ავტორი:

პაციენტზე, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

პაციენტზე, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ლიკა მუმლაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო.

როგორც ლიკა მუმლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილ 72 წლის მამაკაცს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

„პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისას იყო მძიმე და საყურადღებო. დინამიკაში გაუარესდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ქრონიკული დაავადებებიდან აღენიშნებოდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, 3-4 წლის განმავლობაში იტარებდა ჰემოდიალიზის სეანსებს, თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე იმყოფებოდა. შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, რევმატოიდული ართრიტი, არტერიული ჰიპერტენზია - პაციენტი კლინიკაში შემოსვლისას იყო მძიმე. ამ თანმხლები დაავადებებით რთულია პაციენტების მმართვა და პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯერჯერობით, პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა მუმლაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი, 72 წლის მამაკაცია. ის მცხეთის კლინიკაში მკურნალობდა. პაციენტი ინგოროყვას კლინიკიდან გადაიყვანეს.

მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან

"19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 1 სამედიცინო პერსონალია..." - მარინა ეზუგბაია ინფიცირებულთა შესახებ

"ნინი ვნახე უკვე, თავს მხიარულად გრძნობს..." - 15 წლის მოზარდის ძმა პოლიციას მადლობას უხდის