ავტორი:

ბრიტანული სამეფო ქორწილი პანდემიის დროს და პატარძალი, რომელსაც საქორწინო კაბა დედოფალმა ელისაბედმა ათხოვა

ბრიტანული სამეფო ქორწილი პანდემიის დროს და პატარძალი, რომელსაც საქორწინო კაბა დედოფალმა ელისაბედმა ათხოვა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კიდევ ერთი წევრი დაქორწინდა. ამჯერად, პრინცესა ბეატრისის ქორწილი შედგა. აღსანიშნავია, რომ ცერემონია აქამდე კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენჯერმა გადაიდო.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგნელები საზოგადოების მუდმივი ყურადღებით სარგებლობენ. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ცხადია, მათი ქორწილები იპყრობს. პატარძლის სანახავად ქუჩებში უამრავი ადამიანი გროვდება, თუმცა ახლა, პანდემიის პირობებში, სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ქორწილი საიდუმლოდ გაემართათ და ადამიანთა შეკრება თავიდან აეცილებინათ.

საიდუმლო ცერემონია უინძორის სასახლეში, ვიწრო წრეში შედგა და როგორც ბრიტანული გამოცემები წერენ, ქორწილის სტუმრები სოციალურ დისტანციას იცავდნენ.

დედოფალ ელისაბედის შვილიშვილი, 31 წლის პრინცესა ბეატრისი 37 წლის ბიზნესმენზე, ედოარდო მაპელი მოცზე დაქორწინდა. სამეფო ოჯახმა ქორწილის ოფიციალური ფოტოები ცერემონიიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოაქვეყნა.

მედიის განსაკუთრებული ყურადღება პრინცესას საქორწინო კაბამ მიიპყრო. საქმე ისაა, რომ მას არ ეცვა სპეციალურად შექმნილი ექსკლუზიური კაბა. ბუკინგემის სასახლის ოფიციალური განცხადებით, ბეატრისის კაბა ბებიის, დედოფალ ელისაბედის გარდერობიდანაა.

დედოფალი ელისაბედი 1962 წელს Lawrence of Arabia-ს პრემიერაზე. სწორედ ეს კაბა ჩაიცვა დედოფლის შვილიშვილმა ქორწილში

კაბის დიზაინერი ნორმან ჰართნელია. სამეფო ოჯახის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, თუ რა სიამაყით უყურებს დედოფალი თავის კაბაში გამოწყობილ შვილიშვილს,

სოციალურ ქსელებში კაბა განხილვის საგნად იქცა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ბეატრისი ბებიის კაბის ჩაცმის გამო შეაქო. აღსანიშნავია, რომ ვინტაჟურ კაბაზე მხოლოდ დეტალები იყო შეცვლილი. მოდის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბეატრისმა ეს კაბა 2020 წლის ტრენდად აქცია და მალე არაერთ პატარძალს ვიხილავთ მსგავსი სტილის საქორწინო სამოსით.

"დილით გამოცდა ჩავაბარე თელავში და საღამოს ლაივზე ვიმღერე თბილისში..." - "დიდი სცენის" აბიტურიენტი კონკურსანტი, რომელიც ჟიურის ფავორიტია

"დიდი ორთაბრძოლა გველის, დანდობა არ იქნება!" - რა ელოდება მაყურებელს "მასტერშეფის" ნახევარფინალში

ქეთა თოფურია ნიშნობის ბეჭდით? - ფანების და მედიის ვარაუდით, მომღერალს დიპლომატმა შეყვარებულმა ხელი თხოვა