პარტნიორები:
    ავტორი:

    კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან, 4 სატვირთოს მძღოლია - ვინ არის დანარჩენი 7-ის ინფიცირების წყარო

    კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან, 4 სატვირთოს მძღოლია - ვინ არის დანარჩენი 7-ის ინფიცირების წყარო

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო დანარჩენი 7 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია.

    რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში მოთავსებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 ახალი შემთხვევა დაემატათ, მთლიანობაში კი კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს.

    „დაგვემატა 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა და სულ კოორონავისუსის 1039 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 900 შეადგენს. ამ მონაცემების შეჯერებით კოვიდცენტრებში დღევანდელი მონაცემებით, 162 პაციენტი მკურნალობს. ეს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა და ესენი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, ხოლო დანარჩენი 7 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია. უმეტესობა მათგანი არის საკარანტინე სივრციდან, ნაწილი კიდევ დადასტურებული არის ადგილზე, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    ჩვენი კლინიკის მდგომარეობის შესახებ მონაცემები ასეთია: ჩვენთან გამოჯანმრთელდა ერთი, შემოყვანილია 5 დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 23 დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 დადასტურებული შემთხვევიდან 1 გახლავთ შემოტანილი, ეს არის საკარანტინო სივრციდან რუსეთიდან მოქალაქე, რომელსაც კარანტინში დაუდასტურდა დიაგნოზი და გადმოიყვანეს ჩვენთან. დანარჩენი 4 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

    შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1039-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1-ით გაიზარდა და 900-ს შეადგენს.

    ცნობისთვის, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5687 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 232.

    "ერთი სიტყვით გამაგებინე ცოცხალი ვარო, დე…" - გაუჩინარებულ გოგონას დედა მიმართავს

    ბათუმში სავაჭრო ცენტრი "იდეალი" გაიხსნა

    თუ წელს ბავშვებმა წიგნები ვერ მიიღეს, ეს იქნება პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა... - მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ!