკი ღირს და აქვს საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფია, საკუთარი პოლიტიკური წონა. ესეთები „ქართულ ოცნებაში“ არ არიან, ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილის რესურსები და ბიძინა პლუს გახარია,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დღეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას ჰქონდა ის ტონი, როგორც სჩვევია.

„ჩვენ ხომ ყველა სათქმელი ზეპირად ვიცით. გუშინ რომ დაგერეკათ ჩემთან, სანამ წამოაყენებდნენ კანდიდატურას, აბსოლუტურად იგივე სათქმელი მექნებოდა. ეს არის წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლი, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, მორყეული დეკორაციებით, ფსიქოპატი გამნათებლებითა და ხმის რეჟისორებით, ჩვენ ვართ ის მაყურებლები, რომლებმაც ზეპირად ვიცით ყველა მიზანსცენა, ყველა ფრაზა, ყველა მოძრაობა, მაგრამ იძულებული ვართ, ამას ვუყუროთ, რადგან სხვა გასართობი ჩვენს სოფელში არ არის,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"გარკვეულ პატივისცემას იწვევს ბოკერიას გამბედაობა, როცა ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარობის ბრძოლაში" - გია ხუხაშვილი

გიგი უგულავა ზუგდიდში, გიგა ბოკერია კი - ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქებში - ვინ იქნებიან "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში

"საპარლამენტო მდუმარებაში" - 21 დეპუტატი, ვისაც 2019 წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც არ უსარგებლია