მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ქალი
ვინ იყო ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ქალი

ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც ქუ­თა­ის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ყელ­გა­მოჭ­რი­ლი ნა­ხეს, 30 წლის ელი­სო ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლია. შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია 18 ივ­ლისს, გამ­სა­ხურ­დი­ას ქუ­ჩა­ზე მოხ­და. 30 წლამ­დე ქალი სახ­ლში ცივი ია­რა­ღით მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს.

მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ამ დრომ­დე არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. გარ­დაც­ვლი­ლი ელი­სო ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლის ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზი­დან უკვე გა­და­ას­ვე­ნეს ოჯახ­ში.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მათ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლე­ბი არ იცი­ან, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გა­ნი­ხი­ლე­ბა. მათი თქმით, სხე­ულს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.

"არ ვი­ცით, რა მოხ­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, არც სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის შე­სა­ხებ ვი­ცით რამე. რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­და­ვი­და იმ ბი­ნა­ში, მე­გო­ბარ­თან ერ­თად. ის გოგო იმ სა­ღა­მოს მუ­შა­ობ­და და ბი­ნა­ში არ იყო. მთე­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლია, გარ­დაც­ვლილს რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, მათ შო­რის სა­ხის არე­ში. მო­ტო­ვი არ ვი­ცით. ჯერ ჩვენ არ გავ­ცნო­ბი­ვართ საქ­მის მა­სა­ლებს, მაგ­რამ ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა ად­გილ­ზე, რაც გა­მო­ძი­ე­ბას და­ეხ­მა­რე­ბა. ელი­სოს კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან ქო­ნია, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო ძა­ლი­ან და ამი­ტომ არ ვი­ცით, რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო, ეჭ­ვიც არ გვაქვს, ვინ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ", - აცხა­დე­ბენ ახ­ლობ­ლე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ქალი მე­უღ­ლეს გა­შო­რე­ბუ­ლი იყო. მას 12 წლის გო­გო­ნა დარ­ჩა.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. პო­ლი­ცი­ამ უკვე გა­მო­კი­თხა გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზობ­ლე­ბი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახალ­გაზ­რდა ქალი შვე­ლას ითხოვ­და და ყვი­რო­და, თუმ­ცა ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­ა­თის მერე გა­მო­ი­ძა­ხეს. მათ კარი გა­ა­ღეს და ქალი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bajaglaria
2

ooooo saqartvelo msoplios problema xae

ქიუ
4

მერამდენე ქალი უნდა მოკლან???? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ???? კანონი არ კანონობს ჩვენს ქვეყანაში... როგორ არავინ დარეკა პოლიციაში როდესაც დახმარებას ითხოვდა??? საწყალი გოგო :((((((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ვინ იყო ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ქალი

ვინ იყო ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ქალი

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ყელგამოჭრილი ნახეს, 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილია. შემზარავი ტრაგედია 18 ივლისს, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. 30 წლამდე ქალი სახლში ცივი იარაღით მოკლული იპოვეს.

მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. გარდაცვლილი ელისო ჩეჩელაშვილის ცხედარი ექსპერტიზიდან უკვე გადაასვენეს ოჯახში.

ოჯახის ახლობლების თქმით, მათ მომხდართან დაკავშირებით დეტალები არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ რამდენიმე ვერსია განიხილება. მათი თქმით, სხეულს მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.

"არ ვიცით, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, არც სავარაუდო მკვლელის შესახებ ვიცით რამე. რამდენიმე თვის წინ გადავიდა იმ ბინაში, მეგობართან ერთად. ის გოგო იმ საღამოს მუშაობდა და ბინაში არ იყო. მთელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულია, გარდაცვლილს რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. მოტოვი არ ვიცით. ჯერ ჩვენ არ გავცნობივართ საქმის მასალებს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ბევრი მტკიცებულებაა ადგილზე, რაც გამოძიებას დაეხმარება. ელისოს კონფლიქტი არავისთან ქონია, კეთილი ადამიანი იყო ძალიან და ამიტომ არ ვიცით, რა შეიძლება მომხდარიყო, ეჭვიც არ გვაქვს, ვინ შეიძლება ყოფილიყო ", - აცხადებენ ახლობლები.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი მეუღლეს გაშორებული იყო. მას 12 წლის გოგონა დარჩა.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ უკვე გამოკითხა გარდაცვლილის მეზობლები. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალი შველას ითხოვდა და ყვიროდა, თუმცა ადგილზე სამაშველო დაახლოებით ორი საათის მერე გამოიძახეს. მათ კარი გააღეს და ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

"მოძღვარი იყო მოსული რომელმაც თქვა, რომ თვითმკვლელობის არ მჯერაო" - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ახლობელი

"უცნაურია თვითმკვლელობის ვერსიაზე ფიქრი... იქნებ მიიყვანეს ამ გადაწყვეტილებამდე" - რას ჰყვებიან მეგობრები თამარ ბაჩალიაშვილზე

რა ვითარებაა ლილო მოლში, სადაც კოვიდინფიცირებულები მუშაობდნენ