მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე  ბრალდების მხარე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს - რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს გენპროკურატურა?
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე  ბრალდების მხარე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს - რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს გენპროკურატურა?

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბის მხა­რე შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს, მხო­ლოდ სრულ­წლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ და­ნიშ­ნუ­ლი წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის ვა­დის 1 თვით გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ.

„მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე. უკვე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია 17 პირი, მათ შო­რის 6 არას­რულ­წლო­ვა­ნი.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის თა­რი­ღად გან­სა­ზღვრუ­ლია 2020 წლის 31 ივ­ლი­სი.

ვი­ნა­ი­დან, საქ­მე­ზე სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მო­ი­თხოვს უკვე და­ნიშ­ნუ­ლი ათე­უ­ლო­ბით ექ­სპერ­ტი­ზის დას­რუ­ლე­ბას, მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლიზს და და­მა­ტე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო/საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, ბრალ­დე­ბის მხა­რე შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს, მხო­ლოდ სრულ­წლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ და­ნიშ­ნუ­ლი წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის ვა­დის 1 თვით გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ.

რაც შე­ე­ხე­ბა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ არას­რულ­წლო­ვან ბრალ­დე­ბუ­ლებს, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ "არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის“ მო­თხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა მათ მი­მართ წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ჩა­ტარ­დეს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბი­დან არა უგ­ვი­ა­ნეს 40 დღი­სა და ამ ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბას კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, მათი ბრალ­დე­ბის საქ­მე, რო­მე­ლიც ეხე­ბა ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტებს, უკვე გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის­თვის წა­რი­მარ­თე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში. აქვე ხაზ­გას­მით გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ეს გა­რე­მო­ე­ბა არ გა­მო­რი­ცხავს შემ­დგომ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მათ­თვის ახა­ლი ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნას.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო/საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ჩამ­დენ პირ­თა გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით, რომ­ლის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პე­რი­ო­დუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბა მოხ­დე­ბა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე  ბრალდების მხარე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს - რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს გენპროკურატურა?

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე  ბრალდების მხარე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს - რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს გენპროკურატურა?

საქართველოს გენერალური პროკურატურა 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდების მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, მხოლოდ სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე. უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულად ცნობილია 17 პირი, მათ შორის 6 არასრულწლოვანი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 31 ივლისი.

ვინაიდან, საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოითხოვს უკვე დანიშნული ათეულობით ექსპერტიზის დასრულებას, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს და დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, ბრალდების მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, მხოლოდ სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ.

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს, იმის გათვალისწინებით, რომ ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, უკვე განსაზღვრულ ვადაში არსებითი განხილვისთვის წარიმართება სასამართლოში. აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით, რომლის შედეგების შესახებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის და საზოგადოების პერიოდულად ინფორმირება მოხდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.

"იქ ან მიტყუებით არის მიყვანილი, ან არ ვიცი..." - თეთრიწყაროში 23 წლის თამუნა ბაჩალაიშვილს მესამე დღეა ეძებენ

"მკვლელობაში ბრალდებული  ქალი რუსეთიდან იყო ჩამოსული და ქმართან ერთად ცხოვრობდა ფარდულში" - ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"შაქარაშვილის ცხედრის დათვალიერების ოქმში აღნიშნული ფრაზა - "გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში" მექანიკური შეცდომაა" - ექსპერტი